Lufthansa georgia ლუფთანზა საქართველო

მოკლედ: Lufthansa გერმანიის ეროვნული ავიაკომპანია და Star Alliance-ის დამფუძნებელია; თბილისიდან გერმანიამდე ფრენა ~4-4.5 საათია.

  • ტარიფები: Economy Light (ხელბარგი), Classic, Flex
  • ხელბარგი: 8 კგ (55x40x23 სმ)
  • ლოიალობა: Miles & More
  • ჩექინი: ონლაინ ფრენამდე 23 საათით ადრე

Lufthansa გერმანული ავიაკომპანიაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა. ხოლო ოპერირება კი 1955 წლის აპრილში დაიწყო. შვილობილ ავიაკომპანიებთან ერთად, ის ევროპაში მეორე ადგილზეა გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობით და მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესი ავიაკომპანიაა შემოსავლების მიხედვით.

საკუთარი ბრენდის ქვეშ არსებული ავიაკომპანიების გარდა, Lufthansa Group ასევე ფლობს რამდენიმე სხვა ავიაკომპანიას, მათ შორის Austrian Airlines, Eurowings, Brussels Airlines, Discover Airlines და Swiss International Air Lines.

Lufthansa-ს კორპორატიული შტაბ-ბინა კიოლნშია. ძირითადი ბაზა კი ფრანკფურტის აეროპორტში, ავიაკომპანიის ძირითად ჰაბში. მას ასევე გააჩნია მეორე ჰაბი, რომელიც მდებარეობს მიუნხენის აეროპორტში.

აღსანიშნავია, რომ ლუფთჰანზა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიაკომპანიების ალიანსს Star Alliance -ის დამფუძნებელთაგან ერთ-ერთი, რომელიც დაარსდა 1997 წელს.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი

2024 წლის მაისის მდგომარეობით, ავიაკომპანია ლუფთანზა ოპერირებას 16 შიდა და 188 საერთაშორისო მიმართულებას სულ 73 ქვეყანაში ახდენს. ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:

საქართველო, იტალია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ხორვატია, ეგვიპტე, იორდანია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაილანდი, ისრაელი, ლუქსემბურგი, უნგრეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მექსიკა, მონტენეგრო, ბულგარეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ჩინეთი, ჰონგ კონგი, იაპონია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, მაროკო, ნიდერლანდები, ნიგერია, კოლუმბია და სხვ.

Lufthansa georgia საქართველოში ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ახორციელებს. პირდაპირი რეისები თბილისი მიუნხენი -ს საჰაერო ხაზზე ყოველდღე, Airbus A321neo თვითმფრინავით სრულდება.

Lufthansa ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
მიუნხენი23 დეკემბერი 20266 იანვარი 2027Lufthansaბილეთები 601 - დან

 

Lufthansa ფლოტი

2024 წლის მაისის მონაცემებთ, ლუფთანზას ფლოტი შედგება 323 ერთეული Boeing  და Airbus ტიპის საჰაერო ხომალდებისაგან შედგება.

ავიაკომაპნია მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებისთვის Airbus 321-100/200; Airbus A321neo; Airbus 320-200; Airbus A320neo; Airbus 319-100; Embraer 195; Embraer 190; Bombardier CRJ900 -ს იყენებს.

ხოლო შორ მანძილზე ფრენებისთვის კი: Airbus A380-800; Airbus A350-900; Airbus A340-600; Airbus A340-300; Airbus A330-300; Boeing 747-8; Boeing 747-400 -ს.

მომსახურების კლასები:

ავიაკომპანია მგზავრებს სთავაზობს იდეალურ მომსახურებას ყველა სახის მოგზაურობისთვის. იქნება ეს Economy, Premium Economy, Business or First Class.

  • Economy Class – საზურგეების თხელი კონსტრუქციის წყალობით, სავარძლები უზრუნველყოფს მეტ ადგილს ფეხებისთვის, რათა კომფორტულად იყოთ ეკონომ კლასშიც. შორ მანძილზე ფრენებზე, სავარძლების ფართო ბალიშები და თითოეულ სავარძელზე ინდივიდუალურად რეგულირებადი თავის მისაყრდნობი, უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას.
  • Premium Economy Class – გთავაზობთ 50%-ით მეტ სივრცეს; 23 კგ-მდე წონის უფასო ბარგის ორ ერთეულს – ორჯერ მეტს ვიდრე ეკონომ კლასში; პერსონალურ მონიტორს გასართობი პროგრამებით; უალკოჰოლო სასმელები.
  • Business Class – ბიზნეს კლასი მოკლე და საშუალო მანძილის მარშრუტებზე გთავაზობთ პრიორიტეტულ რეგისტრაციას და ჩასხდომას, მეტ ბარგს, ლაუნჯს, მეტ პირად სივრცეს ბორტზე და სვებას. ხოლო, გრძელი მანძილის მარშრუტებზე კი საუკეთესო სადილს, ფილმებს, სერიალებს და ტელევიზიას, ლაუნჯს.

