Israir Airlines არის ისრაელის საკუთრებაში მყოფი ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს თელ-ავივში. დაარსდა 1989 წელს, და წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ავიაკომპანიას, რომელიც ასრულებს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებს.
Israir ორიენტირებულია ფრენის ხელმისაწვდომ ვარიანტებზე, მგზავრების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
Israir რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს მთავარი ცენტრიდან – თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის, ხმელთაშუა ზღვისა და ქვეყნის შიდა მიმართულებებზე ასრულებს.
2024 წლის მდგომარეობით, ავიაკომპანია ოპერირებს 22 ქეყანაში – 2 შიდა და 36 საერთაშორისო მიმართულებაზე. მათ შორის: პრაღა, ბერლინი, ათენი, სანტორინი, ბუდაპეშტი, რომი, ნიაპოლი, ლისაბონი, ბარსელონა, ბაქო, სოფია, ლარნაკა, ოსლო, ვარშავა, ბუქარესტი, დუბაი და სხვ.
Israir georgia საქართველოში ფრენებს თელ-ავივიდან თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ახორციელებს. ამ დროისათვის, თბილისი თელ-ავივი თელ-ავივი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 5-ჯერ სრულდება, ხოლო ბათუმი თელ-ავივი თელ-ავივი ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე კი – 6-ჯერ.
პირდაპირი ფრენები თბილისი თელ-ავივი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
16 ოქტომბერი 2024 | 27 ოქტომბერი 2024 | ბილეთები 587 - დან | |
5 ნოემბერი 2024 | 7 ნოემბერი 2024 | ბილეთები 542 - დან | |
3 დეკემბერი 2024 | 10 დეკემბერი 2024 | ბილეთები 575 - დან |
Israir Airlines ასევე ახორციელებს სეზონურ და ჩარტერულ ფრენებს სხვადასხვა დასასვენებელ საკურორტო მიმართულებებზე. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები.
Israir ფლოტი
ავიაკომპანიის ფლოტი ძირითადად შედგება 6 Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებისგან, რომლებიც ცნობილია მათი ეფექტურობითა და საიმედოობით.
მომსახურების კლასები :
Israir Airlines მგზავრებს სთავაზობს მომსახურების ორ ძირითად კლასს: ეკონომ კლასს და ბიზნეს კლასს.
- Economy Class – შექმნილია კომფორტული და ხელმისაწვდომი მოგზაურობისთვის. ეს კლასი უზრუნველყოფს კომფორტულ სავარძლებს ფეხებისთვის სტანდარტული სივრცით, ფრენის დროს უფასო გასართობ პროგრამბეს, ასევე შესაძლებელია საჭმლისა და სასმელების შეძენა.
- Business Class – ეს კლასი მიზნად ისახავს ფრენის პრემიუმ გამოცდილების უზრუნველყოფას. მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ფართო სავარძლებითა და უფრო მეტი მეტი სივრცით ფეხებისთვის, პრიორიტეტული შემოწმებით და ჩასხდომით, წვდომით აეროპორტების ლაუნჯებზე, უფასო საკვებითა და სასმელებით და გაუმჯობესებული გასართობი პროგრამებით ფრენის დროს.
Israir ბარგის პოლიტიკა
Economy Class:
- ხელბარგი – 1 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი, რომლის ზომაც არ აღემატება 50x40x20 სმ-ს.
- ჩასაბარებელი ბარგი – 1 ცალი 23 კგ-მდე ჩასაბარებელი ბარგი, ზომით 158 სმ (სამივე განზომილების ჯამი).
Business Class:
- ხელბარგი – 1 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი, რომლის ზომაც არ აღემატება 50x40x20 სმ-ს.
- ჩასაბარებელი ბარგი – 2 ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეულის წონა არ უნდა აღემატებოდეს 32 კგ-ს, ზომა კი 158 სმ-ს (სამივე განზომილების ჯამი).
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.
რეგისტრაცია აეროპორტში – ჩვეულებრივ, საერთაშორისო ფრენებისთვის იხსნება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე და იხურება 1 საათით ადრე.
დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად Israir Airlines -ის რეისებზე. დაგვირეკე: 551 907 907