FlyNero
FlyNero

ქუთაისის აეროპორტი kutaisi airport ფრენები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ცნობილი როგორც კოპიტნარის აეროპორტი, დავით აღმაშენებლის სახელობისაა. ის ქალაქ ქუთაისიდან 14 კილომეტრის დაშოებით მდებარეობს და ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტიდან.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთია, რომელიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას სთავაზობს. ასევე ისიც, რომ იგი საკვანძო მნიშვნელობისა აეროპორტია და 300 კმ. რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს.

აეროპორტი 2012 წელს ხელახლა აშენდა, რის შემდეგაც, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ამჟამად კი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, ბოლო რეკონსრუქციის შედეგად, გაფართოვდა ავტოსადგომი და ამჟამად ის 700 ავტომობილს იტევს. ასევე დაიგო 20 000 მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საპარკინგე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო დეკორატიული ღობე და გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია.

ახლო მომავალში კი იგეგმება 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა და ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს მიიღოს და მოემსახუროს ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდს.

რომელი მიმართულებით სრულდება ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან ?

პირდაპირი რეგულარული ფრენები ქუთაისიდან 50-მდე მიმართულებით ხორციელდება. ესენია: პარიზი, ბარსელონა, მილანი, რომი, ბერლინი, ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, რიგა, აბუ დაბი, ათენი, ლარნაკა, სალონიკი, ტალინი, დორტმუნდი, ვარშავა და სხვ. ჩამონათვალი კი მუდმივად მზარდია.

თანამედროვე ინფრასტრუქტურის დახმარებით, რეისები ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისის აეროპორტი -დან ?

ქუთაისის აეროპორტი ცნობილია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებით, როგორიცაა ყველასთვის კარგად ნაცნობი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, Belavia და Air astana, ახლახანს კი მათ სიას თურქული ავიაკომპანია Pegasus -იც შეემატა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა11 ნოემბერი 202515 ნოემბერი 2025FlyArystanბილეთები 583 - დან
ათენი17 დეკემბერი 202519 დეკემბერი 2025Wizz Airბილეთები 199 - დან
ბარსელონა5 ნოემბერი 202517 ნოემბერი 2025Wizz Airბილეთები 471 - დან
ბერლინი9 ნოემბერი 202513 ნოემბერი 2025Wizz Airბილეთები 309 - დან
ბრიუსელი30 ნოემბერი 20253 დეკემბერი 2025Wizz Airბილეთები 255 - დან
ბუდაპეშტი8 იანვარი 202610 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 233 - დან
დორტმუნდი16 დეკემბერი 202513 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 276 - დან
მემინგენი20 დეკემბერი 202510 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 171 - დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 219 - დან
ჰამბურგი2 დეკემბერი 20259 დეკემბერი 2025Wizz Airბილეთები 313 - დან

 

ტრანსპორტირება ქუთაისის აეროპორტში

როგორც უკვე აღინიშნა, აეროპორტი 14 კილომეტრითაა დაშორებულია ქალაქის ცენტრიდან. ამიტომ, 2024 წლის აპრილიდან ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ავტობუსების განრიგი კი მაქსიმალურად იქნება მორგებული ფრენების განრიგებზე. აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

რაც შეეხება თბილისიდან და ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით ტრანსპორტირებას, კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობას სატრანსპორტო კომპანია Georgian Bus უზრუნველყოფს, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, ფრენების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.

კიდევ რა მომსახურებას უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტი ?

აეროპორტში ასევე შეხვდებით ბანკებს და ბანკომატებს, ასევე სავაჭრო და კვების ობიექტებს.

დაჯავშნე ფრენები ქუთაისიდან ყველაზე იაფად და აღმოაჩინე უამრავი შთამბეჭდავი მიმართულება. დაგვირეკე: 551 907 907 

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

სოლო მოგზაურობა – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო თანამგზავრი

არსებობს მოგზაურობის ერთი ფორმა, რომელიც ერთდროულად იწვევს შიშსა და...

მოგზაურობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

საქართველოში მზარდი ტურიზმისა და ავიამიმოსვლის ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი...

FlyGeorgia – დაგეგმეთ მოგზაურობა ერთ სივრცეში

დღეს, როდესაც ონლაინ სივრცეში იაფი ავიაბილეთების მოძიება სულ უფრო...

სამოგზაურო ინტერნეტი საუკეთესო ფასად

უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, სამოგზაურო ინტერნეტის ქონაა,...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

სოლო მოგზაურობა – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო თანამგზავრი

არსებობს მოგზაურობის ერთი ფორმა, რომელიც ერთდროულად იწვევს შიშსა და...

მოგზაურობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

საქართველოში მზარდი ტურიზმისა და ავიამიმოსვლის ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი...

FlyGeorgia – დაგეგმეთ მოგზაურობა ერთ სივრცეში

დღეს, როდესაც ონლაინ სივრცეში იაფი ავიაბილეთების მოძიება სულ უფრო...

სამოგზაურო ინტერნეტი საუკეთესო ფასად

უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, სამოგზაურო ინტერნეტის ქონაა,...

სტამბოლის ღირსშესანიშნაობები

სტამბოლი - ქალაქი, რომელიც ორ კონტინენტს აერთიანებს და საუკუნეების...

სოლო მოგზაურობა – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო თანამგზავრი

არსებობს მოგზაურობის ერთი ფორმა, რომელიც ერთდროულად იწვევს შიშსა და უსაზღვრო მიზიდულობას - ეს სოლო მოგზაურობაა. იდეა, ჩაალაგო ჩანთა და მარტო გაემგზავრო უცხო ქალაქის ან...

მოგზაურობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

საქართველოში მზარდი ტურიზმისა და ავიამიმოსვლის ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (Tbilisi International Airport) წლებია წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად საავიაციო კავშირის ცენტრს. სწორედ აქედან იწყება და...

FlyGeorgia – დაგეგმეთ მოგზაურობა ერთ სივრცეში

დღეს, როდესაც ონლაინ სივრცეში იაფი ავიაბილეთების მოძიება სულ უფრო დიდ გამოწვევად იქცა, FlyGeorgia.com მოგზაურებისთვის საიმედო დამხმარეა. ეს თანამედროვე პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ მოგზაურობის დაგეგმვა...