Georgian Airways ჯორჯიან ეარვეისი

მოკლედ: Georgian Airways (აირზენა) საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიაა, ბაზით თბილისის აეროპორტში.

  • ბრენდი: Airzena და Georgian Airways ერთი და იგივე ავიაკომპანიაა
  • ბაზა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
  • ბილეთები: ოფიციალური საიტი, სალარო აეროპორტში, სააგენტოები
  • ბარგი: ტარიფის მიხედვით — ყიდვამდე შეამოწმეთ

Georgian Airways , ადრე ცნობილი როგორც Airzena, არის ქართული ავიაკომპანიაა, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. იგი 1993 წელს აირზენას სახელით დაარსდა, ხოლო 2004 წლიდან კი ჯორჯიან ეარვეისის სახელით ოპერირებს.

Georgian Airways -ის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მსოფლიოს მსხვილ ავიაკომპანიებთან პარტნიორობის დამყარებაა. კომპანიის თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიასთან, როგორიცაა Air France, KLM, Delta Air Lines და სხვ. რაც აძლიერებს მის კავშირებს და მომსახურების ხარისხს.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი 

ჯორჯიან ეარვეისი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან სხვადასხვა მიმართულებით გვთავაზობს. 2024 წლიდან, ავიაკომპანია ახორციელებს პირდაპირ რეისებს 18 საერთაშორისო მიმართულებაზე 11 ქვეყანაში. მათშორისაა ევროპის რამდენიმე ქალაქი: ვენა, პარიზი, ნიცა, ამსტერდამი, მიუნხენი, ბერლინი, მილანი, ლარნაკასა და თელ-ავივი.

Georgian Airways ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი14 ოქტომბერი 202621 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysბილეთები 918 - დან
ბათუმი8 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysბილეთები 496 - დან
ლარნაკა10 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysბილეთები 921 - დან
ნიცა7 ოქტომბერი 202610 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysბილეთები 1 316 - დან
ნოვოსიბირსკი6 ნოემბერი 202613 ნოემბერი 2026Georgian Airwaysბილეთები 1 261 - დან
რომი12 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysბილეთები 1 170 - დან

 

Georgian Airways ფლოტი

2024 წლის მონაცემებით, Georgian Airways ფლობს ფლოტს, რომელიც მოიცავს რამდენიმე ტიპის თვითმფრინავს.

  • Boeing 737-700 : ამ თვითმფრინავი იტევს 133 მგზავრს. მათგან 12 ადგილი განკუთვნილია ბიზნეს კლასისთვის, ხოლო 121 ეკონომ კლასისთვის.
  • Boeing 737-800 : Georgian Airways-ს აქვს ამ მოდელის ორი კონფიგურაცია: ერთი კონფიგურაცია 172 ადგილით, რომელთაგან 16 ბიზნეს კლასისაა და 156 ეკონომ კლასის და ერთი 168 ადგილიანი ხომალდი, რომელიც მოიცავს 18 ბიზნეს კლასს და 150 ეკონომ კლასის ადგილებს.
  • CRJ 200 : ამ პატარა რეგიონულ თვითმფრინავს აქვს 46 ადგილი, 4 ბიზნეს კლასში და 42 ეკონომ კლასში.

ეს მრავალფეროვანი ფლოტი, Georgian Airways -ს საშუალებას აძლევს მგზავრებს შესთავაზოს მრავალფეროვანი მომსახურება, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო მარშრუტებზე.

მომსახურების კლასები:

Georgian Airways გთავაზობთ მომსახურების ორ ძირითად კლასს: ეკონომ კლასს და ბიზნეს კლასს.

Economy Class – ეკონომ კლასი იყოფა სამ ტიპად: მსუბუქი, სტანდარტული და მოქნილი. ტარიფის თითოეული ტიპი უზრუნველყოფს სხვადასხვა დონის მოქნილობას და შეღავათებს. ეკონომიკურ კლასს აქვს 78-86 სანტიმერტის სავარძლები და მოიცავს ქართულ კერძებს. მგზავრებს შეუძლიათ თან იქონიონ 8 კგ-მდე ხელბარგი და 23 კგ-მდე ჩასაბარებელი ბარგი.

დამატებითი სერვისები, როგორიცაა ადგილების შერჩევა, შესაძლებელია დამატებით თანხის გადახდის შემთხვევაში.

Business Class – ბიზნეს კლასის მგზავრები სარგებლობენ უფრო ფართო სავარძლებით, პრიორიტეტული რეგისტრაციით, დამატებითი ბარგით (ორი ჩასაბარებელი ბარგი, თითო 32 კგ-მდე) და აეროპორტის ლაუნჯებზე წვდომით შერჩეულ ადგილებზე, მაგ. ამსტერდამი და თელ-ავივი.

