Site icon ფრენები იაფად

Eurowings georgia ეუროვინგს საქართველო

Eurowings georgia

Eurowings არის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, დიუსელდორფში. ის ახორციელებს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებს და წარმოადგენს Lufthansa-ს შვილობილ კომპანიას, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიაა ევროპაში. ავიაკომპანია დაარსდა 1993 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს უამრავი მიმართულებით, განსაკუთრებით ევროპის მარშრუტებზე.

ავიაკომპანია ევროვინგსს აქვს რამდენიმე ბაზა გერმანიასა და სხვა ქვეყნებში და იყენებს ფლოტს, რომელიც შედგება ძირითადად Airbus A320 ოჯახის თვითმფრინავებისგან. Eurowings-ს ასევე გააჩნია შვილობილი კომპანია Eurowings Europe, რომელიც მდებარეობს ავსტრიაში და მუშაობს იმავე ბიზნეს მოდელის მიხედვით.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი

ევროვინგსი ძირითადად დაფრინავს დასასვენებელ მიმართულებებზე და ცნობილია თავისი კონკურენტული ფასებით. ის ასევე ახორციელებს შორ მანძილზე ფრენებს, ევროპის გარეთ, რამდენიმე მიმართულებით.

2024 წელს Eurowings-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა ფრენები გერმანიის დიდი ქალაქებიდან, როგორიცაა ბერლინი, დიუსელდორფი, ჰამბურგი, კიოლნი და შტუტგარტი და ემსახურება 150-ზე მეტ მიმართულებას 39 ქვეყანაში. მნიშვნელოვანი მარშრუტები მოიცავს ქალაქებს, როგორიცაა ფლორენცია, თელ-ავივი, მანჩესტერი და რამდენიმე მიმართულება იტალიასა და ესპანეთში.

Eurowings Georgia ფრენებს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ახორციელებს და პირდაპირ ავიამიმოსვლას გერმანიის 3 ქალაქში – ბერლინში, შტუტგარტში და დიუსელდორფში გვთავაზობს.

Eurowings ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი9 სექტემბერი 202415 სექტემბერი 2024ბილეთები 962 - დან
დუსელდორფი15 სექტემბერი 202417 სექტემბერი 2024ბილეთები 1 315 - დან
შტუტგარტი29 ივლისი 20246 აგვისტო 2024ბილეთები 1 132 - დან

 

Eurowings ფლოტი

2024 წლის აპრილის მონაცემებით, Eurowings-ის ფლოტი შედგება შემდეგი თვითმფრინავისაგან: 33 Airbus A319-100, 50 Airbus A320-200, 7 Airbus A320neos, 6 Airbus A321-200 და 5 Airbus A321neos.

მომსახურების კლასები:

Eurowings გთავაზობთ სხვადასხვა სერვისის კლასებს სხვადასხვა საჭიროებებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.

Eurowings ბარგის პოლიტიკა

Eurowings გთავაზობთ სხვადასხვა ბარგის პლიტიკას, რაც დამოკიდებულია დაჯავშნილი მგზავრობის კლასსა და კონკრეტულ მარშრუტზე.

ხელბარგი:

კლასისა და ტარიფის მიუხედავად, ყველა მგზავრს უფლება აქვს ბორტზე თან იქონიოს 1 ცალი ხელბარგი. მისი მაქსიმალური ზომა/წონა არ უნდა აღემატებოდეს 55 x 40 x 23 სმ-ს და 8 კგ-ს.

ჩასაბარებელი ბარგი:

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

Eurowings-ით ფრენისას, შეგიძლიათ ფრენაზე რეგისტრაცია (ცნობილი როგორც check-in) რამდენიმე მოსახერხებელი გზით გაიაროთ.

  1. ონლაინ რეგისტრაცია – ჩვეულებრივ იხსნება გამგზავრებამდე 72 საათით ადრე.
  2. მობილური რეგისტრაცია – Eurowings-ის მობილური აპლიკაციის გამოყენებით, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაციის პროცედურები, აირჩიოთ ადგილები და მიიღოთ თქვენი მობილური ჩასხდომის ბარათი, პირდაპირ თქვენს სმარტფონზე.
  3. რეგისტარცია აეროპორტში – რეგისტრაციის გავლა აეროპორტში შესაძლებელია კიოსკების მეშვობით ან დახლებთან. სარეგისტრაციო დახლები კომფორტულია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს პერსონალურ მომსახურებას ან აქვს სპეციფიკური საჭიროებები, როგორიცაა მაგალითად დიდი ზომის ბარგის შემოწმება. რეგისტარციის გავლა უნდა მოხდეს 60-დან 90 წუთით ადრე.

დაჯავშნე Eurowings -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 

Exit mobile version