FlyNero
FlyNero

Wizz Air Georgia ვიზეარ საქართველო

Wizz Air უნგრული ავიაკომპანიაა. იგი დაარსდა ბუდაპეშტში, 2003 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს ფრენებს მსოფლიოს უამრავი მიმართულებით. ავიაკომპანის გააჩნია 33 ბაზა, რომლებიც განლაგებულია 16 ქვეყანაში და ახორციელებს 800-ზე მეტ მარშრუტს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ. პირველი რეისი 2004 წლის 19 მაისს კატოვიციდან ლონდონის მიმართულებით შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ იგი ყველაზე სწრაფად მზარდი, ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც აერთიანებს ოთხი ავიაკომპანიის ჯგუფს: Wizz Air Hungary, Wizz Air UK, Wizz Air Abu Dhabi და Wizz Air Malta.

ავიაკომპანია ეფექტურად მართავს უახლეს ფლოტს, რაც საშუალებას აძლევს მას უზრუნველყოს ნახშირბადის ემისიების ყველაზე დაბალი ინტენსივობა ინდუსტრიაში.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი

ავიაკომპანია ოპერირებისათვის იყენებს სხვადასხვა ქვეყნის მცირე ზომის აეროპორტებს. როგორც უკვე აღინიშნა, იგი ფრენებს ახორციელებს 33 ბაზიდან, 16 ქვეყანის 800-ზე მეტ მარშრუტზე, რაც ჯამში თითქმის 200 მიმართულებას მოიცავს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

უფრო კონკრეტულად კი: საქართველო, ესპანეთი, საბერძნეთი, ვენა, იტალია, საფრანგეთი, ხორვატია, პოლონეთი, შვეიცარია, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, თურქეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და სხვ.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი19 ნოემბერი 202526 ნოემბერი 2025Wizz Airბილეთები 322 - დან
ბარსელონა27 ოქტომბერი 20257 ნოემბერი 2025Wizz Airბილეთები 716 - დან
ბერლინი6 აგვისტო 202513 აგვისტო 2025Wizz Airბილეთები 850 - დან
ბრიუსელი2 ოქტომბერი 20255 ოქტომბერი 2025Wizz Airბილეთები 492 - დან
ბუდაპეშტი26 სექტემბერი 202530 სექტემბერი 2025Wizz Airბილეთები 325 - დან
დორტმუნდი26 ივლისი 202529 ივლისი 2025Wizz Airბილეთები 990 - დან
მემინგენი20 ნოემბერი 202527 ნოემბერი 2025Wizz Airბილეთები 339 - დან
ფრანკფურტი8 აგვისტო 202515 აგვისტო 2025Wizz Airბილეთები 779 - დან
ჰამბურგი26 აგვისტო 20252 სექტემბერი 2025Wizz Airბილეთები 855 - დან
კატოვიცა25 დეკემბერი 20253 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 530 - დან

wizz air georgia -მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ოპერირება 2012 წელს დაიწყო და ქართველ მომხმარებლებს უამრავი მოთხოვნადი მიმართულებით შესთავაზა ფრენები. აღსანიშნავია, რომ მარშრუტების ქსელი მუდმივად მზარდი და მრავალფეროვანია.

აღსანიშნავია, რომ wizz air kutaisi საქართველოში 4 ბაზირებული თვითმფრინავითაა წარმოდგენილი. ამასთან, საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე ავიაკომპანია 5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა.

Wizz Air-ის ბაზები:

  • საქართველოში – ქუთაისი
  • ალბანეთში – ტირანა
  • ავსტრიაში – ვენა
  • ბულგარეთში – სოფია და ვარნა
  • კვიპროსში – ლარნაკა
  • უნგრეთში – ბუდაპეშტი და დებრეცენი
  • იტალიაში – რომი ფიუმიჩინო, მილანი მალპენსა, კატანია, ნეაპოლი და ვენეცია მარკო პოლო
  • ლიტვაში – ვილნიუსი
  • ჩრდილოეთ მაკედონიაში – სკოპიე
  • პოლონეთში – კატოვიცე, კრაკოვი, ვარშავა, გდანსკი და ვროცლავი
  • რუმინეთში – ბუქარესტი, კლუჟ-ნაპოკა, კრაიოვა, იასი, სიბიუა და ტიმიშოარა
  • სერბეთში – ბელგრადი
  • არაბთა გაერთიანებულ საემიროებში – აბუ დაბი
  • გაერთიანებულ სამეფოში – ლონდონის ლუტონი და ლონდონ გეტვიკი
  • უკრაინაში – კიევი და ლვოვი (ამ დროისათვის შეჩერებულია)
  • მოლდოვაში – კიშინიოვი (ამ დროისათვის შეჩერებულია)

Wizz Air მუდმივად ეძებს შესაძლებლობებს, გააფართოვოს თავისი მიმართულებების ქსელი და უზრუნველყოს იაფი საჰაერო მგზავრობა. ავიაკომპანია მუდმივ მართავს მოლაპარაკებებს, მეტ აეროპორტში ოპერაციების ქსელის შესაქმნელად და უზრუნველვყოფს მეგობრულ და სწრაფ მომსახურებას.

