მოკლედ: airBaltic ლატვიის ეროვნული ავიაკომპანიაა, რომელიც Airbus A220-300 თვითმფრინავებით ოპერირებს რიგის ბაზიდან.
- ბაზა: რიგის საერთაშორისო აეროპორტი
- ფრენა თბილისიდან: ~3 სთ 30 წთ
- ტარიფები: Basic (ხელბარგი), Premium, Business
- ლოიალობა: PINS
airBaltic არის ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს რიგის საერთაშორისო აეროპორტში. დაარსდა 1995 წელს, როგორც ერთობლივი საწარმო ლატვიის სახელმწიფოსა და Scandinavian Airlines შორის.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
airBaltic ძირითადად ფოკუსირებულია ბალტიის რეგიონზე, თუმცა ერთმანეთთან აკავშირებს ასევე ევროპას, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კავკასიის რეგიონის სხვადასხვა მიმართულებებს.
ავიაკომპანია ოპერირებს რამდენიმე აეროპორტიდან: ძირითადი აეროპორტიდან – რიგადან, საიდანაც ხორციელდება მრავალრიცხოვანი ფრენები დიდ ქალაქებში, ტალინიდან, ვილნიუსიდან, პირკკალადან და გრან-კანარიადან.
airBaltic ახორციელებს ფრენებს 130-ზე მეტი მიმართულებით, რომლებიც მოიცავს: თბილისი, სტოკჰოლმი, ჰელსინკი, ოსლო, კოპენჰაგენი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ამსტერდამი, რომი, ბარსელონა, ათენი, მადრიდი, დუბაი.
Air Baltic georgia ფრენებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან სხვადასხვა მიმართულებით გვთავაზობს. თუმცა, ძირითადი ფრენები რიგაში სრულდება.
airBaltic ფლოტი
2024 წლის მდგომარეობით, airBaltic მართავს Airbus A220-300 ფლოტს. ეს კი ავიაკომპანიას A220-300 მოდელის მსოფლიოს უდიდეს ოპერატორად აქცევს, რომელიც ცნობილია თავისი ეფექტურობით, თანამედროვეობითა და გარემოსდაცვითი კეთილგანწყობით.
Airbus A220-300-ის უპირატესობები: ძალიან ეფექტურია საწვავის მოხმარებისა და საოპერაციო ხარჯების თვალსაზრისით, თვითმფრინავი მგზავრებს სთავაზობს ფართო და კომფორტულ სალონს და ტოვებს ნახშირბადის შემცირებულ კვალს, ძველ მოდელებთან შედარებით.
მომსახურების კლასები:
airBaltic -ს აქვს ორ ძირითადი კლასი: ბიზნეს კლასი და ეკონომიური კლასირომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მგზავრების სხვადასხვა საჭიროება, უზრუნველყოს მომსახურების ფართო სპექტრი.
Business Class :
- პრიორიტეტული სერვისები – ბიზნეს კლასის მგზავრები იღებენ პრიორიტეტულ რეგისტრაციას, ჩასხდომას და ბარგის შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს უფრო მშვიდ და სწრაფ მომსახურებას.
- კომფორტული მგზავრობა – ბიზნეს კლასის სავარძლები გვთავაზობთ მეტ სივრცეს და კომფორტს, მათ შორის დამატებითი სივრცეს ფეხებისთვის და უფრო ფართო სავარძლებს.
- სადილი ფრენის დროს – მგზავრები სარგებლობენ კვების სერვისით, რომელიც მოიცავს მაღალი ხარისხის კერძების, საჭმლებისა და სასმელების არჩევანს, მათ შორის უფასო ალკოჰოლურ სასმელებს.
- ლაუნჯი – ბიზნეს კლასის მოგზაურებს აქვთ წვდომა აეროპორტის ლაუნჯებზე, რაც უზრუნველყოფს მშვიდ და კომფორტულ დასავენებას ფრენამდე.
- მოქნილობა – ბიზნეს კლასის ბილეთებს, მეტი მოქნილობა აქვთ ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ.
Economy Class :
- ადგილები – ეკონომ კლასის სავარძლები შექმნილია ფეხებისთვის სტანდარტული ადგილით და სავარძლის ზომით, რომელიც შესაფერისია მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებისთვის.
