FlyNero
FlyNero

Wizz Air Georgia ვიზეარ საქართველო

Wizz Air უნგრული ავიაკომპანიაა. იგი დაარსდა ბუდაპეშტში, 2003 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს ფრენებს მსოფლიოს უამრავი მიმართულებით. ავიაკომპანის გააჩნია 33 ბაზა, რომლებიც განლაგებულია 16 ქვეყანაში და ახორციელებს 800-ზე მეტ მარშრუტს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ. პირველი რეისი 2004 წლის 19 მაისს კატოვიციდან ლონდონის მიმართულებით შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ იგი ყველაზე სწრაფად მზარდი, ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც აერთიანებს ოთხი ავიაკომპანიის ჯგუფს: Wizz Air Hungary, Wizz Air UK, Wizz Air Abu Dhabi და Wizz Air Malta.

ავიაკომპანია ეფექტურად მართავს უახლეს ფლოტს, რაც საშუალებას აძლევს მას უზრუნველყოს ნახშირბადის ემისიების ყველაზე დაბალი ინტენსივობა ინდუსტრიაში.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი

ავიაკომპანია ოპერირებისათვის იყენებს სხვადასხვა ქვეყნის მცირე ზომის აეროპორტებს. როგორც უკვე აღინიშნა, იგი ფრენებს ახორციელებს 33 ბაზიდან, 16 ქვეყანის 800-ზე მეტ მარშრუტზე, რაც ჯამში თითქმის 200 მიმართულებას მოიცავს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

უფრო კონკრეტულად კი: საქართველო, ესპანეთი, საბერძნეთი, ვენა, იტალია, საფრანგეთი, ხორვატია, პოლონეთი, შვეიცარია, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, თურქეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და სხვ.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი14 აპრილი 202524 აპრილი 2025Wizz Airბილეთები 218 - დან
ბარსელონა24 ოქტომბერი 202531 ოქტომბერი 2025Wizz Airბილეთები 499 - დან
ბერლინი4 ნოემბერი 20258 ნოემბერი 2025Wizz Airბილეთები 333 - დან
ბრიუსელი8 მაისი 202511 მაისი 2025Wizz Airბილეთები 500 - დან
ბუდაპეშტი30 აპრილი 20256 მაისი 2025Wizz Airბილეთები 353 - დან
დორტმუნდი20 დეკემბერი 20256 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 682 - დან
მემინგენი20 აპრილი 20254 მაისი 2025Wizz Airბილეთები 496 - დან
ფრანკფურტი16 მაისი 202523 მაისი 2025Wizz Airბილეთები 408 - დან
ჰამბურგი13 მაისი 202520 მაისი 2025Wizz Airბილეთები 315 - დან
ლარნაკა10 აპრილი 202529 აპრილი 2025Wizz Airბილეთები 146 - დან

wizz air georgia -მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ოპერირება 2012 წელს დაიწყო და ქართველ მომხმარებლებს უამრავი მოთხოვნადი მიმართულებით შესთავაზა ფრენები. აღსანიშნავია, რომ მარშრუტების ქსელი მუდმივად მზარდი და მრავალფეროვანია.

აღსანიშნავია, რომ wizz air kutaisi საქართველოში 4 ბაზირებული თვითმფრინავითაა წარმოდგენილი. ამასთან, საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე ავიაკომპანია 5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა.

Wizz Air-ის ბაზები:

  • საქართველოში – ქუთაისი
  • ალბანეთში – ტირანა
  • ავსტრიაში – ვენა
  • ბულგარეთში – სოფია და ვარნა
  • კვიპროსში – ლარნაკა
  • უნგრეთში – ბუდაპეშტი და დებრეცენი
  • იტალიაში – რომი ფიუმიჩინო, მილანი მალპენსა, კატანია, ნეაპოლი და ვენეცია მარკო პოლო
  • ლიტვაში – ვილნიუსი
  • ჩრდილოეთ მაკედონიაში – სკოპიე
  • პოლონეთში – კატოვიცე, კრაკოვი, ვარშავა, გდანსკი და ვროცლავი
  • რუმინეთში – ბუქარესტი, კლუჟ-ნაპოკა, კრაიოვა, იასი, სიბიუა და ტიმიშოარა
  • სერბეთში – ბელგრადი
  • არაბთა გაერთიანებულ საემიროებში – აბუ დაბი
  • გაერთიანებულ სამეფოში – ლონდონის ლუტონი და ლონდონ გეტვიკი
  • უკრაინაში – კიევი და ლვოვი (ამ დროისათვის შეჩერებულია)
  • მოლდოვაში – კიშინიოვი (ამ დროისათვის შეჩერებულია)

