ქუთაისის აეროპორტი kutaisi airport ფრენები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ცნობილი როგორც კოპიტნარის აეროპორტი, დავით აღმაშენებლის სახელობისაა. ის ქალაქ ქუთაისიდან 14 კილომეტრის დაშოებით მდებარეობს და ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტიდან.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთია, რომელიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას სთავაზობს. ასევე ისიც, რომ იგი საკვანძო მნიშვნელობისა აეროპორტია და 300 კმ. რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს.

აეროპორტი 2012 წელს ხელახლა აშენდა, რის შემდეგაც, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ამჟამად კი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, ბოლო რეკონსრუქციის შედეგად, გაფართოვდა ავტოსადგომი და ამჟამად ის 700 ავტომობილს იტევს. ასევე დაიგო 20 000 მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საპარკინგე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო დეკორატიული ღობე და გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია.

ახლო მომავალში კი იგეგმება 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა და ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს მიიღოს და მოემსახუროს ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდს.

რომელი მიმართულებით სრულდება ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან ?

პირდაპირი რეგულარული ფრენები ქუთაისიდან 50-მდე მიმართულებით ხორციელდება. ესენია: პარიზი, ბარსელონა, მილანი, რომი, ბერლინი, ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, რიგა, აბუ დაბი, ათენი, ლარნაკა, სალონიკი, ტალინი, დორტმუნდი, ვარშავა და სხვ. ჩამონათვალი კი მუდმივად მზარდია.

თანამედროვე ინფრასტრუქტურის დახმარებით, რეისები ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისის აეროპორტი -დან ?

ქუთაისის აეროპორტი ცნობილია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებით, როგორიცაა ყველასთვის კარგად ნაცნობი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, Belavia და Air astana, ახლახანს კი მათ სიას თურქული ავიაკომპანია Pegasus -იც შეემატა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმათი1 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026FlyArystanბილეთები 815 - დან
ათენი18 იანვარი 202722 იანვარი 2027Wizz Airბილეთები 195 - დან
ბარსელონა17 იანვარი 202725 იანვარი 2027Wizz Airბილეთები 356 - დან
ბერლინი28 იანვარი 20276 თებერვალი 2027Wizz Airბილეთები 242 - დან
ბრიუსელი1 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Wizz Airბილეთები 238 - დან
ბრატისლავა25 თებერვალი 20272 მარტი 2027Wizz Airბილეთები 144 - დან
ბუდაპეშტი24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airბილეთები 285 - დან
დორტმუნდი26 დეკემბერი 202614 იანვარი 2027Wizz Airბილეთები 319 - დან
მემინგენი9 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026Wizz Airბილეთები 337 - დან
ფრანკფურტი24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airბილეთები 221 - დან

 

ტრანსპორტირება ქუთაისის აეროპორტში

როგორც უკვე აღინიშნა, აეროპორტი 14 კილომეტრითაა დაშორებულია ქალაქის ცენტრიდან. ამიტომ, 2024 წლის აპრილიდან ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ავტობუსების განრიგი კი მაქსიმალურად იქნება მორგებული ფრენების განრიგებზე. აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

რაც შეეხება თბილისიდან და ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით ტრანსპორტირებას, კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობას სატრანსპორტო კომპანია Georgian Bus უზრუნველყოფს, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, ფრენების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.

კიდევ რა მომსახურებას უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტი ?

აეროპორტში ასევე შეხვდებით ბანკებს და ბანკომატებს, ასევე სავაჭრო და კვების ობიექტებს.

დაჯავშნე ფრენები ქუთაისიდან ყველაზე იაფად და აღმოაჩინე უამრავი შთამბეჭდავი მიმართულება. დაგვირეკე: 551 907 907 

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

სამოგზაურო ინტერნეტი: როგორ დარჩეთ ონლაინ კავშირზე

უცხო ქვეყნის აეროპორტში დაშვებისას პირველი, რაც ყველას გვჭირდება, ოჯახის...

კომპანია Avia.ge-ს ახალი ოფისი თბილისში

საქართველოს ბაზრის ონლაინ ავიბილეთების საძიებო სისტემის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია...

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული...

სოლო მოგზაურობა – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო თანამგზავრი

არსებობს მოგზაურობის ერთი ფორმა, რომელიც ერთდროულად იწვევს შიშსა და...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

სამოგზაურო ინტერნეტი: როგორ დარჩეთ ონლაინ კავშირზე

უცხო ქვეყნის აეროპორტში დაშვებისას პირველი, რაც ყველას გვჭირდება, ოჯახის...

კომპანია Avia.ge-ს ახალი ოფისი თბილისში

საქართველოს ბაზრის ონლაინ ავიბილეთების საძიებო სისტემის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია...

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული...

სოლო მოგზაურობა – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო თანამგზავრი

არსებობს მოგზაურობის ერთი ფორმა, რომელიც ერთდროულად იწვევს შიშსა და...

მოგზაურობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

საქართველოში მზარდი ტურიზმისა და ავიამიმოსვლის ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი...

სამოგზაურო ინტერნეტი: როგორ დარჩეთ ონლაინ კავშირზე

უცხო ქვეყნის აეროპორტში დაშვებისას პირველი, რაც ყველას გვჭირდება, ოჯახის წევრებთან დაკავშირება, სასტუმრომდე მისასვლელი რუკის გახსნა ან ტაქსის გამოძახებაა. სწორედ ამ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად...

კომპანია Avia.ge-ს ახალი ოფისი თბილისში

საქართველოს ბაზრის ონლაინ ავიბილეთების საძიებო სისტემის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია Avia.ge-მ, ოპერირების ახალ, თანამედროვე ოფისში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კომპანიის ახალი მისამართია ქ. თბილისი, დავით...

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ქვეყნიდან 52 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, იძულებით გააძევეს.ადგილობრივი მედია, ირლანდიის...