Eurowings არის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, დიუსელდორფში. ის ახორციელებს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებს და წარმოადგენს Lufthansa-ს შვილობილ კომპანიას, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიაა ევროპაში. ავიაკომპანია დაარსდა 1993 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს უამრავი მიმართულებით, განსაკუთრებით ევროპის მარშრუტებზე.
ავიაკომპანია ევროვინგსს აქვს რამდენიმე ბაზა გერმანიასა და სხვა ქვეყნებში და იყენებს ფლოტს, რომელიც შედგება ძირითადად Airbus A320 ოჯახის თვითმფრინავებისგან. Eurowings-ს ასევე გააჩნია შვილობილი კომპანია Eurowings Europe, რომელიც მდებარეობს ავსტრიაში და მუშაობს იმავე ბიზნეს მოდელის მიხედვით.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
ევროვინგსი ძირითადად დაფრინავს დასასვენებელ მიმართულებებზე და ცნობილია თავისი კონკურენტული ფასებით. ის ასევე ახორციელებს შორ მანძილზე ფრენებს, ევროპის გარეთ, რამდენიმე მიმართულებით.
2024 წელს Eurowings-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა ფრენები გერმანიის დიდი ქალაქებიდან, როგორიცაა ბერლინი, დიუსელდორფი, ჰამბურგი, კიოლნი და შტუტგარტი და ემსახურება 150-ზე მეტ მიმართულებას 39 ქვეყანაში. მნიშვნელოვანი მარშრუტები მოიცავს ქალაქებს, როგორიცაა ფლორენცია, თელ-ავივი, მანჩესტერი და რამდენიმე მიმართულება იტალიასა და ესპანეთში.
Eurowings Georgia ფრენებს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ახორციელებს და პირდაპირ ავიამიმოსვლას გერმანიის 3 ქალაქში – ბერლინში, შტუტგარტში და დიუსელდორფში გვთავაზობს.
Eurowings ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ბერლინი | 16 დეკემბერი 2024 | 6 იანვარი 2025 | ბილეთები 689 - დან | |
დუსელდორფი | 20 დეკემბერი 2024 | 27 დეკემბერი 2024 | ბილეთები 1 057 - დან |
Eurowings ფლოტი
2024 წლის აპრილის მონაცემებით, Eurowings-ის ფლოტი შედგება შემდეგი თვითმფრინავისაგან: 33 Airbus A319-100, 50 Airbus A320-200, 7 Airbus A320neos, 6 Airbus A321-200 და 5 Airbus A321neos.
მომსახურების კლასები:
Eurowings გთავაზობთ სხვადასხვა სერვისის კლასებს სხვადასხვა საჭიროებებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.
- Basic – ეს არის ყველაზე ეკონომიური ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ ფრენისთვის საჭირო ნივთებს. ეს საუკეთესოა არჩევანია მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ ბიუჯეტურ ვარიანტს და არ სჭირდებათ დამატებითი სერვისები, როგორიცაა ჩასაბარებელი ბარგი ან ადგილების შერჩევა.
- Smart – ეს კლასი მოიცავს დამატებით შეღავათებს, როგორიცაა ერთი ჩასაბარებელი ბარგი, ადგილის არცევა და უფასო საკვები და სასმელი.
- BEST – ეს არის პრემიუმ კლასის მგზავრობა მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებზე. ამ კლასის მგზავრები სარგებლობენ პრემიუმ ადგილებით თვითმფრინავის წინა ნაწილში, დამატებითი ადგილით ფეხებისთვის, ორი ჩსაბარებელი ბარგით, ლაუნჯზე წვდომით შერჩეულ აეროპორტებში და ბორტზე გაძლიერებული კვებით.
- BIZclass – ხელმისაწვდომია შერჩეულ მარშრუტებზე და გთავაზობთ ბიზნეს კლასის მსგავს მომსახურებას, მაქსიმალური კომფორტით და მოქნილობით. მასში შედის ისეთი შეღავათები, როგორიცაა სრულად დასაკეცი სავარძლები, პრემიუმ კვება, ორი ჩსაბარებელი ბარგი, სწრაფი უსაფრთხოების შემოწმება აეროპორტში და ლაუნჯი.
Eurowings ბარგის პოლიტიკა
Eurowings გთავაზობთ სხვადასხვა ბარგის პლიტიკას, რაც დამოკიდებულია დაჯავშნილი მგზავრობის კლასსა და კონკრეტულ მარშრუტზე.
ხელბარგი:
კლასისა და ტარიფის მიუხედავად, ყველა მგზავრს უფლება აქვს ბორტზე თან იქონიოს 1 ცალი ხელბარგი. მისი მაქსიმალური ზომა/წონა არ უნდა აღემატებოდეს 55 x 40 x 23 სმ-ს და 8 კგ-ს.
ჩასაბარებელი ბარგი:
- Basic – აღნიშნულ კლასში ჩასაბარებელი ბარგი არ შედის. ამისათვის მგზავრმა დამატებითი საფასური უნდა გადაიხადოს.
- Smart – მგზავრებს, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული კლასით, ეძლევათ 23 კგ-მდე 1 ცალი ჩასაბარებელი ბარგი.
- BEST და BIZclass – მგზავრობის ეს კლასები მოიცავს 2 ჩასაბარებელ ბარგს, თითოეული 23 კგ-მდე.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
Eurowings-ით ფრენისას, შეგიძლიათ ფრენაზე რეგისტრაცია (ცნობილი როგორც check-in) რამდენიმე მოსახერხებელი გზით გაიაროთ.
- ონლაინ რეგისტრაცია – ჩვეულებრივ იხსნება გამგზავრებამდე 72 საათით ადრე.
- მობილური რეგისტრაცია – Eurowings-ის მობილური აპლიკაციის გამოყენებით, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაციის პროცედურები, აირჩიოთ ადგილები და მიიღოთ თქვენი მობილური ჩასხდომის ბარათი, პირდაპირ თქვენს სმარტფონზე.
- რეგისტარცია აეროპორტში – რეგისტრაციის გავლა აეროპორტში შესაძლებელია კიოსკების მეშვობით ან დახლებთან. სარეგისტრაციო დახლები კომფორტულია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს პერსონალურ მომსახურებას ან აქვს სპეციფიკური საჭიროებები, როგორიცაა მაგალითად დიდი ზომის ბარგის შემოწმება. რეგისტარციის გავლა უნდა მოხდეს 60-დან 90 წუთით ადრე.