Transavia georgia ტრანსავია საქართველო

Transavia Airlines ცნობილი, როგორც Transavia, დაარსდა 1965 წელს. იგი არის ჰოლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და KLM-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია. მთავარი ბაზა ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში მდებარეობს, სხვა ბაზები კი – როტერდამის ჰააგის აეროპორტში და ეინდჰოვენის აეროპორტში.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი

Transavia ახორციელებს რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით, ძირითადად კი ორიენტირებულია ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე.

ტრანსავიას მარშრუტების ქსელი მოიცავს მიმართულებების ფართო სპექტრს, მათ შორის: საქართველო, ესპანეთი, იტალია, საბერძნეტი, საფრანგეთი, პორტუგალია, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, მონაკო, ისრაელი, ეგვიპტე და სხვ.

ავიაკომპანია ტრანსავია ასევე ახორციელებს უამრავ სეზონურ და ჩარტერულ ფრენას, რაც ითვალისწინებს ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე დასასვენებელ მიმართულებებზე ავიარეისების შესრულებას.

Transavia georgia ფრენებს საქართველოს მიმართულებითაც ახორციელებს და პირდაპირ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ამსტერდამის მიმართულებით გვთავაზობს.

Transavia ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ამსტერდამი17 ივნისი 202720 ივნისი 2027Transaviaბილეთები 687 - დან

Transavia ფლოტი

Transavia მართავს თანამედროვე ფლოტს, რომელიც ძირითადად Boeing 737 თვითმფრინავებისგან შედგება. მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებისთვის, ავიაკომპანია Boeing 737-700 ტიპის საჰაერო ხომალს იყენებს, რომელსაც დაახლოებით 149 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ასევე Boeing 737-800 რომელსაც დაახლოებით 189 მგზავრი გადაჯყავს.

აღსანიშნავია, რომ Transavia მუდმივად ანახლებს თავის ფლოტს, რათა შეინარჩუნოს ეფექტურობა და დააკმაყოფილოს მარეგულირებელი მოთხოვნები. თანამედროვე და ეფექტური ფლოტის შენარჩუნებით, ტრანსავია უზრუნველყოფს საიმედო მომსახურებას და კომფორტულ მგზავრობას.

მომსახურების კლასები:

ვინაიდან, Transavia ოპერირებს როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, გვთავაზობს მომსახურების მხოლოდ ერთი კლასს – Economy Class-ს. თუმცა, ამ კლასში, უზრუნველყოფს სხვადასხვა ვარიანტს და დამატებით სერვისებს კომფორტული მგზავრობისათვის, როგორიცაა: ადგილების შერჩევა, ბარგის დამატება, პრიორიტეტული ჩასხდომა, სერვისები, როგორიცაა კვება და მოქნილობის პაკეტები, ანუ Flex სერვისი, რომელიც საშუალებას იძლევა მგზავრმა შეიცვალოს ფრენის თარიღები და დრო, დამატებითი  საფასურის გარეშე.

Transavia ბარგის პოლიტიკა

ხელბარგი: 

  • 1 ერთეული ხელბარგი, მაქსიმალური ზომებით: 55 x 40 x 25 სმ (ბორბლების და სახელურების ჩათვლით), რომლის მაქსიმალური წონა 10 კგ-ია.
  • 1 პატარა ნივთი, მაქსიმალური ზომებით: 40 x 30 x 20 სმ (როგორიცაა ლეპტოპის ჩანთა, ჩანთა ან პატარა ზურგჩანთა), რომელიც უნდა მოთავსდეს წინ სავარძლის ქვეშ.

ჩასაბარებელი ბარგი:

ჩასაბარებელი ბარგი სტანდარტულ ტარიფში არ შედის. სურვილის შემთხვევაში, ის უნდა შეიძინოთ ცალკე. მგზავრებს შეუძლიათ აირჩიონ რამდენიმე ვარიანტი, მათი საჭიროებიდან გამომდინარე: 15, 20, 25 ან 30 კგ-იანი ბარგი.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

transavia -თი ფრენისას, შეგიძლიათ ფრენაზე რეგისტრაცია (check-in) რამდენიმე მოსახერხებელი გზით გაიაროთ.

ონლაინ რეგისტრაცია – ონლაინ რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ გამგზავრებამდე 30 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 4 საათით ადრე.

რეგისტრაცია აეროპორტში – რეგისტრაციის დახლები, ჩვეულებრივ, დაგეგმილ გამგზავრებამდე 2-დან 3 საათით ადრე იხსნება და ფრენამდე 40 წუთით ადრე იხურება. თუმცა, რეკომენდებულია დეტალების გადამოწმება, რადგან დრო შეიძლება აეროპორტების მიხედვით განსხვავდებოდეს.

ტრანსავია საქართველოში (Transavia Georgia)

ტრანსავია (Transavia) Air France-KLM ჯგუფის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელსაც ორი განყოფილება აქვს – ჰოლანდიური (ამსტერდამი, როტერდამი, ეინდჰოვენი) და ფრანგული (პარიზ-ორლი, ლიონი, ნანტი). ტრანსავია საქართველოში სეზონურ რეისებს ასრულებს, ამიტომ მიმართულებები და განრიგი წლიდან წლამდე შეიძლება შეიცვალოს – აქტუალური ინფორმაცია ყოველთვის წინასწარ შეამოწმეთ.

ტრანსავიას ბილეთები და ბარგი

ტრანსავიას ბილეთები ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე ან ფრენების საძიებო სისტემებში შეგიძლიათ შეიძინოთ. ბაზურ ტარიფში მხოლოდ მცირე ხელბარგი შედის, დიდი ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი კი დამატებით იყიდება. ტრანსავია Flying Blue-ს ლოიალობის პროგრამაშია ჩართული, ამიტომ ფრენებზე მილებსაც დააგროვებთ.

დაჯავშნე Transavia -ს ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

პეგასუსის ბარგი – ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი

პეგასუსი (Pegasus Airlines) თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და მისი ბარგის...

სამოგზაურო ინტერნეტი: როგორ დარჩეთ ონლაინ კავშირზე

უცხო ქვეყნის აეროპორტში დაშვებისას პირველი, რაც ყველას გვჭირდება, ოჯახის წევრებთან დაკავშირება, სასტუმრომდე მისასვლელი რუკის გახსნა ან ტაქსის გამოძახებაა. სწორედ ამ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად...

კომპანია Avia.ge-ს ახალი ოფისი თბილისში

საქართველოს ბაზრის ონლაინ ავიბილეთების საძიებო სისტემის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია Avia.ge-მ, ოპერირების ახალ, თანამედროვე ოფისში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კომპანიის ახალი მისამართია ქ. თბილისი, დავით...

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ქვეყნიდან 52 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, იძულებით გააძევეს.ადგილობრივი მედია, ირლანდიის...