Site icon Frenebi, ფრენები იაფად

viziari ვიზიარ ქუთაისი

ვიზეარი ქუთაისი

Wizz Air უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. დაარსდა ბუდაპეშტში, 2003 წელს და წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს უამრავი მოთხოვნადი მიმართულებით. გააჩნია ოთხი შვილობილი ავიაკომპანია. ესენია: Wizz Air Hungary, Wizz Air UK, Wizz Air Abu Dhabi და Wizz Air Malta.

ავიაკომპანიას ჯამში 33 ბაზა აქვს, რომლებიც 16 ქვეყანაშია განლაგებული, საიდანაც 800-ზე მეტ მარშრუტზე ახდებს ოპერირებას.

ავიაკომპანია ეფექტურად მართავს უახლეს ფლოტს, რაც საშუალებას აძლევს მას უზრუნველყოს ნახშირბადის ემისიების ყველაზე დაბალი ინტენსივობა ინდუსტრიაში.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი

ავიაკომპანია viziari ოპერირებისათვის ძირითადად ქვეყნის მცირე ზომის აეროპორტებს იყენებს. რაც შეეხება მიმართულებებს, როგორც უკვე აღინიშნა, იგი 16 ქვეყანის 800-ზე მეტ მარშრუტზე ოპერირებს, რაც ჯამში თითქმის 200 მიმართულებას მოიცავს.

უფრო კონკრეტულად კი, ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნების მცირე ჩამონათვალი შემდეგნაირია: საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, ვენა, ხორვატია, პოლონეთი, შვეიცარია, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და სხვ.

wizz air georgia -მ ქუთაისის აეროპორტი -ს მიმართულებით პირველი რეისი 2012 წელს განახორციელა. მას შემდეგ კი ქართულ ავიაბაზარზე ფეხი წარმატებით მოიკიდა და ქართველ მომხმარებლებს უამრავი ტურისტული მიმართულება შესთავაზა.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი22 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026ბილეთები 196 - დან
ბარსელონა11 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026ბილეთები 388 - დან
ბერლინი20 სექტემბერი 202623 სექტემბერი 2026ბილეთები 424 - დან
ბრიუსელი1 ნოემბერი 20265 ნოემბერი 2026ბილეთები 226 - დან
ბრატისლავა25 თებერვალი 20272 მარტი 2027ბილეთები 273 - დან
ბუდაპეშტი28 ნოემბერი 20261 დეკემბერი 2026ბილეთები 285 - დან
დორტმუნდი10 დეკემბერი 202617 დეკემბერი 2026ბილეთები 412 - დან
მემინგენი14 ოქტომბერი 202611 ნოემბერი 2026ბილეთები 261 - დან
ფრანკფურტი10 ნოემბერი 202624 ნოემბერი 2026ბილეთები 286 - დან
ჰამბურგი29 სექტემბერი 20266 ოქტომბერი 2026ბილეთები 457 - დან

 

Wizz Air ქართული ავიაბაზრის ლიდერის პოზიციას უკვე რამდენიმე წელია არ თმობს და ოპერირების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონზე მეტს მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ბოლოს კი ავიაკომპანიან კოპიტნარის აეროპორტში მეოთხე ბაზირებული ხომალდი დაამატა, რისი წყალობითაც ავიამიმოსვლა კიდევ უფრო მეტი მიმართულებით გახდა შესაძლებელი. ამასთან, გაიზარდა ფრენების სიხშირე უკვე არსებულ მარშრუტებზე.

ავიაკომპანია მუდმივად ეძებს შესაძლებლობებს, გააფართოვოს თავისი მიმართულებების ქსელი და შესთავაზოს თავის მგზავრებს ხელმისაწვდოი ტარიფები.

Wizz air ფლოტი

ავიაკომპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფლოტს ფლობს, რომელიც შედგება 200-ზე მეტი Airbus ტიპის საჰაერო ხომალდებისაგან, კერძოდ – Airbus  A320 და Airbus A321 თვითმფრინავებისაგან.

ვიზეარი Aibus A321neo-ს უმსხვილესი ოპერატორია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ავიაკომპანიის ფლოტში ახალი „ნეო“ ტექნოლოგიის წილი 50%-ს აჭარბებს.

Airbus A321neo დღეისათვის ყველაზე ეკონომიური და მდგრადი საწვავის თვითმფრინავია ბაზარზე, რომელიც მნიშვნელოვან ეკოლოგიურ სარგებელს უზრუნველყოფს ნახშირბადის, ხმაურის დაგამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით.

მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდი

ავიაკომპანიაში დასაქმებულია 100-ზე მეტი ეროვნების 8000-ზე მეტი უაღრესად ერთგული დაპროფესიონალი თანამშრომელი. მულტიკულტურული გუნდის მენეჯმენტის წყალობით, ლიდერობა და მოტივაცია მამოძრავებელი ძალა და წარმატების მთავარი ფაქტორია.

wizz air -ის გუნდი – როგორც ბორტზე, ისე ხმელეთზე – ერთსა და იმავემიზანს იზიარებს. მათ სჯერათ მაღალი ეთიკური სტანდარტების, რომლებიც განპირობებულია გუნდურობის შესანიშნავი მიდგომით.

wizz air ბარგის პოლიტიკა

ყველა მგზავრს აქვს უფლება, თან იქონიოს ბორტზე ასატანი ხელბარგი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-სა და 40x30x20 სმ-ს.

ამასთან, ბორტზე დამატებით შესაძლებელია ისეთი ნივთების ქონა, როგორიცაა: პლედი, ქურთუკი ან პალტო;საკითხავი მასალა; ყავარჯენი შშმ პირისთვის; საკვები 2 წლამდე ბავშვებისთვის (გონივრული ოდენობით).

ავიაკომპანია გვთავაზობს ასევე ჩასაბარებელ ბარგს (მაქსიმალური ოდენობა 6), რომელთა წონა შესაძლოა იყოს – 10, 20 ან 32 კგ, ხოლო ზომები კი 149×119×171 სმ.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

რეგისტრაცია, შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე აეროპორტში. ონლაინ რეგისტრაცია, ანუ Chek-in იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 სთ-ით ადრე და სრულდება რეისის გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.

თუ კი რეგისტრაციის გავლა აეროპორტში გსურთ, გირჩევთ ადგილზე 3 საათით ადრე მიხვიდეთ, რათა დროულად გაიაროთ ყველ საჭირო პროცედურა.

დაჯავშნე Wizz Air -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version