საბორტო მომსახურება მოიცავს უმაღლესი ხარისხის კერძებს, როგორიცაა სალათები და ქართული ყველის დაფებს. ბიზნეს კლასის მგზავრები, ასევე სარგებლობენ პრიორიტეტული ჩასხდომით და გაუმჯობესებული სახმელეთო სერვისებით.

Georgian Airways ბარგის პოლიტიკა

ხელბარგი: 

  • Economy Class – 1 ცალი 8 კგ-მდე ჩანთა, მაქსიმალური ზომებით 55 x 40 x 20 სმ.
  • Business Class – 1 ცალი 8 კგ-მდე ჩანთა, მაქსიმალური ზომებით 55 x 40 x 20 სმ.

ჩასაბარებელი ბარგი: 

  • Economy Class – 1 ცალი 23 კგ-მდე ჩანთა, მაქსიმალური ზომებით 158 სმ (სიგრძე + სიმაღლე + სიგანე).
  • Business Class – 2 ცალი ჩანთა, თითოეული 23 კგ-მდე, მაქსიმალური ზომებით 158 სმ (სიგრძე + სიმაღლე + სიგანე).

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება გამგზავრებამდე 24 საათით ადრე ყველა ფრენისთვის.

რეგისტრაცია აეროპორტში

  • რეგისტრაცია შიდა ფრენებისთვის იხსენება გამგზავრებამდე 2 საათით ადრე და იხურება 40 წუთით ადრე.
  • რეგისტაცია საერთაშორისო ფრენებისთვის იხსენება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე და იხურება 1 საათით ადრე.

პრიორიტეტული რეგისტრაცია – ბიზნეს კლასის მგზავრებს, რეისზე დარეგისტრირება შეუძლიათ სპეციალური სარეგისტრაციო დახლების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და მოსახერხებელ მომსახურებას.

რეკომენდირებულია აეროპორტში შედარებით ადრე მისვლა, რათა დროულად გაიაროთ ყველა საჭირო პროცედურა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ ბარგის ჩაბარება, უსაფრთხოების შემოწმების გავლა ან საჭიროებთ სპეციალური დახმარებას.

აირზენა – ჯორჯიან ეარვეისი (Airzena Georgian Airways)

ჯორჯიან ეარვეისი (Georgian Airways) საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიაა, რომელიც თავდაპირველად აირზენა-ს (Airzena) სახელით დაარსდა. ამიტომ ბევრი მგზავრი დღესაც ეძებს „Airzena Georgian Airways“-ს ან „აირზენას ბილეთებს“ – ეს ერთი და იგივე ავიაკომპანიაა. მისი მთავარი ბაზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტია.

აირზენას რეისები

აირზენას რეისები თბილისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე მიმართულებით სრულდება. მარშრუტების ქსელი და განრიგი სეზონურად იცვლება, ამიტომ აქტუალური მიმართულებები ყოველთვის ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე ან frenebi.com-ის საძიებო სისტემაში შეამოწმეთ.

Georgian Airways ბილეთები – როგორ ვიყიდოთ

Georgian Airways ბილეთები, ანუ აირზენას ავიაბილეთები, შეგიძლიათ შეიძინოთ:

  • ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე;
  • აირზენას ოფისი-ში ან თბილისის აეროპორტის სალაროში;
  • ტურისტულ სააგენტოებსა და ონლაინ საძიებო სისტემებში.

ბილეთის ყიდვისას შეამოწმეთ ტარიფის პირობები – ბარგის ნორმა, ცვლილებისა და დაბრუნების წესები.

ხშირად დასმული კითხვები

აირზენა და ჯორჯიან ეარვეისი ერთი და იგივეა?

დიახ. Airzena ავიაკომპანიის თავდაპირველი სახელწოდებაა, დღეს კი ის Georgian Airways-ის სახელით ოპერირებს.

დაჯავშნე Georgian Airways -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 

ბარგის ნორმები ავიაკომპანიების მიხედვით: ბარგის ნორმები.

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

პეგასუსის ბარგი – ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი

პეგასუსი (Pegasus Airlines) თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და მისი ბარგის...

სამოგზაურო ინტერნეტი: როგორ დარჩეთ ონლაინ კავშირზე

უცხო ქვეყნის აეროპორტში დაშვებისას პირველი, რაც ყველას გვჭირდება, ოჯახის წევრებთან დაკავშირება, სასტუმრომდე მისასვლელი რუკის გახსნა ან ტაქსის გამოძახებაა. სწორედ ამ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად...

კომპანია Avia.ge-ს ახალი ოფისი თბილისში

საქართველოს ბაზრის ონლაინ ავიბილეთების საძიებო სისტემის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია Avia.ge-მ, ოპერირების ახალ, თანამედროვე ოფისში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კომპანიის ახალი მისამართია ქ. თბილისი, დავით...

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ქვეყნიდან 52 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, იძულებით გააძევეს.ადგილობრივი მედია, ირლანდიის...