Site icon Frenebi, ფრენები იაფად

თბილისის აეროპორტი / tbilisi airport

tbilisi international airport

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შოთა რუსთაველის სახელობისაა. იგი ქალაქის ცენტრიდან 17 კილომეტრითაა დაშორებული და საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტია, რომელიც კავკასიის რეგიონის მთავარ კომერციულ და სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენს.

თბილისის აროპორტი ქვეყნის მთავარი აეროპორტია და საქართველოს პირდაპირი თუ ტრანზიტული რეისებით მსოფლიოს მრავალ წერტილთან აკავშირებს. აეროპორტი 2005 წლის 31 ოქტომბრიდან შ.პ.ს. TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება. 2007 წელს აშენდა ახალი სამგზავრო ტერმინალი, რამაც ხელი შეუწყო აეროპორტი სწრაფ განვითარებას.

თბილისის აეროპორტი უზრუნველყოფს თვითმფრინავების უსაფრთხო დაშვებას და აფრენას. მანევრირების ტერიტორიაზე გააჩნია ფართო ასაფრენი ბილიკი, სამიმმოსვლო გზები და ბაქანი. თვითმფრინავის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 500 – 3 000 მეტრია, ხოლო ვერტმფრენის კი – 30 მეტრი.

რომელი მიმართულებით სრულდება ფრენები თბილისის აეროპორტიდან ?

თბილისის აეროპორტი- დან მიმართულებების საკმაოდ დიდი არჩევანია. მათ შორის: პირდაპირი რეისები გვაქვს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: პარიზი, მილანი, ათენი, ამსტერდამი, ფრანკფურტი, დუსელდორფი, ვარშავა, რიგა, მისნკი, დუბაი, ალმაატა, თელ-ავივი, ქუვეითი, მიუნხენი, დოჰა, სტამბოლი, ანკარა, ბაქო, ანტალია, ერევანი და სხვ.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისის აეროპორტი -დან ?

თბილისიდან რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს საკამოდ ბევრი ავიაკომპანია ახორციელებს, როგორიცაა: Air France, Turkish Airlines, Pegasus, Qatar Airways, Fly Dubai, Lufthansa, airBaltic, Aegean Airlines, LOT Polish Airlines, Air Moldova, Condor, Eurowings, Air Astana, AZAL, Israir Airlines, Arkia, Southwind Airlines, China Southern Airlines, Thai Air Asia და სხვ.

პირდაპირი ფრენები თბილისდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი25 დეკემბერი 20265 თებერვალი 2027ბილეთები 157 - დან
ალმათი31 დეკემბერი 20263 იანვარი 2027ბილეთები 1 000 - დან
ამსტერდამი1 ივლისი 20278 ივლისი 2027ბილეთები 664 - დან
ანკარა9 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026ბილეთები 340 - დან
ათენი21 მარტი 20277 აპრილი 2027ბილეთები 449 - დან
აბუ-დაბი20 ნოემბერი 202623 ნოემბერი 2026ბილეთები 932 - დან
ანთალია31 დეკემბერი 20263 იანვარი 2027ბილეთები 434 - დან
ბაჰრეინის კუნძული12 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026ბილეთები 1 353 - დან
ბაქო1 იანვარი 202731 იანვარი 2027ბილეთები 382 - დან
ბელგრადი31 იანვარი 20274 თებერვალი 2027ბილეთები 771 - დან

ტრანსპორტირება თბილისის აეროპორტში

რეგულარულ სამარშრუტო ხაზს, აეროპორტიდან ქალაქ თბილისის მიმართულებით და პირიქით, მუნიციპალური ავტობუსი N337 ემსახურება. ავტობუსების გაჩერება კი ჩამოფრენის დარბაზთან მდებარეობს.

ჩამოფრენის დარბაზიდან გასვლისთანავე ასევე შეხვდებით ტაქსის გაჩერებას, სადაც ტაქსები 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან და მზად არიან მომემსახურომ მგზავრებს.

