FlyNero
FlyNero

ქუთაისის აეროპორტი kutaisi airport ფრენები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ცნობილი როგორც კოპიტნარის აეროპორტი, დავით აღმაშენებლის სახელობისაა. ის ქალაქ ქუთაისიდან 14 კილომეტრის დაშოებით მდებარეობს და ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტიდან.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთია, რომელიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას სთავაზობს. ასევე ისიც, რომ იგი საკვანძო მნიშვნელობისა აეროპორტია და 300 კმ. რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს.

აეროპორტი 2012 წელს ხელახლა აშენდა, რის შემდეგაც, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ამჟამად კი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, ბოლო რეკონსრუქციის შედეგად, გაფართოვდა ავტოსადგომი და ამჟამად ის 700 ავტომობილს იტევს. ასევე დაიგო 20 000 მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საპარკინგე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო დეკორატიული ღობე და გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია.

ახლო მომავალში კი იგეგმება 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა და ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს მიიღოს და მოემსახუროს ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდს.

რომელი მიმართულებით სრულდება ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან ?

პირდაპირი რეგულარული ფრენები ქუთაისიდან 50-მდე მიმართულებით ხორციელდება. ესენია: პარიზი, ბარსელონა, მილანი, რომი, ბერლინი, ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, რიგა, აბუ დაბი, ათენი, ლარნაკა, სალონიკი, ტალინი, დორტმუნდი, ვარშავა და სხვ. ჩამონათვალი კი მუდმივად მზარდია.

თანამედროვე ინფრასტრუქტურის დახმარებით, რეისები ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისის აეროპორტი -დან ?

ქუთაისის აეროპორტი ცნობილია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებით, როგორიცაა ყველასთვის კარგად ნაცნობი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, Belavia და Air astana, ახლახანს კი მათ სიას თურქული ავიაკომპანია Pegasus -იც შეემატა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა6 დეკემბერი 20259 დეკემბერი 2025FlyArystanბილეთები 572 - დან
ათენი15 დეკემბერი 202518 დეკემბერი 2025Wizz Airბილეთები 215 - დან
ბარსელონა14 იანვარი 202619 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 470 - დან
ბერლინი15 იანვარი 202618 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 344 - დან
ბრიუსელი7 დეკემბერი 202510 დეკემბერი 2025Wizz Airბილეთები 352 - დან
ბუდაპეშტი20 იანვარი 202631 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 217 - დან
დორტმუნდი20 იანვარი 20263 თებერვალი 2026Wizz Airბილეთები 193 - დან
მემინგენი19 თებერვალი 202621 მარტი 2026Wizz Airბილეთები 196 - დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 176 - დან
ატირაი25 დეკემბერი 20258 იანვარი 2026FlyArystanბილეთები 456 - დან

 

ტრანსპორტირება ქუთაისის აეროპორტში

როგორც უკვე აღინიშნა, აეროპორტი 14 კილომეტრითაა დაშორებულია ქალაქის ცენტრიდან. ამიტომ, 2024 წლის აპრილიდან ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ავტობუსების განრიგი კი მაქსიმალურად იქნება მორგებული ფრენების განრიგებზე. აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

რაც შეეხება თბილისიდან და ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით ტრანსპორტირებას, კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობას სატრანსპორტო კომპანია Georgian Bus უზრუნველყოფს, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, ფრენების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.

კიდევ რა მომსახურებას უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტი ?

აეროპორტში ასევე შეხვდებით ბანკებს და ბანკომატებს, ასევე სავაჭრო და კვების ობიექტებს.

დაჯავშნე ფრენები ქუთაისიდან ყველაზე იაფად და აღმოაჩინე უამრავი შთამბეჭდავი მიმართულება. დაგვირეკე: 551 907 907 

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

კომპანია Avia.ge-ს ახალი ოფისი თბილისში

საქართველოს ბაზრის ონლაინ ავიბილეთების საძიებო სისტემის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია...

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული...

სოლო მოგზაურობა – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო თანამგზავრი

არსებობს მოგზაურობის ერთი ფორმა, რომელიც ერთდროულად იწვევს შიშსა და...

მოგზაურობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

საქართველოში მზარდი ტურიზმისა და ავიამიმოსვლის ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

კომპანია Avia.ge-ს ახალი ოფისი თბილისში

საქართველოს ბაზრის ონლაინ ავიბილეთების საძიებო სისტემის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია...

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული...

სოლო მოგზაურობა – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო თანამგზავრი

არსებობს მოგზაურობის ერთი ფორმა, რომელიც ერთდროულად იწვევს შიშსა და...

მოგზაურობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

საქართველოში მზარდი ტურიზმისა და ავიამიმოსვლის ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი...

FlyGeorgia – დაგეგმეთ მოგზაურობა ერთ სივრცეში

დღეს, როდესაც ონლაინ სივრცეში იაფი ავიაბილეთების მოძიება სულ უფრო...

კომპანია Avia.ge-ს ახალი ოფისი თბილისში

საქართველოს ბაზრის ონლაინ ავიბილეთების საძიებო სისტემის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია Avia.ge-მ, ოპერირების ახალ, თანამედროვე ოფისში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კომპანიის ახალი მისამართია ქ. თბილისი, დავით...

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ქვეყნიდან 52 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, იძულებით გააძევეს.ადგილობრივი მედია, ირლანდიის...

სოლო მოგზაურობა – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო თანამგზავრი

არსებობს მოგზაურობის ერთი ფორმა, რომელიც ერთდროულად იწვევს შიშსა და უსაზღვრო მიზიდულობას - ეს სოლო მოგზაურობაა. იდეა, ჩაალაგო ჩანთა და მარტო გაემგზავრო უცხო ქალაქის ან...