Red Wings Airlines არის რუსული ავიაკომპანია, რომელიც დაფუძნებულია მოსკოვში. დაარსდა 1999 წელს და თავდაპირველად ორიენტირებული იყო ჩარტერულ ფრენებზე. ავიაკომპანია ძირითადად ემსახურება შიდა მიმართულებებს, თუმცა ასევე ახორციელებს საერთაშორისო ფრენებსაც და უმეტესად ვნუკოვოს აეროპორტიდან ოპერირებს.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
როგორც უკვე აღინიშნა, Red Wings -ის მთავაზი ბაზა ვნუკოვოს აეროპორტია, საიდანაც ასრულებს ფრენების უმეტესობას. ავიაკომპანია ასევე ოპერირებს რუსეთის სხვა აეროპორტებიდან – მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან, სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდან და სხვა რეგიონალური აეროპორტები, რაც დამოკიდებულია მოთხოვნაზე და სეზონურ განრიგზე.
იმის გამო, რომ ავიაკომპანიის საერთაშორისო ფრენები შიდა ფრენებთან შედარებით შეზღუდულია, რედ ვინგსი ფოკუსირებულია პოპულარულ ტურისტულ ადგილებზე. საერთაშორისო მიმართულებები მოიცავს: ანტალია, ბაქო, თელ-ავივი, ტაშკენტი, ერევანი, სიმფეროპოლი და სხვ.
red wings georgia ფრენებს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.
ავიაკომპანია ამ დროისთვის ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ეკატერინბურგის, სამარას და ყაზანის მიმართულებით ახორციელებს.
ქუთაისის აეროპორტი -დან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით, ხოლო ბათუმის აეროპორტი -დან კი სოჭის, ყაზანის, უფას, სამარას, ეკატერინბურგის, სანკტ-პეტერნურგის მიმართულებით.
Red Wings ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სამარა | 25 დეკემბერი 2024 | 6 იანვარი 2025 | ბილეთები 725 - დან | |
კაზანი | 26 დეკემბერი 2024 | 9 იანვარი 2025 | ბილეთები 671 - დან | |
ეკატერენბურგი | 1 იანვარი 2025 | 15 იანვარი 2025 | ბილეთები 656 - დან |
Red Wings ფლოტი
Red Wings Airlines ფლობს მრავალფეროვან ფლოტს, რომელიც შედგება რამდენიმე ტიპის თვითმფრინავისაგან. 2024 წლის მონაცემებით, მისი ფლოტი მოიცავს: Airbus A320, Boeing 777-200ER, Sukhoi Superjet 100-95, Irkut MC-21.
მომსახურების კლასები :
Red Wings Airlines მგზავრებს სხვადასხვა კლასის მომსახურებას სთავაზობს. ამ დროისთვის, ისინი ძირითადად ორიენტირებულია ეკონომ კლასის სერვისის მიწოდებაზე.
- Economy Class: მგზავრებს სთავაზობს კომფორტულ სალონს ფეხებისთვის განკუთვნილი ფართო სივრცით.
- Premium Economy: უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს და კეთილმოწყობას სტანდარტულ ეკონომ კლასთან შედარებით, რაც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მოგზაურობის გამოცდილება.
- Business Class: ბიზნეს კლასის მგზავრები სარგებლობენ გაუმჯობესებული სერვისების სპექტრით, მათ შორის პრიორიტეტული ჩასხდომით, უფრო ფართო ადგილებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს უფრო კომფორტული მგზავრობა.
- First Class: პირველი კლასი მგზავრებს სთავაზობს უმაღლესი დონის კომფორტს და პერსონალიზებულ მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს ექსკლუზიურ და სასიამოვნო გამოცდილებას ფრენის დროს.
Red Wings ბარგის პოლიტიკა
- lite – ერთი ცალი 5 კგ-იანი ხელბარგი, ზომებით 40 x 30 x 20 სმ.
- standart – ერთი ცალი 5 კგ-იანი ხელბარგი (40 x 30 x 20) და ერთი ცალი 20 კგ-იანი ჩასაბარებელი ბარგი ზომით 158 სმ.
- Maximum – ერთი ცალი 5 კგ-იანი ხელბარგი (40 x 30 x 20) და ერთი ცალი 20 კგ-იანი და ერტი ცალი 10 კგ-იანი ჩასაბარებელი ბარგი, ტითოეულის მაქსიმალური ზომა 158 სმ-ია.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.
რეგისტრაცია აეროპორტში – ჩვეულებრივ, საერთაშორისო ფრენებისთვის გამგზავრებამდე 3 საათით ადრე იხსნება და 60 წუთით ადრე იხურება.
დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად Red Wings -ის რეისებზე. დაგვირეკეთ: 551 907 907