FlyNero
FlyNero

airBaltic georgia ეარ ბალტიკი საქართველო

airBaltic არის ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს რიგის საერთაშორისო აეროპორტში. დაარსდა 1995 წელს, როგორც ერთობლივი საწარმო ლატვიის სახელმწიფოსა და Scandinavian Airlines შორის.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი

airBaltic ძირითადად ფოკუსირებულია ბალტიის რეგიონზე, თუმცა ერთმანეთთან აკავშირებს ასევე ევროპას, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კავკასიის რეგიონის სხვადასხვა მიმართულებებს.

ავიაკომპანია ოპერირებს რამდენიმე აეროპორტიდან: ძირითადი აეროპორტიდან – რიგადან, საიდანაც ხორციელდება მრავალრიცხოვანი ფრენები დიდ ქალაქებში, ტალინიდან, ვილნიუსიდან, პირკკალადან და გრან-კანარიადან.

airBaltic ახორციელებს ფრენებს 130-ზე მეტი მიმართულებით, რომლებიც მოიცავს: თბილისი, სტოკჰოლმი, ჰელსინკი, ოსლო, კოპენჰაგენი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ამსტერდამი, რომი, ბარსელონა, ათენი, მადრიდი, დუბაი.

Air Baltic georgia ფრენებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან სხვადასხვა მიმართულებით გვთავაზობს. თუმცა, ძირითადი ფრენები რიგაში სრულდება.

პირდაპირი ფრენები თბილისი დან რიგა მიმართულებით

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 ოქტომბერი 202420 ოქტომბერი 2024airBalticAirBaltic ფრენები თბილისიდან

 

airBaltic ფლოტი

2024 წლის მდგომარეობით, airBaltic მართავს Airbus A220-300 ფლოტს. ეს კი ავიაკომპანიას A220-300 მოდელის მსოფლიოს უდიდეს ოპერატორად აქცევს, რომელიც ცნობილია თავისი ეფექტურობით, თანამედროვეობითა და გარემოსდაცვითი კეთილგანწყობით.

Airbus A220-300-ის უპირატესობები: ძალიან ეფექტურია საწვავის მოხმარებისა და საოპერაციო ხარჯების თვალსაზრისით, თვითმფრინავი მგზავრებს სთავაზობს ფართო და კომფორტულ სალონს და ტოვებს ნახშირბადის შემცირებულ კვალს, ძველ მოდელებთან შედარებით.

მომსახურების კლასები:

airBaltic -ს აქვს ორ ძირითადი კლასი: ბიზნეს კლასი და ეკონომიური კლასირომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მგზავრების სხვადასხვა საჭიროება, უზრუნველყოს მომსახურების ფართო სპექტრი.

Business Class :

  1. პრიორიტეტული სერვისები – ბიზნეს კლასის მგზავრები იღებენ პრიორიტეტულ რეგისტრაციას, ჩასხდომას და ბარგის შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს უფრო მშვიდ და სწრაფ მომსახურებას.
  2. კომფორტული მგზავრობა – ბიზნეს კლასის სავარძლები გვთავაზობთ მეტ სივრცეს და კომფორტს, მათ შორის დამატებითი სივრცეს ფეხებისთვის და უფრო ფართო სავარძლებს.
  3. სადილი ფრენის დროს – მგზავრები სარგებლობენ კვების სერვისით, რომელიც მოიცავს მაღალი ხარისხის კერძების, საჭმლებისა და სასმელების არჩევანს, მათ შორის უფასო ალკოჰოლურ სასმელებს.
  4. ლაუნჯი – ბიზნეს კლასის მოგზაურებს აქვთ წვდომა აეროპორტის ლაუნჯებზე, რაც უზრუნველყოფს მშვიდ და კომფორტულ დასავენებას ფრენამდე.
  5. მოქნილობა – ბიზნეს კლასის ბილეთებს, მეტი მოქნილობა აქვთ ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ.

