მოკლედ: Wizz Air (ვიზიარი) უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომლის საქართველოს ბაზა ქუთაისის აეროპორტია.
- ბაზა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
- უფასო ბარგი: მხოლოდ მცირე ჩანთა 40x30x20 სმ
- დიდი ხელბარგი: WIZZ Priority-ით, 55x40x23 სმ, 10 კგ-მდე
- ჩასაბარებელი ბარგი: 10/20/26/32 კგ, დამატებით ფასიანი
- ოფისი საქართველოში: არ აქვს — მომსახურება ონლაინ, საიტითა და აპლიკაციით
Wizz Air უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. დაარსდა ბუდაპეშტში, 2003 წელს და წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს უამრავი მოთხოვნადი მიმართულებით. გააჩნია ოთხი შვილობილი ავიაკომპანია. ესენია: Wizz Air Hungary, Wizz Air UK, Wizz Air Abu Dhabi და Wizz Air Malta.
ავიაკომპანიას ჯამში 33 ბაზა აქვს, რომლებიც 16 ქვეყანაშია განლაგებული, საიდანაც 800-ზე მეტ მარშრუტზე ახდებს ოპერირებას.
ავიაკომპანია ეფექტურად მართავს უახლეს ფლოტს, რაც საშუალებას აძლევს მას უზრუნველყოს ნახშირბადის ემისიების ყველაზე დაბალი ინტენსივობა ინდუსტრიაში.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
ავიაკომპანია viziari ოპერირებისათვის ძირითადად ქვეყნის მცირე ზომის აეროპორტებს იყენებს. რაც შეეხება მიმართულებებს, როგორც უკვე აღინიშნა, იგი 16 ქვეყანის 800-ზე მეტ მარშრუტზე ოპერირებს, რაც ჯამში თითქმის 200 მიმართულებას მოიცავს.
უფრო კონკრეტულად კი, ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნების მცირე ჩამონათვალი შემდეგნაირია: საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, ვენა, ხორვატია, პოლონეთი, შვეიცარია, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და სხვ.
wizz air georgia -მ ქუთაისის აეროპორტი -ს მიმართულებით პირველი რეისი 2012 წელს განახორციელა. მას შემდეგ კი ქართულ ავიაბაზარზე ფეხი წარმატებით მოიკიდა და ქართველ მომხმარებლებს უამრავი ტურისტული მიმართულება შესთავაზა.
Wizz Air ქართული ავიაბაზრის ლიდერის პოზიციას უკვე რამდენიმე წელია არ თმობს და ოპერირების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონზე მეტს მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ბოლოს კი ავიაკომპანიან კოპიტნარის აეროპორტში მეოთხე ბაზირებული ხომალდი დაამატა, რისი წყალობითაც ავიამიმოსვლა კიდევ უფრო მეტი მიმართულებით გახდა შესაძლებელი. ამასთან, გაიზარდა ფრენების სიხშირე უკვე არსებულ მარშრუტებზე.
ავიაკომპანია მუდმივად ეძებს შესაძლებლობებს, გააფართოვოს თავისი მიმართულებების ქსელი და შესთავაზოს თავის მგზავრებს ხელმისაწვდოი ტარიფები.
Wizz air ფლოტი
ავიაკომპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფლოტს ფლობს, რომელიც შედგება 200-ზე მეტი Airbus ტიპის საჰაერო ხომალდებისაგან, კერძოდ – Airbus A320 და Airbus A321 თვითმფრინავებისაგან.
ვიზეარი Aibus A321neo-ს უმსხვილესი ოპერატორია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ავიაკომპანიის ფლოტში ახალი „ნეო“ ტექნოლოგიის წილი 50%-ს აჭარბებს.
Airbus A321neo დღეისათვის ყველაზე ეკონომიური და მდგრადი საწვავის თვითმფრინავია ბაზარზე, რომელიც მნიშვნელოვან ეკოლოგიურ სარგებელს უზრუნველყოფს ნახშირბადის, ხმაურის დაგამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით.
მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდი
ავიაკომპანიაში დასაქმებულია 100-ზე მეტი ეროვნების 8000-ზე მეტი უაღრესად ერთგული დაპროფესიონალი თანამშრომელი. მულტიკულტურული გუნდის მენეჯმენტის წყალობით, ლიდერობა და მოტივაცია მამოძრავებელი ძალა და წარმატების მთავარი ფაქტორია.
wizz air -ის გუნდი – როგორც ბორტზე, ისე ხმელეთზე – ერთსა და იმავემიზანს იზიარებს. მათ სჯერათ მაღალი ეთიკური სტანდარტების, რომლებიც განპირობებულია გუნდურობის შესანიშნავი მიდგომით.
wizz air ბარგის პოლიტიკა
ყველა მგზავრს აქვს უფლება, თან იქონიოს ბორტზე ასატანი ხელბარგი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-სა და 40x30x20 სმ-ს.
