ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა, თავისი შთამბეჭდავი ისტორიის, არქიტექტურული მემკვიდრეობისა და რომანტიკული ატმოსფეროს წყალობით, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულებაა ევროპაში. პრაღას აქვს უნიკალური ხიბლი, რომელიც მოგზაურებს შთაბეჭდილებებით ავსებს და უჩენს სურვილს, კვლავ დაბრუნდნენ ამ ზღაპრულ ქალაქში. ქვემოთ ცამოთვლილია ქალაქის ყველაზე პოპულარულლი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც პრაღაში ყოფნისას არ უნდა გამოგრჩეთ!
1. ჩარლზის ხიდი – ისტორიისა და სიყვარულის სიმბოლო
ჩარლზის ხიდი (Charles Bridge / Karlův most) პრაღის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა. შუა საუკუნეებში აგებული ხიდი მდინარე ვლტავაზე აკავშირებს ძველ და ახალ პრაღას. ხიდი გაფორმებულია 30 ულამაზესი ბაროკოს სტილში შესრულებული ქანდაკებით, რომელთაგან ყველაზე ცნობილი წმინდა იოანე ნეპომუკელია. თქმულების მიხედვით, მისი ქანდაკების შეხება მოგზაურს კიდევ ერთხელ დაბრუნების შანსს აძლევს.
2. პრაღის ციხესიმაგრე – ევროპის უდიდესი და უძველესი ციხესიმაგრე
პრაღის ციხესიმაგრე (Pražský hrad) გინესის რეკორდებში ფიქსირდება როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი უძველესი ციხესიმაგრე. ეს ადგილი არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრია, არამედ ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციაც. კომპლექსში შედის წმინდა ვიტუსის ტაძარი, ძველი სამეფო სასახლე და წმინდა გიორგის ბაზილიკა. აქიდან იშლება ულამაზესი ხედი მთელ პრაღაზე.
3. ძველი ქალაქის მოედანი და ასტრონომიული საათი
ძველი ქალაქის მოედანი (Staroměstské náměstí) ქალაქის ისტორიული ცენტრი და პრაღის გულია. აქ მდებარეობს გოთიკური სტილის ტინის ეკლესია და ქალაქის საბჭოს შენობა, რომელზეც დამონტაჟებულია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ასტრონომიული საათი – Orloj. საათი ყოველ საათში შოუს აწყობს, სადაც გამოსული ფიგურები ცოცხლდებიან და საშუალება გაქვთ, დაუვიწყარი სანახაობა იხილოთ.
4. ვლტავას სანაპირო და ნავებით სეირნობა
მდინარე ვლტავა არა მხოლოდ ქალაქის გეოგრაფიული ღერძია, არამედ რომანტიკის სიმბოლოც. ნავებით სეირნობა ან საღამოს კრუიზი მდინარეზე საშუალებას გაძლევთ, ქალაქი სრულიად ახალი კუთხით დაინახოთ. სარკისებურად განათებული ძველი ქალაქი, ბაროკოს და გოთიკის შერწყმა და მუსიკის ხმაური – ეს გამოცდილება ნებისმიერ მოგზაურს სამუდამოდ დაამახსოვრდება.
5. ლენონის კედელი – თავისუფლების გამოხატულება
ლენონის კედელი (John Lennon Wall) ახალგაზრდა მოგზაურებისთვის თანამედროვე კულტურის სიმბოლოა. ეს კედელი, რომელიც ჯონ ლენონს და “The Beatles”-ის იდეებს ეძღვნება, სავსეა გრაფიტებით, სიმბოლოებითა და ციტატებით, რომლებიც მშვიდობაზე, თავისუფლებაზე და სიყვარულზე მიგვითითებენ. აქ ხშირად იმართება მუსიკალური იმპროვიზაციებიც.
ქუთაისი პრაღა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
22 აპრილი 2025 | 24 აპრილი 2025 | ![]() | ბილეთები 573 - დან |
1 მაისი 2025 | 8 მაისი 2025 | ![]() | ბილეთები 541 - დან |
12 ივნისი 2025 | 26 ივნისი 2025 | ![]() | ბილეთები 499 - დან |
6. პეტრინის კოშკი – პრაღის ეიფელი
პეტრინის ბორცვზე განთავსებული კოშკი (Petřínská rozhledna), რომელიც პარიზის ეიფელის კოშკის შემცირებული ვერსიაა, სთავაზობს შთამბეჭდავ ხედს მთელ ქალაქზე. კოშკამდე შეგიძლიათ მიაღწიოთ საბაგიროთი, რაც მოგზაურობას დამატებით მღელვარებას სძენს. მიმდებარედ არის ლაბირინთი სარკეებით, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს ერთნაირად იზიდავს.
7. ებრაული კვარტალი – ისტორიის მრავალშრიანი ფენები
პრაღის ებრაული კვარტალი (Josefov) ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული უბანია. აქ ნახავთ ევროპის ერთ-ერთ უძველეს სინაგოგას – “ძველი-ახალი სინაგოგა”, სადაც ლეგენდის თანახმად გოლემი იმალება. ასევე, ღირს სანახავად ებრაული სასაფლაო, რომელიც თავისი სიმჭიდროვითა და მრავალსაუკუნოვანი წარსულით ამაღელვებელია.
პრაღა არა მხოლოდ უძველესი არქიტექტურის და კულტურული სიმდიდრის ქალაქია – ის მოგზაურს მაცდუნებლად იწვევს ძველ და ახალ ეპოქებს შორის მიმოსვლაზე. აქ შეიძლება თავი ზღაპრის გმირად იგრძნოთ და ყოველი მონახულებული ადგილი ახალ ისტორიას მოგიყვებათ.