მოკლედ: ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (KUT) საქართველოდან ევროპაში იაფად გაფრენის მთავარი კარიბჭეა.
- კოდი: KUT, ცნობილია როგორც კოპიტნარის აეროპორტი
- მდებარეობა: ქუთაისის ცენტრიდან ~15-20 კმ
- ძირითადი ავიაკომპანია: Wizz Air (ბაზა)
- ტრანსპორტი: შატლ-ავტობუსები თბილისიდან (~3.5-4 სთ), ბათუმიდან და ქუთაისიდან
- რჩევა: საერთაშორისო რეისზე მიდით 2-2.5 საათით ადრე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ცნობილი როგორც კოპიტნარის აეროპორტი, დავით აღმაშენებლის სახელობისაა. ის ქალაქ ქუთაისიდან 14 კილომეტრის დაშოებით მდებარეობს და ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტიდან.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთია, რომელიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას სთავაზობს. ასევე ისიც, რომ იგი საკვანძო მნიშვნელობისა აეროპორტია და 300 კმ. რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს.
აეროპორტი 2012 წელს ხელახლა აშენდა, რის შემდეგაც, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ამჟამად კი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, ბოლო რეკონსრუქციის შედეგად, გაფართოვდა ავტოსადგომი და ამჟამად ის 700 ავტომობილს იტევს. ასევე დაიგო 20 000 მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საპარკინგე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო დეკორატიული ღობე და გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია.
ახლო მომავალში კი იგეგმება 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა და ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს მიიღოს და მოემსახუროს ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდს.
რომელი მიმართულებით სრულდება ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან ?
პირდაპირი რეგულარული ფრენები ქუთაისიდან 50-მდე მიმართულებით ხორციელდება. ესენია: პარიზი, ბარსელონა, მილანი, რომი, ბერლინი, ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, რიგა, აბუ დაბი, ათენი, ლარნაკა, სალონიკი, ტალინი, დორტმუნდი, ვარშავა და სხვ. ჩამონათვალი კი მუდმივად მზარდია.
თანამედროვე ინფრასტრუქტურის დახმარებით, რეისები ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისის აეროპორტი -დან ?
ქუთაისის აეროპორტი ცნობილია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებით, როგორიცაა ყველასთვის კარგად ნაცნობი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, Belavia და Air astana, ახლახანს კი მათ სიას თურქული ავიაკომპანია Pegasus -იც შეემატა.
ტრანსპორტირება ქუთაისის აეროპორტში
როგორც უკვე აღინიშნა, აეროპორტი 14 კილომეტრითაა დაშორებულია ქალაქის ცენტრიდან. ამიტომ, 2024 წლის აპრილიდან ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ავტობუსების განრიგი კი მაქსიმალურად იქნება მორგებული ფრენების განრიგებზე. აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
რაც შეეხება თბილისიდან და ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით ტრანსპორტირებას, კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობას სატრანსპორტო კომპანია Georgian Bus უზრუნველყოფს, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, ფრენების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.
კიდევ რა მომსახურებას უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტი ?
აეროპორტში ასევე შეხვდებით ბანკებს და ბანკომატებს, ასევე სავაჭრო და კვების ობიექტებს.
ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან – პირდაპირი მიმართულებები
ცხრილში ხედავთ ფრენები ქუთაისიდან ყველა პირდაპირი მიმართულებით, უახლოესი თარიღებითა და ფასებით. მონაცემები ავტომატურად ახლდება, ამიტომ განრიგი და ფასები ყოველთვის აქტუალურია. სასურველ მიმართულებაზე დაწკაპუნებით იხილავთ კონკრეტულ რეისებსა და ბილეთების ფასებს.
ქუთაისის აეროპორტი ჩამოფრენა და გაფრენა – ონლაინ ტაბლო
ქუთაისის აეროპორტი ჩამოფრენა და ქუთაისის აეროპორტი გაფრენა – ორივე ტაბლო რეალურ დროში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ვებსაიტზე ქვეყნდება. ქუთაისის აეროპორტი ონლაინ ტაბლო-ზე ჩანს რეისის ნომერი, მიმართულება, დაგეგმილი და მოსალოდნელი დრო, ასევე სტატუსი. რეისების სწრაფი ძიებისა და ბილეთების შედარებისთვის გამოიყენეთ ჩვენი სერვისი – ფრენების ნახვა ონლაინ.
ქუთაისის აეროპორტი ფრენების განრიგი
ქუთაისის აეროპორტი ფრენების განრიგი მკვეთრად სეზონურია: ზაფხულის განრიგში (მარტის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე) გაცილებით მეტი მიმართულებაა, ვიდრე ზამთარში. ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან ძირითადად ევროპის ქალაქებში სრულდება დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების მიერ, რის გამოც ქუთაისი საქართველოდან ევროპაში იაფად გაფრენის ყველაზე პოპულარული აეროპორტია. ჩამოფრენის განრიგი ქუთაისი-ში ყოველთვის გადაამოწმეთ ფრენის დღეს – დრო შეიძლება შეიცვალოს.
კოპიტნარის აეროპორტი – როგორ მივიდეთ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც ხშირად კოპიტნარის აეროპორტი-საც უწოდებენ (სოფელ კოპიტნართან მდებარეობის გამო), ქუთაისის ცენტრიდან დაახლოებით 15-20 კმ-შია. აეროპორტამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ:
- ტაქსით – ქუთაისის ცენტრიდან დაახლოებით 20-25 წუთში;
- შატლ-ავტობუსით – აეროპორტი რეისების განრიგზე მორგებული ავტობუსებით არის დაკავშირებული თბილისთან, ბათუმთან და ქუთაისის ცენტრთან; თბილისიდან მგზავრობა დაახლოებით 3.5-4 საათს გრძელდება;
- პირადი ავტომობილით – აეროპორტთან ავტოსადგომია.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენი ხნით ადრე მივიდე ქუთაისის აეროპორტში?
საერთაშორისო რეისზე გაფრენამდე მინიმუმ 2-2.5 საათით ადრე მიდით. დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებთან ონლაინ ჩექინი წინასწარ გაიარეთ.

