FlyNero
FlyNero

Eurowings georgia ეუროვინგს საქართველო

Eurowings არის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, დიუსელდორფში. ის ახორციელებს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებს და წარმოადგენს Lufthansa-ს შვილობილ კომპანიას, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიაა ევროპაში. ავიაკომპანია დაარსდა 1993 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს უამრავი მიმართულებით, განსაკუთრებით ევროპის მარშრუტებზე.

ავიაკომპანია ევროვინგსს აქვს რამდენიმე ბაზა გერმანიასა და სხვა ქვეყნებში და იყენებს ფლოტს, რომელიც შედგება ძირითადად Airbus A320 ოჯახის თვითმფრინავებისგან. Eurowings-ს ასევე გააჩნია შვილობილი კომპანია Eurowings Europe, რომელიც მდებარეობს ავსტრიაში და მუშაობს იმავე ბიზნეს მოდელის მიხედვით.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი

ევროვინგსი ძირითადად დაფრინავს დასასვენებელ მიმართულებებზე და ცნობილია თავისი კონკურენტული ფასებით. ის ასევე ახორციელებს შორ მანძილზე ფრენებს, ევროპის გარეთ, რამდენიმე მიმართულებით.

2024 წელს Eurowings-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა ფრენები გერმანიის დიდი ქალაქებიდან, როგორიცაა ბერლინი, დიუსელდორფი, ჰამბურგი, კიოლნი და შტუტგარტი და ემსახურება 150-ზე მეტ მიმართულებას 39 ქვეყანაში. მნიშვნელოვანი მარშრუტები მოიცავს ქალაქებს, როგორიცაა ფლორენცია, თელ-ავივი, მანჩესტერი და რამდენიმე მიმართულება იტალიასა და ესპანეთში.

Eurowings Georgia ფრენებს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ახორციელებს და პირდაპირ ავიამიმოსვლას გერმანიის 3 ქალაქში – ბერლინში, შტუტგარტში და დიუსელდორფში გვთავაზობს.

Eurowings ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი23 დეკემბერი 20246 იანვარი 2025Eurowingsბილეთები 794 - დან
დუსელდორფი15 ივნისი 20256 ივლისი 2025Eurowingsბილეთები 1 354 - დან

 

Eurowings ფლოტი

2024 წლის აპრილის მონაცემებით, Eurowings-ის ფლოტი შედგება შემდეგი თვითმფრინავისაგან: 33 Airbus A319-100, 50 Airbus A320-200, 7 Airbus A320neos, 6 Airbus A321-200 და 5 Airbus A321neos.

მომსახურების კლასები:

Eurowings გთავაზობთ სხვადასხვა სერვისის კლასებს სხვადასხვა საჭიროებებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.

  • Basic – ეს არის ყველაზე ეკონომიური ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ ფრენისთვის საჭირო ნივთებს. ეს საუკეთესოა არჩევანია მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ ბიუჯეტურ ვარიანტს და არ სჭირდებათ დამატებითი სერვისები, როგორიცაა ჩასაბარებელი ბარგი ან ადგილების შერჩევა.
  • Smart – ეს კლასი მოიცავს დამატებით შეღავათებს, როგორიცაა ერთი ჩასაბარებელი ბარგი, ადგილის არცევა და უფასო საკვები და სასმელი.
  • BEST – ეს არის პრემიუმ კლასის მგზავრობა მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებზე. ამ კლასის მგზავრები სარგებლობენ პრემიუმ ადგილებით თვითმფრინავის წინა ნაწილში, დამატებითი ადგილით ფეხებისთვის, ორი ჩსაბარებელი ბარგით, ლაუნჯზე წვდომით შერჩეულ აეროპორტებში და ბორტზე გაძლიერებული კვებით.
  • BIZclass – ხელმისაწვდომია შერჩეულ მარშრუტებზე და გთავაზობთ ბიზნეს კლასის მსგავს მომსახურებას, მაქსიმალური კომფორტით და მოქნილობით. მასში შედის ისეთი შეღავათები, როგორიცაა სრულად დასაკეცი სავარძლები, პრემიუმ კვება, ორი ჩსაბარებელი ბარგი, სწრაფი უსაფრთხოების შემოწმება აეროპორტში და ლაუნჯი.

Eurowings ბარგის პოლიტიკა

Eurowings გთავაზობთ სხვადასხვა ბარგის პლიტიკას, რაც დამოკიდებულია დაჯავშნილი მგზავრობის კლასსა და კონკრეტულ მარშრუტზე.

ხელბარგი:

კლასისა და ტარიფის მიუხედავად, ყველა მგზავრს უფლება აქვს ბორტზე თან იქონიოს 1 ცალი ხელბარგი. მისი მაქსიმალური ზომა/წონა არ უნდა აღემატებოდეს 55 x 40 x 23 სმ-ს და 8 კგ-ს.

ჩასაბარებელი ბარგი:

  • Basic – აღნიშნულ კლასში ჩასაბარებელი ბარგი არ შედის. ამისათვის მგზავრმა დამატებითი საფასური უნდა გადაიხადოს.
  • Smart – მგზავრებს, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული კლასით, ეძლევათ 23 კგ-მდე 1 ცალი ჩასაბარებელი ბარგი.
  • BEST და BIZclass – მგზავრობის ეს კლასები მოიცავს 2 ჩასაბარებელ ბარგს, თითოეული 23 კგ-მდე.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

Eurowings-ით ფრენისას, შეგიძლიათ ფრენაზე რეგისტრაცია (ცნობილი როგორც check-in) რამდენიმე მოსახერხებელი გზით გაიაროთ.

  1. ონლაინ რეგისტრაცია – ჩვეულებრივ იხსნება გამგზავრებამდე 72 საათით ადრე.
  2. მობილური რეგისტრაცია – Eurowings-ის მობილური აპლიკაციის გამოყენებით, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაციის პროცედურები, აირჩიოთ ადგილები და მიიღოთ თქვენი მობილური ჩასხდომის ბარათი, პირდაპირ თქვენს სმარტფონზე.
  3. რეგისტარცია აეროპორტში – რეგისტრაციის გავლა აეროპორტში შესაძლებელია კიოსკების მეშვობით ან დახლებთან. სარეგისტრაციო დახლები კომფორტულია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს პერსონალურ მომსახურებას ან აქვს სპეციფიკური საჭიროებები, როგორიცაა მაგალითად დიდი ზომის ბარგის შემოწმება. რეგისტარციის გავლა უნდა მოხდეს 60-დან 90 წუთით ადრე.

დაჯავშნე Eurowings -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

Gulf Air georgia გალფ ეარი საქართველო

Gulf Air არის ბაჰრეინის სამეფოს ეროვნული ავიაგადამზიდავი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მუჰარაკში, ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ. დაარსებული 1950 წელს და არის ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანია...

Air China georgia ეარ ჩაინა საქართველო

Air China არის ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ავიაკომპანია. დაარსდა 1988 წელს. სათაო ოფისი მდებარეობს პეკინში და ოპერირებს პეკინის საერთაშორისო აეროპორტიდან. ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს როგორც შიდა,...

IndiGo georgia ინდიგო საქართველო

IndiGo არის ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს დელიში. დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ გახდა უმსხვილესი აზიური ავიაკომპანია და ყველაზე დიდი ავიაკომპანია...