აეროპორტში ასევე არის მსუბუქი ავტომობილებზეა გათვლილი 3 ავტოსადგომი, რომელიც 1000 ავტომობილს იტევს. პარკირება ფასიანია და განისაზღვრება დროის მიხედვით.

საყურადღებოა: ავტოსადგომის ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, მომხმარებელი 3 დღის საფასურის გადახდით დაჯარიმდება.

კიდევ რა მომსახურებას უზრუნველყოფს თბილისის აეროპორტი ?

ბანკები და ვალუტის გაცვლის ოფისები – თბილისის აეროპორტში არაერთი ბანკის ფილიალითა და ბანკომატებით სარგებლობა შესაძლებელი: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი. ისინი ყველა ზონაშია განთავსებული –  როგორც მოფრენის, ისე, გაფრენის. ამასთან, აქ ვალუტის გადამცვლელი რამდენიმე პუნქტიც ფუნქციონირებს.

აფთიაქი – GPC -ის აფთიაქში, გამგზავრების ტერმინალის პირველ სართულზე მდებარეობს.

სამედიცინო პუნქტები – სამედიცინო პუნქტები გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში მდებარეობს და ხელმისაწვდომია 24-საათის განმავლობაში.

შემნახველი საკანი – შემნახველი საკანი მოფრენის დარბაზში მდებარეობს და ნებისმიერ მსურველს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. სტანდარტული ჩანთის (90 სმ-მდე) დატოვების ღირებულება 10₾-ია, ხოლო დიდი ზომის ჩანთის დატოვება 20₾.

სავაჭრო ობიექტები და კვება – აეროპორტში განთავსებულია სუვენირების და ასევე Duty Free-ის მაღაზიები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, აქ შეხვდებით Wendy-ს, დანკინ დონატს, Need Stop Kiosk-ს, Brewmark-ს, Costa Coffee-ს, illy Caffe-ს და Tickerdaze-ს.

თბილისის აეროპორტი ჩამოფრენა და ჩამოფრენის განრიგი

თბილისის აეროპორტი ჩამოფრენა – ტაბლო, სადაც ჩანს ყველა შემომავალი რეისი, რეალურ დროში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ვებსაიტზე ქვეყნდება. ჩამოფრენის განრიგი თბილისის აეროპორტში მოიცავს რეისის ნომერს, საიდან მოფრინავს თვითმფრინავი, დაგეგმილ და მოსალოდნელ დროს, ასევე სტატუსს: „დროულად“, „დაგვიანებული“, „ჩამოფრენილი“ ან „გაუქმებული“. ჩამოფრენები თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით ბევრია ღამის და ადრიან დილის საათებში.

თბილისის აეროპორტი გაფრენა და ფრენების განრიგი

თბილისის აეროპორტი ფრენების განრიგი და გაფრენა თბილისიდან – ამ ინფორმაციას იმავე ვებსაიტზე, „გაფრენების“ ტაბლოზე ნახავთ. განრიგი სეზონურად იცვლება: ზაფხულში რეისები და მიმართულებები გაცილებით მეტია. გაფრენის დღეს ყოველთვის შეამოწმეთ რეისის სტატუსი და რეგისტრაციის დახლის ნომერი.

თბილისის აეროპორტის საინფორმაციო სამსახური

თბილისის აეროპორტის საინფორმაციო სამსახური მგზავრებს რეისების, ბარგისა და აეროპორტის სერვისების შესახებ ინფორმაციას აწვდის. საკონტაქტო ნომრები და აქტუალური ინფორმაცია აეროპორტის ოფიციალურ ვებსაიტზეა განთავსებული. კონკრეტული რეისის შესახებ (დაგვიანება, ბარგი, ბილეთის ცვლილება) უმჯობესია პირდაპირ ავიაკომპანიას მიმართოთ.

აეროპორტის სრული გზამკვლევი – ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა და მიმართულებები – იხილეთ სტატიაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – ფრენები და გზამკვლევი.

დაჯავშნე ფრენები თბილისიდან ყველაზე იაფად და აღმოაჩინე უამრავი შთამბეჭდავი მიმართულება. დაგვირეკე: 551 907 907 

Exit mobile version