Site icon Frenebi, ფრენები იაფად

FlyOne georgia ფლაივანი საქართველო

flyone georgia

FlyOne არის მოლდოვის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს კიშინიოვში. ფლაივანმა ოპერირება 2016 წელს დაიწყო და მოკლე დროში მოახერხა გამხდარიყო საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი მოლდოვას რესპუბლიკაში.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი 

flyone რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს. ავიაკომპანიამ პირველი სამგზავრო რეისი 2016 წლის ივნისში ანტალიაში, ჰერაკლიონსა და როდოსში შეასრულა.

2024 წლის ივლისის მდგომარეობით, Fly One ოპერირებს 16 ქვეყანაში – 1 შიდა და 27 საერთაშორისო მიმართულებაზე. ესენია: ბრიუსელი, ლარნაკა, პრაღა, პარიზი, ნიცე, ბერლინი, ფრანკფურტი, დუბლინი, მილანი, რომი, ბოლონია, ამსტერდამი, ლისაბონი, ბარსელონა, მადრიდი, ლონდონი, დუბაი და სხვ.

flyone georgia ფრენებს საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით ასრულებს. ამ დროისათვის ტრანზიტული რეისები კიშინიოვიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით, კვირაში 5 სიხშირით ხორციელდება. ხოლო თბილისი ერევანი ერევანი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე პირდაპირი ფრენები კი კვირაში 3 სიხშირით.

Flyone ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ერევანი13 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026ბილეთები 266 - დან

 

FlyOne ფლოტი 

2024 წლის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფლობს Airbus ტიპის საჰაერო ხომალდებს. კერძოდ კი 5 Airbus A320-200 -ს, 3 Airbus A321-200 -ს და 1 Airbus A319-100 -ს.

Airbus A320-200 მოდელები გამოირჩევა 192 სტანდარტული ეკონომ კლასის სავარძლით, რომელიც მოიცავს ვარიანტებს, როგორიცაა პრემიუმ სავარძლები, დამატებითი სივრცე ფეხებისთვის და სავარძლების არჩევანი. მგზავრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ბორტზე სხვადასხვა სერვისით, მაგალითად წინასწარ შეკვეთილი საკვებით.

მომსახურების კლასები : 

FlyOne გთავაზობთ მომსახურების ერთ კლასს – ეს არის ეკონომ კლასი. თუმცა, ამ კლასში არის ადგილების გაუმჯობესებული ვარიანტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მგზავრების კომფორტს.

FlyOne ბარგის პოლიტიკა

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 4 საათით ადრე.

რეგისტრაცია აეროპორტში – ჩვეულებრივ, საერთაშორისო ფრენებისთვის გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.

დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად FlyOne -ის რეისებზე. დაგვირეკე: 551 907 907 

FlyOne Georgia – მოლდოვური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია

FlyOne მოლდოვის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომლის ბაზა კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტია. ჯგუფს ასევე ეკუთვნის FlyOne Armenia, რომელიც ერევნიდან ოპერირებს. FlyOne Georgia-ს მიმართულებით რეისები სეზონურად იცვლება – აქტუალური განრიგი ფრენამდე გადაამოწმეთ.

ბარგი და ბილეთები

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის სტანდარტით, ბაზურ ტარიფში მხოლოდ მცირე ხელბარგი შედის. ჩასაბარებელი ბარგი, დიდი ხელბარგი და ადგილის არჩევა დამატებით იყიდება – ეს სერვისები ბილეთთან ერთად, ონლაინ დაამატეთ, რადგან აეროპორტში უფრო ძვირია. ონლაინ ჩექინი ფრენამდე წინასწარ გაიარეთ.

Exit mobile version