FlyOne არის მოლდოვის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს კიშინიოვში. ფლაივანმა ოპერირება 2016 წელს დაიწყო და მოკლე დროში მოახერხა გამხდარიყო საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი მოლდოვას რესპუბლიკაში.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
flyone რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს. ავიაკომპანიამ პირველი სამგზავრო რეისი 2016 წლის ივნისში ანტალიაში, ჰერაკლიონსა და როდოსში შეასრულა.
2024 წლის ივლისის მდგომარეობით, Fly One ოპერირებს 16 ქვეყანაში – 1 შიდა და 27 საერთაშორისო მიმართულებაზე. ესენია: ბრიუსელი, ლარნაკა, პრაღა, პარიზი, ნიცე, ბერლინი, ფრანკფურტი, დუბლინი, მილანი, რომი, ბოლონია, ამსტერდამი, ლისაბონი, ბარსელონა, მადრიდი, ლონდონი, დუბაი და სხვ.
flyone georgia ფრენებს საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით ასრულებს. ამ დროისათვის ტრანზიტული რეისები კიშინიოვიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით, კვირაში 5 სიხშირით ხორციელდება. ხოლო თბილისი ერევანი ერევანი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე პირდაპირი ფრენები კი კვირაში 3 სიხშირით.
Flyone ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ერევანი | 16 მარტი 2025 | 21 მარტი 2025 | ბილეთები 299 - დან |
FlyOne ფლოტი
2024 წლის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფლობს Airbus ტიპის საჰაერო ხომალდებს. კერძოდ კი 5 Airbus A320-200 -ს, 3 Airbus A321-200 -ს და 1 Airbus A319-100 -ს.
Airbus A320-200 მოდელები გამოირჩევა 192 სტანდარტული ეკონომ კლასის სავარძლით, რომელიც მოიცავს ვარიანტებს, როგორიცაა პრემიუმ სავარძლები, დამატებითი სივრცე ფეხებისთვის და სავარძლების არჩევანი. მგზავრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ბორტზე სხვადასხვა სერვისით, მაგალითად წინასწარ შეკვეთილი საკვებით.
მომსახურების კლასები :
FlyOne გთავაზობთ მომსახურების ერთ კლასს – ეს არის ეკონომ კლასი. თუმცა, ამ კლასში არის ადგილების გაუმჯობესებული ვარიანტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მგზავრების კომფორტს.
- Standard Economy Seats: ეს არის ჩვეულებრივი ადგილები, სტანდარტული ადგილები.
- Premium Seats: ეს სავარძლები მგზარებს სთავაზობს დამატებით ადგილს და, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ მათ, ვისაც შეიძლება დასჭირდეს მეტი ადგილი ფეხებისთვის.
- Extra Legroom Seats: ეს სავარძლები უზრუნველყოფს ბევრად მეტ ადგილს ფეხებებისთვის, ვიდრე სტანდარტული სავარძლები.
- Front Seats: ეს მოიცავს თვითმფრინავის პირველ რამდენიმე რიგს, რომლებიც უზრუნველყოფენ მგზავრების უფრო სწრაფ ჩასხდომას და ჩასვლას ბორტიდან, ასევე ოდნავ მეტ სივრცეს, სტანდარტულ ეკონომ სავარძლებთან შედარებით.
FlyOne ბარგის პოლიტიკა
- STANDARD – 1 ცალი 8 კგმდე ხელბარგი, ზომებით 40x30x20 სმ.
- LOYAL – 1 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი (40x30x20 სმ) და 1 ცალი 20 კგ-მდე ჩასაბარებელი ბარგი.
- ADVANTAGE – 1 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი (40x30x20 სმ) ; 1 ცალი 10 კგ-მდე ჩანთა (50x40x25) და 1 ცალი 20 კგ-იანი ცასაბარებელი ბარგი.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 4 საათით ადრე.
რეგისტრაცია აეროპორტში – ჩვეულებრივ, საერთაშორისო ფრენებისთვის გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.
დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად FlyOne -ის რეისებზე. დაგვირეკე: 551 907 907