Wizz Air მუდმივად ეძებს შესაძლებლობებს, გააფართოვოს თავისი მიმართულებების ქსელი და უზრუნველყოს იაფი საჰაერო მგზავრობა. ავიაკომპანია მუდმივ მართავს მოლაპარაკებებს, მეტ აეროპორტში ოპერაციების ქსელის შესაქმნელად და უზრუნველვყოფს მეგობრულ და სწრაფ მომსახურებას.

Wizz air ფლოტი

Wizz Air მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფლოტს, რომელიც შედგება 200-ზე მეტი Airbus A320 და A321 საჰაერო ხომალდებისაგან. ფლოტის საშუალო ასაკი 4.3 წელია.

ახალი „ნეო“ ტექნოლოგიის წილმა ავიაკომპანიის ფლოტში 50%-ს გადააჭარბა, რის გამოც Wizz Air გახდა Aibus A321neo-ს უმსხვილესი ოპერატორი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

დღეს, Airbus A321neo არის ყველაზე ეკონომიური და მდგრადი საწვავის თვითმფრინავი ბაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ სარგებელს ნახშირბადის და ხმაურისგამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით.

ავიაკომპანია შედგება მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდით

ვიზიარის გუნდი – როგორც ბორტზე, ისე ადგილზე – იზიარებს ერთსა და იმავემიზანს და სჯერათ მაღალი ეთიკური სტანდარტების, რომლებიც განპირობებულია გუნდურობის შესანიშნავი მიდგომით.

ავიაკომპანიაში დასაქმებულია 100-ზე მეტი ეროვნების 8000-ზე მეტი ერთგული თანამშრომელი. უაღრესად ერთგული, პროფესიონალი და მულტიკულტურული მენეჯმენტის გუნდის წყალობით, ლიდერობა და მოტივაცია არის მამოძრავებელი ძალა და წარმატების მთავარი ფაქტორი WIZZ-ის წარმართვის.

wizz air ბარგის პოლიტიკა

ავიაკომპანია ყველა მგზავრს აძლევს საშუალებას, თან იქონიოს ბორტზე ასატანი ხელბარგი. თუმცა მისი ზომა და წონა შეზღუდულია და არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-სა და 40x30x20 სმ-ს.

ამასთან, ბორტზე დამატებით დასაშვებია ისეთი ნივთების ქონა, როგორიცაა: ქურთუკი, პალტო ან პლედი; წიგნი ან რაიმე საკითხავი მასალა; მობილური ტელეფონი; ყავარჯენი; საკვები 2 წლამდე ბავშვებისთვის (ფრენისთვის საჭირო ოდენობით).

ავიაკომპანია გვთავაზობს ასევე ჩასაბარებელ ბარგს (მაქსიმალური ოდენობა 6), რომელთა წონა შესაძლოა იყოს – 10, 20 ან 32 კგ, ხოლო ზომები კი 149×119×171 სმ.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

რეგისტრაცია, ანუ check-in, შესაძლებელია გაიაროთ როგორც ონლაინ, ისე აეროპორტში. ონლაინ რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 სთ-ით ადრე და სრულდება რეისის გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.

თუ კი რეგისტრაციის გავლას აეროპორტში გეგმავთ, გირჩევთ ადგილზე 3 საათით ადრე მიბრძანდეთ, რათა დროულად გაიაროთ ყველ საჭირო პროცედურა.

დაჯავშნე Wizz Air -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

Gulf Air georgia გალფ ეარი საქართველო

Gulf Air არის ბაჰრეინის სამეფოს ეროვნული ავიაგადამზიდავი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მუჰარაკში, ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ. დაარსებული 1950 წელს და არის ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანია...

Air China georgia ეარ ჩაინა საქართველო

Air China არის ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ავიაკომპანია. დაარსდა 1988 წელს. სათაო ოფისი მდებარეობს პეკინში და ოპერირებს პეკინის საერთაშორისო აეროპორტიდან. ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს როგორც შიდა,...

IndiGo georgia ინდიგო საქართველო

IndiGo არის ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს დელიში. დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ გახდა უმსხვილესი აზიური ავიაკომპანია და ყველაზე დიდი ავიაკომპანია...