Site icon Frenebi, ფრენები იაფად

Wizz Air Georgia ვიზეარ საქართველო

wizz air georgia

Wizz Air უნგრული ავიაკომპანიაა. იგი დაარსდა ბუდაპეშტში, 2003 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს ფრენებს მსოფლიოს უამრავი მიმართულებით. ავიაკომპანის გააჩნია 33 ბაზა, რომლებიც განლაგებულია 16 ქვეყანაში და ახორციელებს 800-ზე მეტ მარშრუტს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ. პირველი რეისი 2004 წლის 19 მაისს კატოვიციდან ლონდონის მიმართულებით შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ იგი ყველაზე სწრაფად მზარდი, ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც აერთიანებს ოთხი ავიაკომპანიის ჯგუფს: Wizz Air Hungary, Wizz Air UK, Wizz Air Abu Dhabi და Wizz Air Malta.

ავიაკომპანია ეფექტურად მართავს უახლეს ფლოტს, რაც საშუალებას აძლევს მას უზრუნველყოს ნახშირბადის ემისიების ყველაზე დაბალი ინტენსივობა ინდუსტრიაში.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი

ავიაკომპანია ოპერირებისათვის იყენებს სხვადასხვა ქვეყნის მცირე ზომის აეროპორტებს. როგორც უკვე აღინიშნა, იგი ფრენებს ახორციელებს 33 ბაზიდან, 16 ქვეყანის 800-ზე მეტ მარშრუტზე, რაც ჯამში თითქმის 200 მიმართულებას მოიცავს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

უფრო კონკრეტულად კი: საქართველო, ესპანეთი, საბერძნეთი, ვენა, იტალია, საფრანგეთი, ხორვატია, პოლონეთი, შვეიცარია, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, თურქეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და სხვ.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი24 იანვარი 202731 იანვარი 2027ბილეთები 209 - დან
ბარსელონა30 ნოემბერი 20264 დეკემბერი 2026ბილეთები 412 - დან
ბერლინი5 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026ბილეთები 343 - დან
ბრიუსელი27 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026ბილეთები 335 - დან
ბრატისლავა12 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026ბილეთები 286 - დან
ბუდაპეშტი12 იანვარი 202719 იანვარი 2027ბილეთები 247 - დან
დორტმუნდი29 დეკემბერი 202614 იანვარი 2027ბილეთები 328 - დან
მემინგენი23 დეკემბერი 20266 იანვარი 2027ბილეთები 343 - დან
ფრანკფურტი28 ნოემბერი 202615 დეკემბერი 2026ბილეთები 397 - დან
კატოვიცა27 ნოემბერი 20264 დეკემბერი 2026ბილეთები 205 - დან

wizz air georgia -მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ოპერირება 2012 წელს დაიწყო და ქართველ მომხმარებლებს უამრავი მოთხოვნადი მიმართულებით შესთავაზა ფრენები. აღსანიშნავია, რომ მარშრუტების ქსელი მუდმივად მზარდი და მრავალფეროვანია.

აღსანიშნავია, რომ wizz air kutaisi საქართველოში 4 ბაზირებული თვითმფრინავითაა წარმოდგენილი. ამასთან, საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე ავიაკომპანია 5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა.

Wizz Air-ის ბაზები:

Wizz Air მუდმივად ეძებს შესაძლებლობებს, გააფართოვოს თავისი მიმართულებების ქსელი და უზრუნველყოს იაფი საჰაერო მგზავრობა. ავიაკომპანია მუდმივ მართავს მოლაპარაკებებს, მეტ აეროპორტში ოპერაციების ქსელის შესაქმნელად და უზრუნველვყოფს მეგობრულ და სწრაფ მომსახურებას.

Wizz air ფლოტი

Wizz Air მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფლოტს, რომელიც შედგება 200-ზე მეტი Airbus A320 და A321 საჰაერო ხომალდებისაგან. ფლოტის საშუალო ასაკი 4.3 წელია.

ახალი „ნეო“ ტექნოლოგიის წილმა ავიაკომპანიის ფლოტში 50%-ს გადააჭარბა, რის გამოც Wizz Air გახდა Aibus A321neo-ს უმსხვილესი ოპერატორი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

დღეს, Airbus A321neo არის ყველაზე ეკონომიური და მდგრადი საწვავის თვითმფრინავი ბაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ სარგებელს ნახშირბადის და ხმაურისგამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით.

