Air China georgia ეარ ჩაინა საქართველო

Air China არის ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ავიაკომპანია. დაარსდა 1988 წელს. სათაო ოფისი მდებარეობს პეკინში და ოპერირებს პეკინის საერთაშორისო აეროპორტიდან. ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მარშრუტებზე. ეარ ჩაინა არის Star Alliance-ის წევრი, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ავიაკომპანიების ალიანსია.

air china georgia

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი 

როგორც უკვე აღინიშნა, ავიაკომპანიის მთავარ ჰაბს პეკინის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს, თუმცა air china ფრენებს ასევე ახორციელებს ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც. 2024 წლის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფრენებს 44 ქვეყანაში ასრულებს, რომლებიც აერთიანებს 130 შიდა და 68 საერთაშორისო მიმართულებას. მათ შორის: ვენა, კოპენჰაგენი, პარიზი, მიუნხენი, ათენი, ბუდაპეშტი, რომი, მილანი, ვარშავა, მადრიდი, ბარსელონა, ლონდონი, დუბაი, სიდნეი, მელბურნი, ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი, ბანგკოკი, სეული, სინგაპური,  კუალა-ლუმპური, ტოკიო, ჰონგ-კონგი და სხვ.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია air china საქართველოში პირდაპირ ფრენებს იწყებს. ავიარეისები თბილისი ურუმჩი ურუმჩი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე 2024 წლის სექტემბრიდან, კვირაში 3-ჯერ შესრულდება.

თბილისი ურუმჩი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
12 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026Air Chinaბილეთები 1 042 - დან
19 დეკემბერი 202626 დეკემბერი 2026Air Chinaბილეთები 1 064 - დან
16 იანვარი 202717 იანვარი 2027China Southern Airlinesბილეთები 1 553 - დან

Air China ფლოტი 

Air China-ის ფლოტი შედგება Airbus -ისა და Boeing -ის ტიპის თვითმფრინავებისგან, მათ შორის ისეთი მოდელებისგან, როგორიცაა Airbus A320, Airbus A330 და Boeing 737, Boeing 777 და Boeing 787.

air china

მომსახურების კლასები : 

  • First Class – უზრუნველყოფს ფართო სავარძლებს, გურმანულ კერძებს და პერსონალურ მომსახურებას.
  • Business Class – მგზავრებს სთავაზობს ბრტყელ ან დახრილ სავარძლებს, პრემიუმ კერძებს და ბიზნეს ლაუნჯებზე წვდომას.
  • Premium Economy – მგზავრებს სთავაზობს დამატებით ადგილს ფეხებისთვის, კვების გაუმჯობესებულ ვარიანტებს და პრიორიტეტულ ჩასხდომას.
  • Economy Class – მოიცავს კომფორტულ სავარძლებს, ფრენის დროს გართობის სსხვადასხვა ვარიანტს და კვებას.

Air China ბარგის პოლიტიკა

ხელბარგი:

  • Economy Class და Premium Economy Class – 1 ცალი ხელბარგი, მაქსიმუმ 5 კგ და 55 სმ x 40 სმ x 20 სმ.
  • Business Class და First Class – 2 ცალი ხელბარგი, თითოეული არაუმეტეს 8 კგ. და 55 სმ x 40 სმ x 20 სმ.

ჩსაბარებელი ბარგი:

  • Economy Class – 1 ცალი 23 კგ-მდე ჩასაბარებელი ბარგი.
  • remium Economy Class – 2 ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული 23 კგ-მდე.
  • Business Class – 2 ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული 32 კგ-მდე.
  • First Class – 2 ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული 32 კგ-მდე.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 90 წუთით ადრე.

რეგისტრაცია აეროპორტში – ჩვეულებრივ, საერთაშორისო ფრენებისთვის იხსნება გამგზავრებამდე 2-3 საათით ადრე.

დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად Air China -ს რეისებზე. დაგვირეკე: 551 907 907 

Air China Tbilisi – ჩინეთის ეროვნული ავიაკომპანია

Air China ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია და Star Alliance-ის წევრია, რომლის მთავარი ბაზა პეკინის აეროპორტია. ავიაკომპანია ევროპის, აზიისა და ამერიკის ასობით მიმართულებით დაფრინავს. საქართველო ჩინეთი ფრენები როგორც პირდაპირი (სეზონურად), ისე გადაჯდომით – სტამბულის, დუბაის, დოჰის ან ცენტრალური აზიის ქალაქების გავლით – სრულდება; ჯამში მგზავრობა 10-15 საათია.

ბილეთები, ბარგი და ვიზა

Air China-ს ეკონომ კლასში ჩასაბარებელი ბარგის ნორმა, როგორც წესი, უფრო მაღალია, ვიდრე დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებში – ზუსტი პირობები ტარიფსა და მიმართულებაზეა დამოკიდებული. ლოიალობის პროგრამაა PhoenixMiles. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში შესვლის წესები პერიოდულად იცვლება – ვიზის მოთხოვნები მგზავრობამდე ოფიციალურ წყაროებში გადაამოწმეთ.

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

პეგასუსის ბარგი – ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი

პეგასუსი (Pegasus Airlines) თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და მისი ბარგის...

Gulf Air georgia გალფ ეარი საქართველო

Gulf Air არის ბაჰრეინის სამეფოს ეროვნული ავიაგადამზიდავი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მუჰარაკში, ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ. დაარსებული 1950 წელს და არის ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანია...

IndiGo georgia ინდიგო საქართველო

IndiGo არის ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს დელიში. დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ გახდა უმსხვილესი აზიური ავიაკომპანია და ყველაზე დიდი ავიაკომპანია...

Uzbekistan Airways georgia უზბეკისტან ეარვეისი საქართველო

Uzbekistan Airways არის უზბეკური ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ტაშკენტში. დაარსდა 1992 წლის 28 იანვარს, ოპერირება კი იმავე წლის 31 მაისს დაიწყო. აეროპორტები და მარშრუტების...