- სერვისები ფრენისას – მგზავრებს შეუძლიათ შეიძინონ კერძები, საჭმელები და სასმელები ბორტის მენიუდან. air baltic ასევე გთავაზობთ წინასწარი შეკვეთის ვარიანტებს, უფრო მრავალფეროვანი არჩევანისთვის.
- გასართობები – მგზავრებს აქვთ ციფრულ ჟურნალებსა და გაზეთებზე წვდომა.
- ხელმისაწვდომობა – ეკონომ კლასი შექმნილია იმისთვის, რომ მგზავრებს შესთავაზოს ეკონომიური ფასი ავიაბილეთებზე, რაც მოგზაურთა ფართო სპექტრისთვისაა ხელმისაწვდომი.
airBaltic ბარგის პოლიტიკა
airBaltic-ის ბარგის პოლიტიკა განსხვავდება მომსახურების კლასის (Business ან Economy) და მგზავრობის კონკრეტული ტიპის მიხედვით.
ეკონომ კლასი
Basic Economy (Green)
- ხელბარგი – 1 ცალი 8 კგ-მდე, ზომით – 55x40x23 სმ. და 1 პირადი ნივთი 30x40x10 სმ-მდე (მაგ: ჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა).
- ჩსაბარებელი ბარგი – არ შედის. საჭიროების შემთხვევაში მგზავრებს შეუძლიათ დამატებითი ჩასაბარებელი ბარგის შეძენა.
Standard Economy (Green Plus)
- ხელბარგი – 1 ცალი 8 კგ-მდე, ზომით – 55x40x23 სმ. და 1 პირადი ნივთი 30x40x10 სმ-მდე (მაგ: ჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა).
- ჩსაბარებელი ბარგი – 1 ცალი 23 კგ-მდე.
Premium Economy (Green Classic)
- ხელბარგი – 1 ცალი 8 კგ-მდე, ზომით – 55x40x23 სმ. და 1 პირადი ნივთი 30x40x10 სმ-მდე (მაგ: ჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა).
- ჩსაბარებელი ბარგი – 1 ცალი 23 კგ-მდე.
ბიზნეს კლასი
- ხელბარგი – 2 ცალი, თითოეული 8 კგ-მდე, ზომით – 55x40x23 სმ. და 1 პირადი ნივთი 30x40x10 სმ-მდე (მაგ: ჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა).
- ჩსაბარებელი ბარგი – 1 ცალი, თითოეული 23 კგ-მდე.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
airBaltic გთავაზობთ რამდენიმე მოსახერხებელ ვარიანტს რეგისტრაციისთვის, მგზავრების სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება გამგზავრებამდე 36 საათით ადრე და იხურება ფრენამდე 1 საათით ადრე. მგზავრებს ფზრენაზე დარეგისტრირება შეუძლიათ airBaltic ვებსაიტის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
რეგისტრაცია აეროპორტში – იხსნება გაფრენამდე 2 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 40 წუთით ადრე.
რეგისტრაცია მობილურით – airBaltic-ის მობილური აპლიკაცია მგზავრებს საშუალებას აძლევს, დარეგისტრირდნენ, შეარჩიონ ადგილები და ჩამოტვირთონ ჩასხდომის ბარათი პირდაპირ სმარტფონებში.
airBaltic – ფრენები საქართველოდან
airBaltic ლატვიის ეროვნული ავიაკომპანიაა, რომლის ბაზა რიგის საერთაშორისო აეროპორტია. ავიაკომპანია Airbus A220-300 თვითმფრინავებით ოპერირებს და ბალტიისპირეთის რეგიონის ყველაზე დიდი გადამზიდავია. თბილისიდან რიგამდე ფრენა დაახლოებით 3 საათი და 30 წუთი გრძელდება, ხოლო რიგის გავლით მოსახერხებელია ტრანზიტი სკანდინავიის, გერმანიისა და დასავლეთ ევროპის ქალაქებში.
ტარიფები და ბარგი
airBaltic-ის ტარიფებია Basic (მხოლოდ ხელბარგი), Premium და Business. ჩასაბარებელი ბარგი Basic ტარიფში არ შედის – დაამატეთ ბილეთთან ერთად, ონლაინ. ლოიალობის პროგრამაა PINS.
რიგაში მოგზაურობის შესახებ ვრცლად: თბილისი რიგა და რიგის ღირსშესანიშნაობები.
დაჯავშნე airBaltic -ს ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907
ბარგის ნორმები ავიაკომპანიების მიხედვით: ბარგის ნორმები.

