Transavia Airlines ცნობილი, როგორც Transavia, დაარსდა 1965 წელს. იგი არის ჰოლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და KLM-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია. მთავარი ბაზა ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში მდებარეობს, სხვა ბაზები კი – როტერდამის ჰააგის აეროპორტში და ეინდჰოვენის აეროპორტში.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
Transavia ახორციელებს რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით, ძირითადად კი ორიენტირებულია ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე.
ტრანსავიას მარშრუტების ქსელი მოიცავს მიმართულებების ფართო სპექტრს, მათ შორის: საქართველო, ესპანეთი, იტალია, საბერძნეტი, საფრანგეთი, პორტუგალია, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, მონაკო, ისრაელი, ეგვიპტე და სხვ.
ავიაკომპანია ტრანსავია ასევე ახორციელებს უამრავ სეზონურ და ჩარტერულ ფრენას, რაც ითვალისწინებს ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე დასასვენებელ მიმართულებებზე ავიარეისების შესრულებას.
Transavia georgia ფრენებს საქართველოს მიმართულებითაც ახორციელებს და პირდაპირ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ამსტერდამის მიმართულებით გვთავაზობს.
Transavia ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ამსტერდამი | 5 თებერვალი 2025 | 12 თებერვალი 2025 | ბილეთები 596 - დან |
Transavia ფლოტი
Transavia მართავს თანამედროვე ფლოტს, რომელიც ძირითადად Boeing 737 თვითმფრინავებისგან შედგება. მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებისთვის, ავიაკომპანია Boeing 737-700 ტიპის საჰაერო ხომალს იყენებს, რომელსაც დაახლოებით 149 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ასევე Boeing 737-800 რომელსაც დაახლოებით 189 მგზავრი გადაჯყავს.
აღსანიშნავია, რომ Transavia მუდმივად ანახლებს თავის ფლოტს, რათა შეინარჩუნოს ეფექტურობა და დააკმაყოფილოს მარეგულირებელი მოთხოვნები. თანამედროვე და ეფექტური ფლოტის შენარჩუნებით, ტრანსავია უზრუნველყოფს საიმედო მომსახურებას და კომფორტულ მგზავრობას.
მომსახურების კლასები:
ვინაიდან, Transavia ოპერირებს როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, გვთავაზობს მომსახურების მხოლოდ ერთი კლასს – Economy Class-ს. თუმცა, ამ კლასში, უზრუნველყოფს სხვადასხვა ვარიანტს და დამატებით სერვისებს კომფორტული მგზავრობისათვის, როგორიცაა: ადგილების შერჩევა, ბარგის დამატება, პრიორიტეტული ჩასხდომა, სერვისები, როგორიცაა კვება და მოქნილობის პაკეტები, ანუ Flex სერვისი, რომელიც საშუალებას იძლევა მგზავრმა შეიცვალოს ფრენის თარიღები და დრო, დამატებითი საფასურის გარეშე.
Transavia ბარგის პოლიტიკა
ხელბარგი:
- 1 ერთეული ხელბარგი, მაქსიმალური ზომებით: 55 x 40 x 25 სმ (ბორბლების და სახელურების ჩათვლით), რომლის მაქსიმალური წონა 10 კგ-ია.
- 1 პატარა ნივთი, მაქსიმალური ზომებით: 40 x 30 x 20 სმ (როგორიცაა ლეპტოპის ჩანთა, ჩანთა ან პატარა ზურგჩანთა), რომელიც უნდა მოთავსდეს წინ სავარძლის ქვეშ.
ჩასაბარებელი ბარგი:
ჩასაბარებელი ბარგი სტანდარტულ ტარიფში არ შედის. სურვილის შემთხვევაში, ის უნდა შეიძინოთ ცალკე. მგზავრებს შეუძლიათ აირჩიონ რამდენიმე ვარიანტი, მათი საჭიროებიდან გამომდინარე: 15, 20, 25 ან 30 კგ-იანი ბარგი.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
transavia -თი ფრენისას, შეგიძლიათ ფრენაზე რეგისტრაცია (check-in) რამდენიმე მოსახერხებელი გზით გაიაროთ.
ონლაინ რეგისტრაცია – ონლაინ რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ გამგზავრებამდე 30 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 4 საათით ადრე.
რეგისტრაცია აეროპორტში – რეგისტრაციის დახლები, ჩვეულებრივ, დაგეგმილ გამგზავრებამდე 2-დან 3 საათით ადრე იხსნება და ფრენამდე 40 წუთით ადრე იხურება. თუმცა, რეკომენდებულია დეტალების გადამოწმება, რადგან დრო შეიძლება აეროპორტების მიხედვით განსხვავდებოდეს.