FlyNero
FlyNero

ქუთაისი აბუ-დაბი ფრენები kutaisi abudabi

გაემგზავრე ქუთაისი აბუ-დაბი -ს მიმართულებით და მოინახულე არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი, რომელიც გთავაზობს თანამედროვე არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი სილამაზის ნაზავს. აქ შეგიძლია ნახო განსაცვიფრებელი შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთი, რომელიც ცნობილია თავისი წარმოუდგენელი არქიტექტურითა და მშვიდი გარემოთი. ასევე ემირატების სასახლე, რომელიც მდიდრულ არაბულ სტუმართმოყვარეობას განგაცდევინებს. აბუ-დაბიში ბევრია გასართობი, მაგალითად, შეგიძლია ეწვიო Yas Island -ს, სადაც ნამდვილად არ მოიწყენ, ხოლო თუ გარუჯვა გიყვარს, ულამაზესი პლაჟები თავისი შესანიშნავი ხედებით, ნამდვილად არ გაგიცრუებს იმედს.

ქუთაისი აბუ-დაბი

რომელი ავიაკომპანია დაფრინავს ქუთაისი აბუ-დაბი -ს მიმართულებით ?

ქუთაისის აეროპორტი -დან აბუ-დაბიში ავიაკომპანია viziari -ი დაფრინავს. ვიზეარი რეისებს ყოველდღიურად ასრულებს, რაც ამარტივებს დაგეგმო ფრენები მარტივად და შეარჩიო შენთვის სასურველი ავიაბილეთები.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა kutaisi abudabi -ს რეისზე? 

ქუთაისი აბუ-დაბი -ს რეისზე პირდაპირი ფრენბის ხანგრძლივობა 3 საათი და 25 წუთია.

ქუთაისი აბუ-დაბი ფრენები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
13 დეკემბერი 202429 დეკემბერი 2024Wizz Airბილეთები 434 - დან
24 იანვარი 202527 იანვარი 2025Wizz Airბილეთები 392 - დან
22 თებერვალი 202527 თებერვალი 2025Wizz Airბილეთები 399 - დან

 

რა უნდა გააკეთო აბუ-დაბიში ?

აბუ-დაბის ავიაბილეთები

  1. შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთი: ეს არქიტექტურული საოცრება არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი, რომელიც მოპირკეთებულია განსაცვიფრებელი თეთრი მარმარილოთი და გაფორმებულია რთული დეტალებით. აბუ-დაბიში ყოფნისას, გირცევ ეს მეჩეთი მოინახულო.
  2. ლუვრი აბუ-დაბი: აუცილებლად მოინახულე ეს ცნობილი ხელოვნების მუზეუმი. იგი აერთიანებს ხელოვნებისა და არტეფაქტების მრავალფეროვან კოლექციას მთელი მსოფლიოდან, რომელიც განთავსებულია ჟან ნუველის მიერ დაპროექტებულ გასაოცარ შენობაში.
  3. იას კუნძული: აქ მრავალფეროვანი გართობა გელის, სადაც დაგხვდება მსოფლიოში პირველი ფერარის ბრენდირებული თემატური პარკი – Ferrari World, რომელიც არის პლანეტის ყველაზე სწრაფი ატრაქციონის სახლი. ასევე, Yas Waterworld წყლის ატრაქციონებით და Warner Bros -ის მსოფლიოში სიდიდით მეორე დახურულ თემატურ პარკს.
  4. კუნძული საადიატი: გაატარე დრო ულამაზეს სანაპიროზე და ეწვიეთ Manarat Al Saadiyat ხელოვნებისა და კულტურის ცენტრს.
  5. ემირატების სასახლე: ეს არის მდიდრული სასტუმრო მდიდრული ინტერიერით და ულამაზესი სივრცეებით. მაშინაც კი, თუ იქ არ რჩები, შეგიძლია უბრალოდ მიირთვა ყავა ან ისადილო და დატკბე სასახლის ხიბლით.
  6. კორნიშის გზა: სანაპირო ზოლის ულამაზესი მონაკვეთი მოკირწყლული ბილიკით, პარკებით და სუფთა წყლებით, რომელიც იდეალურია დასვენებისთვის და ფეხით ან ველოსიპედით გასეირნებისთვის.
  7. სასტუმრო Etihad Towers : აქედან იშლება შთამბეჭდავი პანორამული ხედები აბუ დაბის ჰორიზონტზე. მდებარეობს ჯუმეირას 74-ე სართულზე Etihad Towers-ის სასტუმროში.
  8. მანგროს კაიაკის ტური: აღმოაჩინე აბუ დაბის ბუნებრივი სილამაზე კაიაკით. ტური გთავაზობს ადგილობრივი ველური ბუნების ნახვის შესაძლებლობას.
  9. საფარის უდაბნო: ეს არის ამაღელვებელი თავგადასავალი, რომელიც გთავაზობს ადრენალინის მომაზღვავებელ აქტივობებს, კულტურულ გამოცდილებას და ბუნებრივი სილამაზით ტკბობას. აქ შეგიძლია გამოსცადო Dune Bashing, რომელიც გულისხმობს გამოცდილ მძღოლთან ერთად ქვიშიან გორაკებზე ავტომობილით სწრაფად სიარულს, ასევე შეგიძლია გაისეირნო ოთხბორბლიანი მოტთი; აქლემით და გამოსცადო სენდბორდინგი – ქვიშაზე სნოუბორდით სრიალი.
  10. ბედუინთა ბანაკი: თავგადასავლების შემდეგ, უდაბნოს საფარების უმეტესობა მოიცავს ვიზიტს ბედუინის სტილის ტრადიციულ ბანაკში. აქ შეგიძლია დაისვენო და განიცადო იქაური კულტურა. დაესწრო კულტურულ წარმოდგენებს და ისიამოვნო სხვადასხვა არაბული კერძით და საერთაშორისო სამზარეულოთი.

