FlyNero
FlyNero

Transavia georgia ტრანსავია საქართველო

Transavia Airlines ცნობილი, როგორც Transavia, დაარსდა 1965 წელს. იგი არის ჰოლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და KLM-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია. მთავარი ბაზა ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში მდებარეობს, სხვა ბაზები კი – როტერდამის ჰააგის აეროპორტში და ეინდჰოვენის აეროპორტში.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი

Transavia ახორციელებს რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით, ძირითადად კი ორიენტირებულია ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე.

ტრანსავიას მარშრუტების ქსელი მოიცავს მიმართულებების ფართო სპექტრს, მათ შორის: საქართველო, ესპანეთი, იტალია, საბერძნეტი, საფრანგეთი, პორტუგალია, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, მონაკო, ისრაელი, ეგვიპტე და სხვ.

ავიაკომპანია ტრანსავია ასევე ახორციელებს უამრავ სეზონურ და ჩარტერულ ფრენას, რაც ითვალისწინებს ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე დასასვენებელ მიმართულებებზე ავიარეისების შესრულებას.

Transavia georgia ფრენებს საქართველოს მიმართულებითაც ახორციელებს და პირდაპირ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ამსტერდამის მიმართულებით გვთავაზობს.

Transavia ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ამსტერდამი23 ნოემბერი 20257 დეკემბერი 2025Transaviaბილეთები 602 - დან

Transavia ფლოტი

Transavia მართავს თანამედროვე ფლოტს, რომელიც ძირითადად Boeing 737 თვითმფრინავებისგან შედგება. მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებისთვის, ავიაკომპანია Boeing 737-700 ტიპის საჰაერო ხომალს იყენებს, რომელსაც დაახლოებით 149 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ასევე Boeing 737-800 რომელსაც დაახლოებით 189 მგზავრი გადაჯყავს.

აღსანიშნავია, რომ Transavia მუდმივად ანახლებს თავის ფლოტს, რათა შეინარჩუნოს ეფექტურობა და დააკმაყოფილოს მარეგულირებელი მოთხოვნები. თანამედროვე და ეფექტური ფლოტის შენარჩუნებით, ტრანსავია უზრუნველყოფს საიმედო მომსახურებას და კომფორტულ მგზავრობას.

მომსახურების კლასები:

ვინაიდან, Transavia ოპერირებს როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, გვთავაზობს მომსახურების მხოლოდ ერთი კლასს – Economy Class-ს. თუმცა, ამ კლასში, უზრუნველყოფს სხვადასხვა ვარიანტს და დამატებით სერვისებს კომფორტული მგზავრობისათვის, როგორიცაა: ადგილების შერჩევა, ბარგის დამატება, პრიორიტეტული ჩასხდომა, სერვისები, როგორიცაა კვება და მოქნილობის პაკეტები, ანუ Flex სერვისი, რომელიც საშუალებას იძლევა მგზავრმა შეიცვალოს ფრენის თარიღები და დრო, დამატებითი  საფასურის გარეშე.

Transavia ბარგის პოლიტიკა

ხელბარგი: 

  • 1 ერთეული ხელბარგი, მაქსიმალური ზომებით: 55 x 40 x 25 სმ (ბორბლების და სახელურების ჩათვლით), რომლის მაქსიმალური წონა 10 კგ-ია.
  • 1 პატარა ნივთი, მაქსიმალური ზომებით: 40 x 30 x 20 სმ (როგორიცაა ლეპტოპის ჩანთა, ჩანთა ან პატარა ზურგჩანთა), რომელიც უნდა მოთავსდეს წინ სავარძლის ქვეშ.

ჩასაბარებელი ბარგი:

ჩასაბარებელი ბარგი სტანდარტულ ტარიფში არ შედის. სურვილის შემთხვევაში, ის უნდა შეიძინოთ ცალკე. მგზავრებს შეუძლიათ აირჩიონ რამდენიმე ვარიანტი, მათი საჭიროებიდან გამომდინარე: 15, 20, 25 ან 30 კგ-იანი ბარგი.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

transavia -თი ფრენისას, შეგიძლიათ ფრენაზე რეგისტრაცია (check-in) რამდენიმე მოსახერხებელი გზით გაიაროთ.

ონლაინ რეგისტრაცია – ონლაინ რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ გამგზავრებამდე 30 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 4 საათით ადრე.

რეგისტრაცია აეროპორტში – რეგისტრაციის დახლები, ჩვეულებრივ, დაგეგმილ გამგზავრებამდე 2-დან 3 საათით ადრე იხსნება და ფრენამდე 40 წუთით ადრე იხურება. თუმცა, რეკომენდებულია დეტალების გადამოწმება, რადგან დრო შეიძლება აეროპორტების მიხედვით განსხვავდებოდეს.

დაჯავშნე Transavia -ს ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

სოლო მოგზაურობა – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო თანამგზავრი

არსებობს მოგზაურობის ერთი ფორმა, რომელიც ერთდროულად იწვევს შიშსა და...

მოგზაურობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

საქართველოში მზარდი ტურიზმისა და ავიამიმოსვლის ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი...

FlyGeorgia – დაგეგმეთ მოგზაურობა ერთ სივრცეში

დღეს, როდესაც ონლაინ სივრცეში იაფი ავიაბილეთების მოძიება სულ უფრო...

სამოგზაურო ინტერნეტი საუკეთესო ფასად

უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, სამოგზაურო ინტერნეტის ქონაა,...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

სოლო მოგზაურობა – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო თანამგზავრი

არსებობს მოგზაურობის ერთი ფორმა, რომელიც ერთდროულად იწვევს შიშსა და...

მოგზაურობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

საქართველოში მზარდი ტურიზმისა და ავიამიმოსვლის ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი...

FlyGeorgia – დაგეგმეთ მოგზაურობა ერთ სივრცეში

დღეს, როდესაც ონლაინ სივრცეში იაფი ავიაბილეთების მოძიება სულ უფრო...

სამოგზაურო ინტერნეტი საუკეთესო ფასად

უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, სამოგზაურო ინტერნეტის ქონაა,...

სტამბოლის ღირსშესანიშნაობები

სტამბოლი - ქალაქი, რომელიც ორ კონტინენტს აერთიანებს და საუკუნეების...

სოლო მოგზაურობა – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო თანამგზავრი

არსებობს მოგზაურობის ერთი ფორმა, რომელიც ერთდროულად იწვევს შიშსა და უსაზღვრო მიზიდულობას - ეს სოლო მოგზაურობაა. იდეა, ჩაალაგო ჩანთა და მარტო გაემგზავრო უცხო ქალაქის ან...

მოგზაურობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

საქართველოში მზარდი ტურიზმისა და ავიამიმოსვლის ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (Tbilisi International Airport) წლებია წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად საავიაციო კავშირის ცენტრს. სწორედ აქედან იწყება და...

FlyGeorgia – დაგეგმეთ მოგზაურობა ერთ სივრცეში

დღეს, როდესაც ონლაინ სივრცეში იაფი ავიაბილეთების მოძიება სულ უფრო დიდ გამოწვევად იქცა, FlyGeorgia.com მოგზაურებისთვის საიმედო დამხმარეა. ეს თანამედროვე პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ მოგზაურობის დაგეგმვა...