Lufthansa ბარგის პოლიტიკა

ხელბარგი

  • Economy Class – 1 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი, მაქსიმალური ზომებით – 55 x 40 x 23 სმ.
  • Premium Economy Class – 1 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი, მაქსიმალური ზომებით – 55 x 40 x 23 სმ.
  • Business Class – 2 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი, მაქსიმალური ზომებით – 55 x 40 x 23 სმ.
  • First Class – 2 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი, მაქსიმალური ზომებით – 55 x 40 x 23 სმ.

უფასო ბარგი

  • Economy Class – 1 ცალი 23 კგ-მდე ბარგი, მაქსიმალური ზომით – 158 სმ (სამივე განზომილებაში).
  • Premium Economy Class – 2 ცალი 23 კგ-მდე ბარგი, მაქსიმალური ზომით – 158 სმ.
  • Business Class – 2 ცალი 23 კგ-მდე ბარგი, მაქსიმალური ზომით – 158 სმ.
  • First Class – 3 ცალი 23 კგ-მდე ბარგი, მაქსიმალური ზომით – 158 სმ.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

  • ონლაინ რეგისტრაცია – ონლაინ რეგისტაცია იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 30 საათით ადრე.
  • ავტომატური რეგისტრაცია – ამ პრაქტიკული სერვისის მეშვეობით, თქვენი ჩასხდომის ბარათი ავტომატურად გამოიგზავნება ტექსტით ან ელექტრონული ფოსტით, პირდაპირ თქვენს მობილურ ტელეფონზე, გამგზავრებამდე 23 საათით ადრე.
  • გვიან ღამით რეგისტრაცია – გვიან ღამით რეგისტრაცია საშუალებას გაძლევთ ჩააბაროთ ბარგი ფრენის წინა საღამოს.

ლუფთანზა საქართველო – ფრენები თბილისიდან

ლუფთანზა (Lufthansa, ხშირად წერენ ლუფტანზა, ლუფტჰანზა) გერმანიის ეროვნული ავიაკომპანია და Star Alliance-ის დამფუძნებელი წევრია. ლუფთანზა თბილისი-დან გერმანიის ჰაბებში დაფრინავს, საიდანაც მოსახერხებელი ტრანზიტია ევროპის, ამერიკისა და აზიის ასობით ქალაქში. ფრენა თბილისიდან გერმანიამდე დაახლოებით 4-4.5 საათს გრძელდება.

ლუფტანზა თბილისი კონტაქტი

ლუფტანზა თბილისი კონტაქტი – ოფიციალური საკონტაქტო ინფორმაცია, ქოლ-ცენტრის ნომრები და ჩატი ავიაკომპანიის ვებსაიტზე (lufthansa.com), „Help & Contact“ განყოფილებაშია განთავსებული. იქვე შეგიძლიათ მართოთ ჯავშანი, შეცვალოთ ფრენის თარიღი, დაამატოთ ბარგი და გაიაროთ ონლაინ ჩექინი (ფრენამდე 23 საათით ადრე).

ლუფთანზას ტარიფები და ბარგი

ევროპულ რეისებზე ლუფთანზა რამდენიმე ტარიფს სთავაზობს: Economy Light – მხოლოდ ხელბარგით, Economy Classic – ჩასაბარებელი ბარგით და Economy Flex – მოქნილი ცვლილების პირობებით. ხელბარგის ნორმა, როგორც წესი, 8 კგ-ია (55x40x23 სმ). Miles & More – ლუფთანზას ლოიალობის პროგრამაა, სადაც ყოველ ფრენაზე მილებს დააგროვებთ.

დაჯავშნე Lufthansa -ს ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907

ბარგის ნორმები ავიაკომპანიების მიხედვით: ბარგის ნორმები.

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

პეგასუსის ბარგი – ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი

პეგასუსი (Pegasus Airlines) თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და მისი ბარგის...

სამოგზაურო ინტერნეტი: როგორ დარჩეთ ონლაინ კავშირზე

უცხო ქვეყნის აეროპორტში დაშვებისას პირველი, რაც ყველას გვჭირდება, ოჯახის წევრებთან დაკავშირება, სასტუმრომდე მისასვლელი რუკის გახსნა ან ტაქსის გამოძახებაა. სწორედ ამ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად...

კომპანია Avia.ge-ს ახალი ოფისი თბილისში

საქართველოს ბაზრის ონლაინ ავიბილეთების საძიებო სისტემის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია Avia.ge-მ, ოპერირების ახალ, თანამედროვე ოფისში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კომპანიის ახალი მისამართია ქ. თბილისი, დავით...

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ქვეყნიდან 52 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, იძულებით გააძევეს.ადგილობრივი მედია, ირლანდიის...