ამასთან, ბორტზე დამატებით შესაძლებელია ისეთი ნივთების ქონა, როგორიცაა: პლედი, ქურთუკი ან პალტო;საკითხავი მასალა; ყავარჯენი შშმ პირისთვის; საკვები 2 წლამდე ბავშვებისთვის (გონივრული ოდენობით).
ავიაკომპანია გვთავაზობს ასევე ჩასაბარებელ ბარგს (მაქსიმალური ოდენობა 6), რომელთა წონა შესაძლოა იყოს – 10, 20 ან 32 კგ, ხოლო ზომები კი 149×119×171 სმ.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
რეგისტრაცია, შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე აეროპორტში. ონლაინ რეგისტრაცია, ანუ Chek-in იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 სთ-ით ადრე და სრულდება რეისის გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.
თუ კი რეგისტრაციის გავლა აეროპორტში გსურთ, გირჩევთ ადგილზე 3 საათით ადრე მიხვიდეთ, რათა დროულად გაიაროთ ყველ საჭირო პროცედურა.
ვიზიარი ქუთაისი (Viziari Kutaisi) – რა არის და სად დაფრინავს
ვიზიარი (Wizz Air, ხშირად წერენ როგორც viziari, viziar, ვიზეარი, wizzair) უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ბაზა საქართველოში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტია. ვიზიარი ქუთაისი-დან ფრენები ევროპის ათობით ქალაქში სრულდება – მათ შორის იტალიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, ესპანეთში, კვიპროსსა და სხვა ქვეყნებში. მარშრუტების ნაწილი სეზონურია, ამიტომ ფრენების აქტუალური სია ყოველთვის გადაამოწმეთ.
ვიზიარის ბილეთები – როგორ ვიყიდოთ იაფად
ვიზიარის ბილეთები (viziaris biletebi, viziari aviabiletebi) ყველაზე იაფად რამდენიმე კვირით ან თვით ადრე იყიდება. რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:
- ბაზურ ფასში შედის მხოლოდ ერთი მცირე ჩანთა (40x30x20 სმ), რომელიც სავარძლის ქვეშ თავსდება;
- დიდი ხელბარგი (Priority-ით) და ჩასაბარებელი ბარგი ჯობია ბილეთთან ერთად, ონლაინ დაამატოთ – აეროპორტში გაცილებით ძვირია;
- ონლაინ ჩექინი უფასოა, აეროპორტში ჩექინი კი ფასიანი;
- ხშირი მგზავრებისთვის WIZZ Discount Club-ის წევრობა დამატებით ფასდაკლებას იძლევა;
- აქციებს თვალი ადევნეთ – ფასები ხშირად დროებით ეშვება.
ვიზიარის ცხელი ხაზი და კონტაქტი
ხშირად ეძებენ ვიზიარის ცხელი ხაზი ქუთაისი-ს ან ვიზიარის ოფისს თბილისში. Wizz Air-ს საქართველოში ცალკე სალარო-ოფისი არ აქვს – მომსახურება ძირითადად ონლაინ, ავიაკომპანიის ოფიციალური ვებსაიტის, აპლიკაციისა და ჩატის მეშვეობით ხორციელდება. ბილეთის შეძენაში, ცვლილებასა ან ბარგის დამატებაში დახმარება თუ გჭირდებათ, დაგვიკავშირდით: 551 907 907.
ხშირად დასმული კითხვები
რომელი აეროპორტიდან დაფრინავს ვიზიარი საქართველოში?
Wizz Air საქართველოში ძირითადად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს, ცალკეული რეისები კი სხვა აეროპორტებიდანაც შეიძლება სრულდებოდეს.
შეიძლება თუ არა ვიზიარის ბილეთის შეცვლა?
დიახ, ფრენის თარიღისა და მიმართულების შეცვლა შესაძლებელია საფასურის გადახდით, ავიაკომპანიის ვებსაიტის ან აპლიკაციის მეშვეობით.
Viziari Georgia / Wizz Air ქუთაისი – ყველა ფრენა და იაფი ბილეთები frenebi.com-ზე.
დაჯავშნე Wizz Air -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907
ბარგის დეტალური წესები: ვიზიარის ბარგი – ხელბარგი, ჩემოდანი და ფასები.

