Uzbekistan Airways არის უზბეკური ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ტაშკენტში. დაარსდა 1992 წლის 28 იანვარს, ოპერირება კი იმავე წლის 31 მაისს დაიწყო.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
2024 წლის ივლისის მდგომარეობით, Uzbekistan Airways ფრენებს ისლამ კარიმოვის ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტიდან 28 ქვეყანაში, კერძოდ 10 შიდა და 57 საერთასორისო მიმარტულებაზე ასრულებს. მათ შორის: პარიზი, ფრანკფურტი, მიუნხენი, მილანი, რომი, სტამბოლი, ანკარა, ბაქო, მინსკი, პეკინი, ტოკიო, სეული, ბანგკოკი, შარმ-ელ-შეიხი, დუბაი, ჰურგადა, ნიუ-იორკი, ლონდონი და სხვ.
Uzbekistan Airways georgia ფრენებს თბილისის და ბათუმის აეროპორტების მიმართულებითაც ახორციელებს. ავიარეისებს თბილისი ტაშკენტი ტაშკენტი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში 3 სიხშირით, ხოლო ბათუმი ტაშკენტი ტაშკენტი ბათუმის -ს საჰაერო ხაზზე კი, კივირაში 2 სიხშირით ასრულებს.
Uzbekistan Airways ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ტაშკენტი | 31 დეკემბერი 2024 | 7 იანვარი 2025 | ბილეთები 874 - დან |
Uzbekistan Airways ფლოტი
Uzbekistan Airways ფლობს მრავალფეროვან ფლოტს, რომელიც ემსახურება მის სხვადასხვა მიმართულებას. ბოლო განახლების მიხედვით, ფლოტი შედგება 43 საჰაერო ხომალდისგან, რომელიც მოიცავს Airbus და Boeing ტიპისი თვითმფრინავებს. მათ შორის:
- Airbus A320-200 – გამოიყენება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მარშრუტებისთვის და უზრუნველყოფს კომფორტს და საიმედო მომსახურებას.
- Airbus A321neo – თანამედროვე თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენება საშუალო მანძილის მარშრუტებისთვის, უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ საწვავის მოხმარების ეფექტურობას და მგზავრთა კომფორტს.
- Boeing 787-8 Dreamliner – ცნობილია საწვავის მოხმარების ეფექტურობითა და კომფორტით, ეს თვითმფრინავი გამოიყენება შორი მანძილის საერთაშორისო ფრენებისთვის.
- Boeing 757-200 – ძირითადად გამოიყენება საშუალო და შორ მანძილზე ფრენებისთვის, ეს თვითმფრინავი ცნობილია თავისი ფუნქციონირებითა და დიაპაზონით.
- Boeing 767-300ER – ფლოტის კიდევ ერთი შორ მანძილზე ფრენებისთვის გათვლილი საჰაერო ხომალდია, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის დიაპაზონს და სამგზავრო ტევადობას საერთაშორისო ფრენებისთვის.
მომსახურების კლასები :
უზბეკეთის ავიახაზები მგზავრებს სთავაზობს რამდენიმე კლასის მომსახურებას მათი სხვადასხვა საჭიროებებისა და პრეფერენციების დასაკმაყოფილებლად.
- Economy Class: უზრუნველყოფს კომფორტულ სავარძლებს რეგულირებადი მისაყრდნობით, ფრენის დროს გასართობი პროგრამებით, უფასო კერძებითა და სასმელებით.
- Business Class: უზბეკეთის ავიახაზების ბიზნეს კლასი აღჭურვილიას ფართო სავარძლებით, რომლებიც გარდაქმნილია საწოლებად და უზრუნველყოფს ფეხებისთვის მეტ სივრცეს. მგზავრები ფრენის დროს სარგებლობენ პრემიუმ გასართობებით, გურმანული კერძებით საერთაშორისო სამზარეულოს ვარიანტებით, პრიორიტეტული ჩასხდომით და წვდომით ექსკლუზიურ ბიზნეს ლაუნჯებზე ზოგიერთ აეროპორტში.
- First Class: პირველი კლასი, რომელიც ხელმისაწვდომია შერჩეულ მარშრუტებზე, აღჭურვილია მდიდრული სავარძლებით, რომლებიც სრულად გარდაიქმნება ბრტყელ საწოლეად მაქსიმალური კომფორტისა და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. მგზავრები ფრენის დროს სარგებლობენ პრემიუმ გასართობებით, პერსონალური კვების სერვისით მაღალი ხარისხის კერძების ფართო არჩევანით, პრიორიტეტული რეგისტრაციით და ჩასხდოით, ექსკლუზიური წვდოით პირველი კლასის ლაუნჯებზე და დამატებითი პერსონალური მომსახურებით.
Uzbekistan Airways ბარგის პოლიტიკა
Economy Class:
- ხელბარგი – 1 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი (56 x 45 x 25 სმ).
- ჩასაბარებელი ბარგი – 1 ცალი 23 კგ-მდე ჩასაბარებელი ბარგი (158 სმ).
Business Class:
- ხელბარგი – 1 ცალი 10 კგ-მდე ხელბარგი.
- ჩასაბარებელი ბარგი – 2 ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული 32 კგ-მდე.
First Class:
- ხელბარგი – 1 ან 2 ცალი ხელბარგი, რომელთა წონის ჯამური ლიმიტი 15 კგ-ია.
- ჩასაბარებელი ბარგი – 3 ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული 32 კგ-მდე.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.
რეგისტრაცია აეროპორტში – იხსნება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე და იხურება 1 საათით ადრე.