Economy Class :

  1. ადგილები – ეკონომ კლასის სავარძლები შექმნილია ფეხებისთვის სტანდარტული ადგილით და სავარძლის ზომით, რომელიც შესაფერისია მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებისთვის.
  2. სერვისები ფრენისას – მგზავრებს შეუძლიათ შეიძინონ კერძები, საჭმელები და სასმელები ბორტის მენიუდან. air baltic ასევე გთავაზობთ წინასწარი შეკვეთის ვარიანტებს, უფრო მრავალფეროვანი არჩევანისთვის.
  3. გასართობები – მგზავრებს აქვთ ციფრულ ჟურნალებსა და გაზეთებზე წვდომა.
  4. ხელმისაწვდომობა – ეკონომ კლასი შექმნილია იმისთვის, რომ მგზავრებს შესთავაზოს ეკონომიური ფასი ავიაბილეთებზე, რაც მოგზაურთა ფართო სპექტრისთვისაა ხელმისაწვდომი.

airBaltic ბარგის პოლიტიკა

airBaltic-ის ბარგის პოლიტიკა განსხვავდება მომსახურების კლასის (Business ან Economy) და მგზავრობის კონკრეტული ტიპის მიხედვით.

ეკონომ კლასი

Basic Economy (Green)

  • ხელბარგი – 1 ცალი 8 კგ-მდე, ზომით – 55x40x23 სმ. და 1 პირადი ნივთი 30x40x10 სმ-მდე (მაგ: ჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა).
  • ჩსაბარებელი ბარგი – არ შედის. საჭიროების შემთხვევაში მგზავრებს შეუძლიათ დამატებითი ჩასაბარებელი ბარგის შეძენა.

Standard Economy (Green Plus)

  • ხელბარგი – 1 ცალი 8 კგ-მდე, ზომით – 55x40x23 სმ. და 1 პირადი ნივთი 30x40x10 სმ-მდე (მაგ: ჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა).
  • ჩსაბარებელი ბარგი – 1 ცალი 23 კგ-მდე.

Premium Economy (Green Classic)

  • ხელბარგი – 1 ცალი 8 კგ-მდე, ზომით – 55x40x23 სმ. და 1 პირადი ნივთი 30x40x10 სმ-მდე (მაგ: ჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა).
  • ჩსაბარებელი ბარგი – 1 ცალი 23 კგ-მდე.

ბიზნეს კლასი

  • ხელბარგი – 2 ცალი, თითოეული 8 კგ-მდე, ზომით – 55x40x23 სმ. და 1 პირადი ნივთი 30x40x10 სმ-მდე (მაგ: ჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა).
  • ჩსაბარებელი ბარგი – 1 ცალი, თითოეული 23 კგ-მდე.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

airBaltic გთავაზობთ რამდენიმე მოსახერხებელ ვარიანტს რეგისტრაციისთვის, მგზავრების სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება გამგზავრებამდე 36 საათით ადრე და იხურება ფრენამდე 1 საათით ადრე. მგზავრებს ფზრენაზე დარეგისტრირება შეუძლიათ airBaltic ვებსაიტის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

რეგისტრაცია აეროპორტში – იხსნება გაფრენამდე 2 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 40 წუთით ადრე.

რეგისტრაცია მობილურით – airBaltic-ის მობილური აპლიკაცია მგზავრებს საშუალებას აძლევს, დარეგისტრირდნენ, შეარჩიონ ადგილები და ჩამოტვირთონ ჩასხდომის ბარათი პირდაპირ სმარტფონებში.

დაჯავშნე airBaltic -ს ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

ქუთაისი კოპენჰაგენი ფრენები kutaisi kopenhageni

კოპენჰაგენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ქალაქია. ეს ადგილი მოკირწყლული...

Gulf Air georgia გალფ ეარი საქართველო

Gulf Air არის ბაჰრეინის სამეფოს ეროვნული ავიაგადამზიდავი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მუჰარაკში, ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ. დაარსებული 1950 წელს და არის ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანია...

Air China georgia ეარ ჩაინა საქართველო

Air China არის ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ავიაკომპანია. დაარსდა 1988 წელს. სათაო ოფისი მდებარეობს პეკინში და ოპერირებს პეკინის საერთაშორისო აეროპორტიდან. ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს როგორც შიდა,...

IndiGo georgia ინდიგო საქართველო

IndiGo არის ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს დელიში. დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ გახდა უმსხვილესი აზიური ავიაკომპანია და ყველაზე დიდი ავიაკომპანია...