FlyNero
FlyNero

LOT Polish Airlines georgia ლოტ პოლიშ ეარლაინსი საქართველო

LOT Polish Airlines არის პოლონური ავიაკომპანია, რომელიც არის IATA-ს დამფუძნებელი წევრი და რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ავიაკომპანიად. ავიაკომპანია დაარსდა 1928 წლის 29 დეკემბერს პოლონეთის მთავრობის მიერ, ოპერირება კი დაიწყო 1929 წლის 1 იანვას. ავიაკომპანიის ჰაბი მდებარეობს ვარშავაში.

LOT

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი 

2024 წლის ივნისის მდგომარეობით, ავიაკომპანია ლოტი ემსახურება 13 შიდა და 72 საერთაშორისო მიმართულებას, სულ 48 ქვეყანაში ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით. ფრენები ვარშავას შოპენის აეროპორტიდან სრულდება ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ვენა, ბრიუსელი, კოპენჰაგენი, მიუნხენი, ფრანკფურტი, ათენი, პარიზი, ნიცა, სტრასბურგი, მილანი, რომი, ბარსელონა, მადრიდი, ბუქარესტი, დუბაი, პეკინი, მუმბაი, მაიამი, ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო და სხვ.

ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პირდაპირ ავიარეისებს თბილისი ვარშავა ვარშავა თბილისი -ს საჰაერო ხაზზე, ყოველდღიურად ასრულებს. ფრენის ხანგრძლივობა 3 სთ და 40 წთ-ია.

პირდაპირი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ვარშავა30 იანვარი 20251 თებერვალი 2025LOT Polish AirlinesLOT ფრენები თბილისიდან

 

LOT ფლოტი 

ავიაკომპანიის ფლოტი შედგება Boeing , Airbus და Embraer ტიპის თვითმფრინავებისგან. უფრო ზუსტად კი, მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება: Boeing 787-8 Dreamliner, Boeing 737 MAX 8, Boeing 737-800, Boeing 787-9 Dreamliner, Airbus A330-900neo, Embraer 190, Embraer 175, Embraer 170, Embraer 195.

LOT მუდმივად ანახლებს თავის ფლოტს მგზავრების კომფორტისა და საწვავის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ეკონომიკური საჭიროებების შესაბამისად.

მომსახურების კლასები :

ავიაკომპანია ლოტი

LOT Polish Airlines -ს აქვს მომსახურების რამდენიმე კლასი მგზავრების სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

Economy Class – მგზავრებს სთავაზობს კომფორტულ და ეკონომიურ ვარიანტს მოგზაურთათვის. გააჩნია სტანდარტული სავარძლები ფეხების განსათავსებლად საკმარისი ადგილით, უფასო კვება გრძელ მანძილზე ფრენების დროს და სასმელების არჩევანი. ფრენის დროს გართობის ვარიანტები მოიცავს წვდომას გასართობ სისტემაზე, რომელიც შეიცავს ფილმებს, მუსიკას და თამაშებს. გარდა ამისა, ეკონომ კლასში ყველა მგზავრს აქვს ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგის შემწეობა, მგზავრობის ტიპის მიხედვით.

Business Class – მგზავრებს სთავაზობს მდიდრულ და პრემიუმ მოგზაურობის გამოცდილებას, განსაკუთრებით შორ მანძილზე ფრენებზე, სადაც მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ წამოსაწოლი სავარძლებით, რაც უზრუნველყოფს უფრო მეტ კომფორტს ღამის ფრენებზე. სერვისი მოიცავს მაღალი ხარისხის გურმანულ კერძებს, ღვინისა და სასმელების ფართო არჩევანს და ექსკლუზიურ კეთილმოწყობის კომპლექტს. მგზავრები ასევე სარგებლობენ პრიორიტეტული რეგისტრაციის, ჩასხდომის და დამატებითი ბარგის შემწეობით. ფრენის დროს გასართობი სისტემა გთავაზობთ მრავალფეროვან ვარიანტს.

LOT ბარგის პოლიტიკა

Economy Class:

  • Economy Light – ფასში შედის მხოლოდ ხელბარგი , რომლის წონა არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს, ხოლო ზომები კი 55 სმ x 40 სმ x 23 სმ-ს. სურვილის შემთხვევაში, ჩასაბარებელი ბარგის შეძენა დამატებით უნდა მოხდეს.
  • Economy Standard and Premium Economy – მოიცავს ერთ რეგისტრირებულ ბარგს წონით 23 კგ-მდე და ერთ ხელბარგს

Premium Club:

  • მგზავრებს ეძლევათ ორი ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული 23 კგ-მდე, პლუს ხელბარგი ( 8კს და 55 სმ x 40 სმ x 23 სმ)

Business Class:

  • მგზავრებს, როგორც წესი, შეუძლიათ იქონიონ ორი ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული 32 კგ-მდე და 2 ცალი ხელბარგი (თითოეული 8კგ და 55 სმ x 40 სმ x 23 სმ)

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 2 საათით ადრე.

რეგისტრაცია აეროპორტში – ჩვეულებრივ, საერთაშორისო ფრენებისთვის გამგზავრებამდე 2-3 საათით ადრე იხსნება და 45 წუთით ადრე იხურება.

დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად LOT -ის რეისებზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

Gulf Air georgia გალფ ეარი საქართველო

Gulf Air არის ბაჰრეინის სამეფოს ეროვნული ავიაგადამზიდავი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მუჰარაკში, ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ. დაარსებული 1950 წელს და არის ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანია...

Air China georgia ეარ ჩაინა საქართველო

Air China არის ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ავიაკომპანია. დაარსდა 1988 წელს. სათაო ოფისი მდებარეობს პეკინში და ოპერირებს პეკინის საერთაშორისო აეროპორტიდან. ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს როგორც შიდა,...

IndiGo georgia ინდიგო საქართველო

IndiGo არის ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს დელიში. დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ გახდა უმსხვილესი აზიური ავიაკომპანია და ყველაზე დიდი ავიაკომპანია...