ავიაკომპანია შედგება მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდით

ვიზიარის გუნდი – როგორც ბორტზე, ისე ადგილზე – იზიარებს ერთსა და იმავემიზანს და სჯერათ მაღალი ეთიკური სტანდარტების, რომლებიც განპირობებულია გუნდურობის შესანიშნავი მიდგომით.

ავიაკომპანიაში დასაქმებულია 100-ზე მეტი ეროვნების 8000-ზე მეტი ერთგული თანამშრომელი. უაღრესად ერთგული, პროფესიონალი და მულტიკულტურული მენეჯმენტის გუნდის წყალობით, ლიდერობა და მოტივაცია არის მამოძრავებელი ძალა და წარმატების მთავარი ფაქტორი WIZZ-ის წარმართვის.

wizz air ბარგის პოლიტიკა

ავიაკომპანია ყველა მგზავრს აძლევს საშუალებას, თან იქონიოს ბორტზე ასატანი ხელბარგი. თუმცა მისი ზომა და წონა შეზღუდულია და არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-სა და 40x30x20 სმ-ს.

ამასთან, ბორტზე დამატებით დასაშვებია ისეთი ნივთების ქონა, როგორიცაა: ქურთუკი, პალტო ან პლედი; წიგნი ან რაიმე საკითხავი მასალა; მობილური ტელეფონი; ყავარჯენი; საკვები 2 წლამდე ბავშვებისთვის (ფრენისთვის საჭირო ოდენობით).

ავიაკომპანია გვთავაზობს ასევე ჩასაბარებელ ბარგს (მაქსიმალური ოდენობა 6), რომელთა წონა შესაძლოა იყოს – 10, 20 ან 32 კგ, ხოლო ზომები კი 149×119×171 სმ.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

რეგისტრაცია, ანუ check-in, შესაძლებელია გაიაროთ როგორც ონლაინ, ისე აეროპორტში. ონლაინ რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 სთ-ით ადრე და სრულდება რეისის გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.

თუ კი რეგისტრაციის გავლას აეროპორტში გეგმავთ, გირჩევთ ადგილზე 3 საათით ადრე მიბრძანდეთ, რათა დროულად გაიაროთ ყველ საჭირო პროცედურა.

ვიზეარის ოფისი თბილისში და ცხელი ხაზი

ხშირად ეძებენ ვიზიარის ოფისი თბილისში-ს და Wizzair ცხელი ხაზი საქართველო-ს. Wizz Air (ვიზეარ, ვიზიარი) დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და საქართველოში მგზავრებისთვის ცალკე სალარო-ოფისი არ აქვს. მომსახურება ძირითადად ონლაინ ხორციელდება: ავიაკომპანიის ოფიციალური ვებსაიტით (wizzair.com), მობილური აპლიკაციითა და ჩატის მეშვეობით, სადაც შეგიძლიათ ბილეთის ყიდვა, ცვლილება, ბარგის დამატება და ჩექინი. ფრენის დღეს დახმარებისთვის მიმართეთ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს აეროპორტში.

Wizz Air საქართველო – საიდან და სად დაფრინავს

Wizz Air საქართველო-ში ძირითადად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებს, სადაც ავიაკომპანიის ბაზაა განთავსებული. ქუთაისიდან ფრენები ევროპის ათობით ქალაქში სრულდება – იტალიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, ესპანეთში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში. ვიზეარის ფრენები-ს ნაწილი სეზონურია, ამიტომ აქტუალური მარშრუტები ყოველთვის გადაამოწმეთ.

ავიაბილეთები ყველაზე იაფად ვიზიარით

  • ბილეთი რაც შეიძლება ადრე იყიდეთ და თვალი ადევნეთ აქციებს;
  • ბაზურ ფასში მხოლოდ მცირე ჩანთა (40x30x20 სმ) შედის – დამატებითი ბარგი ონლაინ, ბილეთთან ერთად დაამატეთ;
  • ონლაინ ჩექინი უფასოა, აეროპორტში ჩექინი კი ფასიანი;
  • ხშირი მგზავრებისთვის WIZZ Discount Club დამატებით ფასდაკლებას იძლევა.

ბილეთის შერჩევასა და შეძენაში დახმარება თუ გჭირდებათ, frenebi.com-ის გუნდი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ.

დაჯავშნე Wizz Air -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907

ბარგის დეტალური წესები: ვიზიარის ბარგი.

Exit mobile version