Pegasus Airlines წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა თურქეთში, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მოკლე და საშუალო დიაპაზონის ფრენებზე. პეგასუსი დაარსდა 1990 წელს, სტამბოლში, როგორც ჩარტერული ავიაკომპანია. ხოლო, 2005 წელს, იგი ESAS Holding-მა შეიძინა და ავიამიმოსვლა განაგრძო, როგორც რეგულარულ ფრენებზე ორიენტირებულმა ავიაკომპანიმ.
პეგასუსი, როგორც თურქეთის პირველი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და ასევე რეგიონის ავიაციის ერთ-ერთი ლიდერი, მგზავრებს უახლესი თვითმფრინავებით სთავაზობს ავიამიმოსვლას დაბალი ტარიფებითა და პუნქტუალური ფრენებით.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
ავიაკომპანია პეგასუსისი -ს სათაო ოფისი მდებარეობს სტამბოლის პენდიკის კურტკოის მხარეში, ხოლო ბაზები კი ქვეყნის რამდენიმე აეროპორტში აქვს, საიდანაც ფრენებს ახორციელებს თურქეთის, ევროპის, რუსეთისა და კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის მიმართულებით.
ავიაკომპანიის მიმართულებათა ქსელი მუდმივად მზარდია და მოიცავს ისეთ ქალაქებს, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, ვენა, მიუნხენი, დუბაი, შტუტგარტი, პრაღა, ათენი, ციურიხი, ამსტერდამი, მილანი, პარიზი, რომი, ბერლინი, კიოლნი, ჰამბურგი და სხვ.
Pegasus ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ანტალია | 27 აპრილი 2025 | 12 მაისი 2025 | ბილეთები 330 - დან |
Pegasus georgia ქართველი მოგზაურთათვის კარგად ნაცნობი ავიაკომპანიაა, რომელიც წლებია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი– დან ფრენებს უამრავი მოთხოვნადი და პოპულარული ქვეყნის მიმართულებით ახორციელებს.
2023 წლის ბოლოდან კი აიაკომპანიამ ქუთაისის აეროპორტი -ს მიმართულებითაც დაიწყო ოპერირება და პირდაპირ ავიამიმოსვლა ქუთაისი სტამბოლი სტამბოლი ქუთაისი -ს საჰაერო ხაზზე შემოგვთავაზა.
Pegasus kutaisi ფრენებს სტამბოლის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამსაბათს, ხუთშაბათს და კვირას ახორციელებს. პირდაპირი რეისის ხანგრძლივობა კი 2 სთ და 10 წთ-ია.
Pegasus ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სტამბოლი | 22 ნოემბერი 2024 | 24 ნოემბერი 2024 | ბილეთები 265 - დან |
Pegasus ფლოტი
ავიაკომპანიის ფლოტი 110 თვითმფრინავისგან შედგება, რომელიც მოიცავს Airbus და Boeing ტიპის საჰაერო ხომალდებს, კერძოდ: 16 Boeing 737-800 ; 53 Airbus 320-200neo ; 41 Airbus A321-200neo.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის ფლოტი თურქეთში ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ხომალდებისგან შედგება. მათი საშუალო ასაკი 4,7 წელია. ამასთან, პეგასუსი აგრძელებს ფლოტის ტრანსფორმაციას ახალგაზრდა, შემდეგი თაობის, უფრო ეკოლოგიურად სუფთა თვითმფრინავების დამატებით. 2024 წლის ბოლოსთვის კი მიზნად ისახავს, რომ მათი რაოდენობა 118-მდე გაზარდოს.
Pegasus ბარგის პოლიტიკა
ფრენები საერთაშორისო და კვიპროსის საჰაერო ხაზზე:
- Light – სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა.
- Saver – სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა; სალონის ბარგი; 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი.
- Saver Plus – სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა; სალონის ბარგი; 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი.
- Comfort Flex – სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა; სალონის ბარგი; 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი.
მგზავრებს, რომლებსაც არ აქვთ სალონის ბარგი საერთაშორისო და კვიპროსის ფრენებზე, დასაშვებია მხოლოდ 1 ერთეული სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა, რომლის წინაც არ აღემატება 3 კგ-ს.
მგზავრებს, რომლებსაც აქვთ სალონის ბარგი საერთაშორისო და კვიპროსის ფრენებზე, ნებადართულია 1 ერთეული სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა და 1 სალონის ბარგი – 8 კგ და 40x20x55 სმ.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
შიდა ფრენებისთვის ონლაინ რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 2 დღით ადრე და იხურება რეისის გამგზავრებამდე 60 წუთით ადრე.
საერთაშორისო ფრენებისთვის, ონლაინ რეგისტრაცია ასევე იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 2 დღით ადრე და იხურება რეისის გამგზავრებამდე 60 წუთით ადრე.