Georgian Wings ავიაკომპანია Geosky -ს სამგზავრო მიმართულებაა, ბაზირებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. თავად ავიაკომპანია ჯეო სქაი, რომელიც სატვირთო საჰაერო გადამზიდვებს ახორციელებს, 2017 წელს დაარსდა, ხოლო ჯეორჯიან ვინგსი კი 2023 წელს.
აღსანისნავია, რომ Georgian Wings -მა მოიპოვა IOSA -ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის უსაფრთხობის აუდიტი) წარმატებით დასრულების სერთიფიკატი. ავიაკომპანიის გუნდის დაუღალავი შრომისა და ორგანიზაციაში დანერგილი მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, ჯეორჯიან ვინგსმა წარმატებით გაიარა IATA-ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი.
IOSA-ს პროგრამის წარმატებით გავლა ხსნის გზას IATA-ს წევრობისაკენ. IATA-ს წევრობა კი კიდევ ერთი წარმატება იქნება როგორც ავიაკომპანიის, ისე სრულიად საქართველოს ავიაციისთვის.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
ავიაკომპანია ჯეორჯიან ვინგსი თბილისის აეროპორტი -დან ერთ შიდა და რამდენიმე საერთაშორისო რეისს ასრულებს. შიდა ფრენებს ბათუმის მიმართულებით გვთავაზობს, ხოლო საერთაშორისო რეისებს კი პრაღის, ბაქოს, ტაშკენტის და კიშინეუს საჰაერო ხაზზე.
2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ჩარტერულ ფრენებს ბოდრუმისა და შარმ-ელ-შეიხის მიმართულებითაც ასრულებს.
Georgian Wings –ის სამომავლო გეგმა კი თურქეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყებაა, კერძოდ კი სამსუნისა და ტრაპიზონში ოპერირებაა.
Georgian Wings ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
შარმ-ელ-შეიხი | 19 იანვარი 2025 | 26 იანვარი 2025 | ბილეთები 2 026 - დან |
Georgian Wings ფლოტი
ავიაკომპანია ფრენებს Boeing 737 ტიპისი საჰაერო ხომალდით ახორციელებს, რომელიც 148 ეკონომ სავარძელს აერთიანებს. ასევე მაღალ სერვისზე და სტანდარტებზე მორგებული, 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული საჰაერო ხომალდი – Boeing 737-800 .
Georgian Wings ბარგის პოლიტიკა
- Promo Economy: ხელბარგი – 7 კგ და 55 x 40 x 25 სმ.
- Lite Economy: ხელბარგი – 7 კგ და 55 x 40 x 25 სმ, რეგისტრირებული ბარგი – 6 კგ და 158 სმ.
- Standard Economy: ხელბარგი – 7 კგ და 55 x 40 x 25 სმ, რეგისტრირებული ბარგი – 12 კგ და 158 სმ.
- Plus Economy: ხელბარგი – 7 კგ და 55 x 40 x 25 სმ, რეგისტრირებული ბარგი – 23 კგ და 158 სმ.
(ბარგის წონის გადაჭარბებაზე მოქმედებს დამატებითი გადასახადი)
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ აეროპორტში და იწყება გამგზავრებამდე 2 საათით ადრე, იხურება გამგზავრებამდე 45 წუთით ადრე. აეროპორტში რეგისტრაცია უფასოა.