FlyNero
FlyNero

Georgian Airways ჯორჯიან ეარვეისი

Georgian Airways , ადრე ცნობილი როგორც Airzena, არის ქართული ავიაკომპანიაა, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. იგი 1993 წელს აირზენას სახელით დაარსდა, ხოლო 2004 წლიდან კი ჯორჯიან ეარვეისის სახელით ოპერირებს.

Georgian Airways -ის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მსოფლიოს მსხვილ ავიაკომპანიებთან პარტნიორობის დამყარებაა. კომპანიის თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიასთან, როგორიცაა Air France, KLM, Delta Air Lines და სხვ. რაც აძლიერებს მის კავშირებს და მომსახურების ხარისხს.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი 

ჯორჯიან ეარვეისი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან სხვადასხვა მიმართულებით გვთავაზობს. 2024 წლიდან, ავიაკომპანია ახორციელებს პირდაპირ რეისებს 18 საერთაშორისო მიმართულებაზე 11 ქვეყანაში. მათშორისაა ევროპის რამდენიმე ქალაქი: ვენა, პარიზი, ნიცა, ამსტერდამი, მიუნხენი, ბერლინი, მილანი, ლარნაკასა და თელ-ავივი.

Georgian Airways ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ლარნაკა5 დეკემბერი 20249 დეკემბერი 2024Georgian Airwaysბილეთები 649 - დან
ნიცა7 დეკემბერი 202414 დეკემბერი 2024Georgian Airwaysბილეთები 1 043 - დან
ნოვოსიბირსკი16 დეკემბერი 202421 დეკემბერი 2024Georgian Airwaysბილეთები 1 235 - დან
ვენა5 დეკემბერი 202419 დეკემბერი 2024Georgian Airwaysბილეთები 1 057 - დან

 

Georgian Airways ფლოტი

2024 წლის მონაცემებით, Georgian Airways ფლობს ფლოტს, რომელიც მოიცავს რამდენიმე ტიპის თვითმფრინავს.

  • Boeing 737-700 : ამ თვითმფრინავი იტევს 133 მგზავრს. მათგან 12 ადგილი განკუთვნილია ბიზნეს კლასისთვის, ხოლო 121 ეკონომ კლასისთვის.
  • Boeing 737-800 : Georgian Airways-ს აქვს ამ მოდელის ორი კონფიგურაცია: ერთი კონფიგურაცია 172 ადგილით, რომელთაგან 16 ბიზნეს კლასისაა და 156 ეკონომ კლასის და ერთი 168 ადგილიანი ხომალდი, რომელიც მოიცავს 18 ბიზნეს კლასს და 150 ეკონომ კლასის ადგილებს.
  • CRJ 200 : ამ პატარა რეგიონულ თვითმფრინავს აქვს 46 ადგილი, 4 ბიზნეს კლასში და 42 ეკონომ კლასში.

ეს მრავალფეროვანი ფლოტი, Georgian Airways -ს საშუალებას აძლევს მგზავრებს შესთავაზოს მრავალფეროვანი მომსახურება, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო მარშრუტებზე.

მომსახურების კლასები:

Georgian Airways გთავაზობთ მომსახურების ორ ძირითად კლასს: ეკონომ კლასს და ბიზნეს კლასს.

Economy Class – ეკონომ კლასი იყოფა სამ ტიპად: მსუბუქი, სტანდარტული და მოქნილი. ტარიფის თითოეული ტიპი უზრუნველყოფს სხვადასხვა დონის მოქნილობას და შეღავათებს. ეკონომიკურ კლასს აქვს 78-86 სანტიმერტის სავარძლები და მოიცავს ქართულ კერძებს. მგზავრებს შეუძლიათ თან იქონიონ 8 კგ-მდე ხელბარგი და 23 კგ-მდე ჩასაბარებელი ბარგი.

დამატებითი სერვისები, როგორიცაა ადგილების შერჩევა, შესაძლებელია დამატებით თანხის გადახდის შემთხვევაში.

Business Class – ბიზნეს კლასის მგზავრები სარგებლობენ უფრო ფართო სავარძლებით, პრიორიტეტული რეგისტრაციით, დამატებითი ბარგით (ორი ჩასაბარებელი ბარგი, თითო 32 კგ-მდე) და აეროპორტის ლაუნჯებზე წვდომით შერჩეულ ადგილებზე, მაგ. ამსტერდამი და თელ-ავივი.

საბორტო მომსახურება მოიცავს უმაღლესი ხარისხის კერძებს, როგორიცაა სალათები და ქართული ყველის დაფებს. ბიზნეს კლასის მგზავრები, ასევე სარგებლობენ პრიორიტეტული ჩასხდომით და გაუმჯობესებული სახმელეთო სერვისებით.

Georgian Airways ბარგის პოლიტიკა

ხელბარგი: 

  • Economy Class – 1 ცალი 8 კგ-მდე ჩანთა, მაქსიმალური ზომებით 55 x 40 x 20 სმ.
  • Business Class – 1 ცალი 8 კგ-მდე ჩანთა, მაქსიმალური ზომებით 55 x 40 x 20 სმ.

ჩასაბარებელი ბარგი: 

  • Economy Class – 1 ცალი 23 კგ-მდე ჩანთა, მაქსიმალური ზომებით 158 სმ (სიგრძე + სიმაღლე + სიგანე).
  • Business Class – 2 ცალი ჩანთა, თითოეული 23 კგ-მდე, მაქსიმალური ზომებით 158 სმ (სიგრძე + სიმაღლე + სიგანე).

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება გამგზავრებამდე 24 საათით ადრე ყველა ფრენისთვის.

რეგისტრაცია აეროპორტში

  • რეგისტრაცია შიდა ფრენებისთვის იხსენება გამგზავრებამდე 2 საათით ადრე და იხურება 40 წუთით ადრე.
  • რეგისტაცია საერთაშორისო ფრენებისთვის იხსენება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე და იხურება 1 საათით ადრე.

პრიორიტეტული რეგისტრაცია – ბიზნეს კლასის მგზავრებს, რეისზე დარეგისტრირება შეუძლიათ სპეციალური სარეგისტრაციო დახლების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და მოსახერხებელ მომსახურებას.

რეკომენდირებულია აეროპორტში შედარებით ადრე მისვლა, რათა დროულად გაიაროთ ყველა საჭირო პროცედურა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ ბარგის ჩაბარება, უსაფრთხოების შემოწმების გავლა ან საჭიროებთ სპეციალური დახმარებას.

დაჯავშნე Georgian Airways -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

Gulf Air georgia გალფ ეარი საქართველო

Gulf Air არის ბაჰრეინის სამეფოს ეროვნული ავიაგადამზიდავი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მუჰარაკში, ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ. დაარსებული 1950 წელს და არის ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანია...

Air China georgia ეარ ჩაინა საქართველო

Air China არის ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ავიაკომპანია. დაარსდა 1988 წელს. სათაო ოფისი მდებარეობს პეკინში და ოპერირებს პეკინის საერთაშორისო აეროპორტიდან. ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს როგორც შიდა,...

IndiGo georgia ინდიგო საქართველო

IndiGo არის ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს დელიში. დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ გახდა უმსხვილესი აზიური ავიაკომპანია და ყველაზე დიდი ავიაკომპანია...