Wizz air ფლოტი

Wizz Air მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფლოტს, რომელიც შედგება 200-ზე მეტი Airbus A320 და A321 საჰაერო ხომალდებისაგან. ფლოტის საშუალო ასაკი 4.3 წელია.

ახალი „ნეო“ ტექნოლოგიის წილმა ავიაკომპანიის ფლოტში 50%-ს გადააჭარბა, რის გამოც Wizz Air გახდა Aibus A321neo-ს უმსხვილესი ოპერატორი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

დღეს, Airbus A321neo არის ყველაზე ეკონომიური და მდგრადი საწვავის თვითმფრინავი ბაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ სარგებელს ნახშირბადის და ხმაურისგამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით.

ავიაკომპანია შედგება მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდით

ვიზიარის გუნდი – როგორც ბორტზე, ისე ადგილზე – იზიარებს ერთსა და იმავემიზანს და სჯერათ მაღალი ეთიკური სტანდარტების, რომლებიც განპირობებულია გუნდურობის შესანიშნავი მიდგომით.

ავიაკომპანიაში დასაქმებულია 100-ზე მეტი ეროვნების 8000-ზე მეტი ერთგული თანამშრომელი. უაღრესად ერთგული, პროფესიონალი და მულტიკულტურული მენეჯმენტის გუნდის წყალობით, ლიდერობა და მოტივაცია არის მამოძრავებელი ძალა და წარმატების მთავარი ფაქტორი WIZZ-ის წარმართვის.

wizz air ბარგის პოლიტიკა

ავიაკომპანია ყველა მგზავრს აძლევს საშუალებას, თან იქონიოს ბორტზე ასატანი ხელბარგი. თუმცა მისი ზომა და წონა შეზღუდულია და არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-სა და 40x30x20 სმ-ს.

ამასთან, ბორტზე დამატებით დასაშვებია ისეთი ნივთების ქონა, როგორიცაა: ქურთუკი, პალტო ან პლედი; წიგნი ან რაიმე საკითხავი მასალა; მობილური ტელეფონი; ყავარჯენი; საკვები 2 წლამდე ბავშვებისთვის (ფრენისთვის საჭირო ოდენობით).

ავიაკომპანია გვთავაზობს ასევე ჩასაბარებელ ბარგს (მაქსიმალური ოდენობა 6), რომელთა წონა შესაძლოა იყოს – 10, 20 ან 32 კგ, ხოლო ზომები კი 149×119×171 სმ.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

რეგისტრაცია, ანუ check-in, შესაძლებელია გაიაროთ როგორც ონლაინ, ისე აეროპორტში. ონლაინ რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 სთ-ით ადრე და სრულდება რეისის გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.

თუ კი რეგისტრაციის გავლას აეროპორტში გეგმავთ, გირჩევთ ადგილზე 3 საათით ადრე მიბრძანდეთ, რათა დროულად გაიაროთ ყველ საჭირო პროცედურა.

დაჯავშნე Wizz Air -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

სამოგზაურო ინტერნეტი საუკეთესო ფასად

უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, სამოგზაურო ინტერნეტის ქონაა,...

სტამბოლის ღირსშესანიშნაობები

სტამბოლი - ქალაქი, რომელიც ორ კონტინენტს აერთიანებს და საუკუნეების...

აბუ-დაბის ღირსშესანიშნაობები

აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და...

ამსტერდამის ღირსშესანიშნაობები

ამსტერდამი - ნიდერლანდების ულამაზესი დედაქალაქი, რომელსაც ხშირად „ჩრდილოეთის ვენეციას“...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

სამოგზაურო ინტერნეტი საუკეთესო ფასად

უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, სამოგზაურო ინტერნეტის ქონაა,...

სტამბოლის ღირსშესანიშნაობები

სტამბოლი - ქალაქი, რომელიც ორ კონტინენტს აერთიანებს და საუკუნეების...

აბუ-დაბის ღირსშესანიშნაობები

აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და...

ამსტერდამის ღირსშესანიშნაობები

ამსტერდამი - ნიდერლანდების ულამაზესი დედაქალაქი, რომელსაც ხშირად „ჩრდილოეთის ვენეციას“...

ვროცლავის ღირსშესანიშნაობები

ვროცლავი (Wrocław) — ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია პოლონეთში, რომელიც გამოირჩევა...

სამოგზაურო ინტერნეტი საუკეთესო ფასად

უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, სამოგზაურო ინტერნეტის ქონაა, თუმცა ხშირად მოგზაურები მის როლს სათანადოდ ვერ აფასებენ. ინტერნეტის გარეშე რჩებით ინფორმაციის გარეშე, რთულდება ნავიგაცია...

სტამბოლის ღირსშესანიშნაობები

სტამბოლი - ქალაქი, რომელიც ორ კონტინენტს აერთიანებს და საუკუნეების განმავლობაში ბიზანტიისა და ოსმალეთის იმპერიების ცენტრი იყო. დღეს ეს ისტორიულად მდიდარი და თანამედროვე ქალაქი მსოფლიოს...

აბუ-დაბის ღირსშესანიშნაობები

აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ქალაქია რეგიონში. იგი აერთიანებს კულტურას, არქიტექტურას, თანამედროვე გასართობ ცენტრებს და ბუნებრივ სილამაზეს. თუ აბუ-დაბიში...