FlyNero
FlyNero

ქუთაისის აეროპორტი kutaisi airport ფრენები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ცნობილი როგორც კოპიტნარის აეროპორტი, დავით აღმაშენებლის სახელობისაა. ის ქალაქ ქუთაისიდან 14 კილომეტრის დაშოებით მდებარეობს და ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტიდან.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთია, რომელიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას სთავაზობს. ასევე ისიც, რომ იგი საკვანძო მნიშვნელობისა აეროპორტია და 300 კმ. რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს.

აეროპორტი 2012 წელს ხელახლა აშენდა, რის შემდეგაც, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ამჟამად კი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, ბოლო რეკონსრუქციის შედეგად, გაფართოვდა ავტოსადგომი და ამჟამად ის 700 ავტომობილს იტევს. ასევე დაიგო 20 000 მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საპარკინგე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო დეკორატიული ღობე და გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია.

ახლო მომავალში კი იგეგმება 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა და ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს მიიღოს და მოემსახუროს ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდს.

რომელი მიმართულებით სრულდება ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან ?

პირდაპირი რეგულარული ფრენები ქუთაისიდან 50-მდე მიმართულებით ხორციელდება. ესენია: პარიზი, ბარსელონა, მილანი, რომი, ბერლინი, ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, რიგა, აბუ დაბი, ათენი, ლარნაკა, სალონიკი, ტალინი, დორტმუნდი, ვარშავა და სხვ. ჩამონათვალი კი მუდმივად მზარდია.

თანამედროვე ინფრასტრუქტურის დახმარებით, რეისები ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისის აეროპორტი -დან ?

ქუთაისის აეროპორტი ცნობილია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებით, როგორიცაა ყველასთვის კარგად ნაცნობი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, Belavia და Air astana, ახლახანს კი მათ სიას თურქული ავიაკომპანია Pegasus -იც შეემატა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა8 ოქტომბერი 202525 ოქტომბერი 2025FlyArystanბილეთები 649 - დან
ათენი14 აპრილი 202524 აპრილი 2025Wizz Airბილეთები 218 - დან
აბუ დაბი5 მაისი 202511 მაისი 2025Wizz Airბილეთები 321 - დან
ბარსელონა24 ოქტომბერი 202531 ოქტომბერი 2025Wizz Airბილეთები 499 - დან
ბერლინი4 ნოემბერი 20258 ნოემბერი 2025Wizz Airბილეთები 333 - დან
ბრიუსელი8 მაისი 202511 მაისი 2025Wizz Airბილეთები 500 - დან
ბუდაპეშტი30 აპრილი 20256 მაისი 2025Wizz Airბილეთები 353 - დან
შუმკენტი30 ივნისი 20257 ივლისი 2025FlyArystanბილეთები 658 - დან
დორტმუნდი20 დეკემბერი 20256 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 682 - დან
მემინგენი20 აპრილი 20254 მაისი 2025Wizz Airბილეთები 496 - დან

 

ტრანსპორტირება ქუთაისის აეროპორტში

როგორც უკვე აღინიშნა, აეროპორტი 14 კილომეტრითაა დაშორებულია ქალაქის ცენტრიდან. ამიტომ, 2024 წლის აპრილიდან ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ავტობუსების განრიგი კი მაქსიმალურად იქნება მორგებული ფრენების განრიგებზე. აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

რაც შეეხება თბილისიდან და ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით ტრანსპორტირებას, კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობას სატრანსპორტო კომპანია Georgian Bus უზრუნველყოფს, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, ფრენების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.

კიდევ რა მომსახურებას უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტი ?

აეროპორტში ასევე შეხვდებით ბანკებს და ბანკომატებს, ასევე სავაჭრო და კვების ობიექტებს.

დაჯავშნე ფრენები ქუთაისიდან ყველაზე იაფად და აღმოაჩინე უამრავი შთამბეჭდავი მიმართულება. დაგვირეკე: 551 907 907 

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

Qatar Airways georgia ყატარ ეარვეისი საქართველო

Qatar Airways არის ყატარის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ავიაკომპანია, რომელიც დაარსდა 1993 წლის 22 ნოემბერს. ავიაკომპანია სწრაფად განვითარდა და მალევე, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავიაკომპანიად ჩამოყალიბდა....

Belavia georgia ბელავია საქართველო

Belavia Belarusian Airlines, საყოველთაოდ ცნობილი როგორც Belavia, არის ბელორუსული ეროვნული ავიაკომპანია. დაარსდა 1996 წელის 15 მარტს და სათაო ოფისი მდებარეობს მინსკში. თავდაპირველად, ავიაკომპანია ფოკუსირებული...

Georgian Airways ჯორჯიან ეარვეისი

Georgian Airways , ადრე ცნობილი როგორც Airzena, არის ქართული ავიაკომპანიაა, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. იგი 1993 წელს აირზენას სახელით დაარსდა, ხოლო 2004 წლიდან...