El Al Airlines ისრაელის ეროვნული ავიგადამზიდავი დაარსდა 1948 წელს. მთავარი ცენტრი მდებარეობს თელ-ავივის მახლობლად, საიდანაც ასრულებს ფრენებს მსოფლიოს უამრავი მიმართულებით.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
ავიაკომპანია ელალი რეისებს თელავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს და დაფრინავს მრავალ მიმართულებაზე ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში. 2024 წლის მდგომარეობით, EL AL 29 ქვეყანაში – 1 შიდა და 54 საერთაშორისო მარშრუტზე ოპერირებს, მათ შორის: ვენა, სოფია, ლარნაკა, პრაღა, მარსელი, პარიზი, ბერლინი, ფრანკფურტი, ათენი, სანტორინი, ბუდაპეშტი, მილანი, რომი, ვარშავა, ლისაბონი, პორტო, ბარსელონა, მადრიდი, ციურიხი, ლონდონი, ბოსტონი, ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი, დუბაი, ბანგკოკი, მარაკეში, ტოკიო, მუმბაი, ნიუ-დელი და სხვ.
El Al georgia ფრენებს საქართველოში ქვეყნის ორ აეროპორტში – თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს. პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისი თელ-ავივი თელ-ავივი თბილისი -ს და ბათუმი თელ-ავივი თელ-ავივი ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე სრულდება.
ფრენები თბილისი თელ-ავივი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
28 ნოემბერი 2024 | 30 ნოემბერი 2024 | ბილეთები 647 - დან | |
3 დეკემბერი 2024 | 9 დეკემბერი 2024 | ბილეთები 632 - დან | |
16 იანვარი 2025 | 23 იანვარი 2025 | ბილეთები 704 - დან | |
11 თებერვალი 2025 | 24 თებერვალი 2025 | ბილეთები 691 - დან |
EL AL ფლოტი
ავიაკომპანიის ფლოტი ძირითადად შედგება Boeing ტიპის საჰაერო ხომალდებისაგან, რომელიც მოიცავს ვიწრო და ფართო ტანის თვითმფრინავებს, მათ შორის ისეთი მოდელებისგან, როგორიცაა Boeing 737, Boeing 777 და Boeing 787 Dreamliner.
El Al-ის ფლოტი ცნობილია უსაფრთხოებით და მოწინავე ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს საიმედო და კომფორტულ მოგზაურობის გამოცდილებას.
მომსახურების კლასები :
El Al გთავაზობთ მომსახურების სამ ძირითად კლასს – ეკონომს, პრემიუმ ეკონომს და ბიზნეს კლასს.
- Economy Class უზრუნველყოფს კომფორტულ სავარძლებს ფრენის დროს გასართობი პროგრამებითა და კვების სერვისით.
- Premium Economy -ი უფრო ფართო სავარძლებს და მეტ სივრცეს ფეხების მოსათავსებლად და დამატებით კეთილმოწყობას.
- Business Class გააჩნია რეგულირებადი წამოსაწოლი სავარძლები, გურმანული კერძები და აეროპორტის ლაუნჯებზე წვდომა.
ავიაკომპანიას ასევე აქვს ხშირი ფრენების პროგრამა სახელწოდებით Matmid, რომელიც თავის ერთგულ მომხმარებლებს სხვადასხვა სარგებელს სთავაზობს.
EL AL ბარგის პოლიტიკა
Economy Class:
- ხელბარგი – ერთი ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი, მაქსიმალური ზომებით 56 x 45 x 25 სმ.
- ჩასაბარებელი ბარგი – ერთი ცალი 23 კგ-მდე ბარგი, ზომებით 158 სმ (სიგრძე+სიმაღლე+სიგანე).
Premium Economy Class:
- ხელბარგი – ერთი ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი, მაქსიმალური ზომებით 56 x 45 x 25 სმ.
- ჩასაბარებელი ბარგი – ორი ცალი ბარგი, თითოეული 23 კგ-მდე. ზომებით 158 სმ (სიგრძე+სიმაღლე+სიგანე).
Business Class:
- ხელბარგი – ორი ცალი ხელბარგი, თითოეული 8 კგ-მდე. მაქსიმალური ზომებით 56 x 45 x 25 სმ.
- ჩასაბარებელი ბარგი – ორი ცალი ბარგი, თითოეული 32 კგ-მდე. ზომებით 158 სმ (სიგრძე+სიმაღლე+სიგანე).
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.
რეგისტრაცია აეროპორტში – ჩვეულებრივ, საერთაშორისო ფრენებისთვის იხსნება გამგზავრებამდე 3-4 საათით ადრე და იხურება 1 საათით ადრე.
დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად El Al Airlines -ის რეისებზე. დაგვირეკე: 551 907 907