როდის არის საუკეთესო სეზონი აბუ-დაბის მოსანახულებლად ?

აბუ-დაბის მოსანახულებლად საუკეთესო სეზონი არის გრილი თვეები, ნოემბრიდან მარტამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, ამინდი სასიამოვნოა. ტემპერატურა 20°C-დან 30°C-მდე მერყეობს, რაც იდეალურია გარე აქტივობებისთვის, ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და ქალაქის შესასწავლად.

გარდა ამისა, ამ თვეების განმავლობაში ქალაქში იმართება მრავალი კულტურული ღონისძიება და ფესტივალი, რაც ჰმატებს მას ენერგიულ ატმოსფეროს.

რამდენი დღეა საკმარისი აბუ-დაბიში ?

აბუ დაბიში, როგორც წესი, 3-4 დღე საკმარისია ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების შესასწავლად და უნიკალური გამოცდილების მისაღებად. ამ ვადაში შეგიძლია ეწვო მთავარ ადგილებს, როგორიცაა შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთი, ლუვრი აბუ დაბი და ემირატების სასახლე. ასევე  დაათვალიერო კულტურული მემკვიდრეობის ადგილები, როგორიცაა კასრ ალ ჰოსნი და კორნიშის სანაპირო, და ისიამოვნო აქტივობებით, როგორიცაა საფარის ტური ან ეწვიეთ იას კუნძულს და გაერთო ფერარის თემატურ პარკში და სხვ.

როგორ დაჯავშნო იაფი ფრენები აბუ-დაბიში ?

ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შეძლებთ დაზოგო ფინანსები და იმოგზაურო შედარებით დაბალ ფასად.

  1. შეიძინე ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე;
  2. ისარგებლე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებით;
  3. თან იქონიე მხოლოდ ხელბარგი;
  4. სამოგზაუროდ შეარჩიე კვირის სამუშაო დღეები;
  5. რეისი დაგეგმე დილის ან გვიან ღამის ფრენაზე;
  6. ისარგებლე ტრანზიტული რეისებით.

გაემგზავრე ქუთაისი აბუ-დაბი -ს მიმართულებით მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 და ჩვენ დაგეხმარებით ბიუჯეტური ავიაბილეთების შეძენაში.

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის დედაქალაქი, ისტორიითა და კულტურით მდიდარი ქალაქია. ცნობილია თავისი კარგად შემონახული შუა საუკუნეების ძველი ქალაქით, რომელიც...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი არქიტექტურით, განსაკუთრებით მისი არტ ნუვოს სტილის შენობებითა და შუა საუკუნეების ძველი ქალაქით, რომელიც...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი სტატიას და მიიღე ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები, როგრებიცაა: რომელი ავიაკომპანია მოგახვედრებს დანიშნულების ადგილზე პირდაპირი რეისით, როგორ...