Austrian Airlines ავსტრიის ეროვნული ავიაკომპანიაა და Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანია. დაარსდა 1957 წელს. მთავარი ჰაბი ვენის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს, საიდანაც სრულდება ფრენები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებებეზე.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
ავიაკომპანია ფრენებს ვენის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს უამრავი მიმართულებით ასრულებს. 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, ავსტრიული ავიახაზები ოპერირებს 47 ქვეყანაში – 4 შიდა და 119 საერთაშორისო მიმართულებაზე, მათ შორს: ბრიუსელი, სოფია, პრაღა, ლარნაკა, კოპენჰაგენი, კაირო, ლიონი, მარსელი, პარიზი, ნიცე, ბერლინი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, ათენი, მიკონოსი, სანტორინი, ბუდაპეშტი, ბარი, ბოლონია, რომი, ოსლო, კრაკოვი, ვარშავა, ბარსელონა, მალაგა, ვალენსია, სტოკჰოლმი, ჟენევა, ბოსტონი, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და სხვ.
ამ დროისათვის, austrian ailines georgia ფრენებს თბილისი ვენა ვენა თბილისი -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკვეს და კვირას ასრულებს.
ფრენები თბილისი ვენა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
24 ნოემბერი 2024 | 29 ნოემბერი 2024 | ბილეთები 1 710 - დან | |
23 დეკემბერი 2024 | 27 დეკემბერი 2024 | ბილეთები 1 418 - დან | |
4 იანვარი 2025 | 12 იანვარი 2025 | ბილეთები 1 685 - დან | |
23 თებერვალი 2025 | 27 თებერვალი 2025 | ბილეთები 1 201 - დან |
Austrian Airlines ფლოტი
ავსტრიის ავიახაზები ოპერირებს Airbus A320, Boeing 777 და Boeing 767 ტიპის საჰაერო ხომალდებით, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც მოკლე, ისე შორი მანძილის ფრენებს.
ავიაკომპანიის ფლოტი მოიცავს თანამედროვე თვითმფრინავებს, რომლებიც გამოირჩევიან საწვავის ეფექტურობით და აღჭურვილნი არიან მოწინავე ტექნოლოგიებით, რათა გააუმჯობესონ მგზავრთა მომსახურება და კომფორტი.
Boeing 777 და Boeing 767 გამოიყენება შორი მანძილის ფრენებისთვის, რომლებიც აღჭურვილი არიან ფართო კაბინებითა და თანამედროვე კეთილმოწყობით. Airbus A320 ოჯახი კი ძირითადად გამოიყენება მოკლე და საშუალო მანძილის მარშრუტებისთვის.
მომსახურების კლასები :
- Economy Class: მგზავრებს სთავაზობს კომფორტულ სავარძლებს რეგულირებადი თავის მისაყრდნობით, ფრენის დროს გასართობი პროგრამებითა და კვებით.
- Premium Economy Class: ეს კლასი ხელმისაწვდომია შორ მანძილზე ფრენებისთვის და უზრუნველყოფს უფრო მეტ სივრცეს ფეხების მოსათავსებლად, გაუმჯობესებული კვების სერვისს და დამატებით ბარგს.
- Business Class: აღჭურვილია გასაშლელი სავარძლებით და გურმანული კერძებით. ასევე უზრუნველყოფს ლაუნჯებზე წვდომას, პრიორიტეტულ ჩასხდომას და მეტ პირად სივრცეს ბორტზე.
ავსტრიის ავიახაზები ცნობილია თავისი მაღალი დონის მომსახურებით, პუნქტუალურობითა და მჭირდრო კავშირით ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, რაც მას პოპულარულ არჩევანს ხდის როგორც საქმიანი, ასევე დასასვენებელი მოგზაურებისთვის.
Austrian Airlines ბარგის პოლიტიკა
ხელბარგი:
- Economy Class: 1 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი, მაქსიმალური ზომებით 55 x 40 x 23 სმ.
- Business Class: 2 ცალი ხელბარგი, თითოეული 8 კგ-მდე, მაქსიმალური ზომებით 55 x 40 x 23 სმ.
ჩსაბარებელი ბარგი:
- Economy Light: არ მოიცავს უფასო ჩასაბარებელ ბარგს.
- Economy Classic and Flex: 1 ცალი 23 კგ-მდე ჩასაბარებელი ბარგი, ზომით 158 სმ (სიგრძე+სიმაღლე+სიგანე).
- Premium Economy: 2 ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული 23 კგ-მდე. ზომით 158 სმ.
- Business Class: 2 ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული 32 კგ-მდე. ზომით 158 სმ.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
- ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 47 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 2 საათით ადრე.
- რეგისტრაცია აეროპორტში – ჩვეულებრივ, საერთაშორისო ფრენებისთვის იხსნება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე და იხურება 60 წუთით ადრე.
დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად Austrian Airlines -ის რეისებზე. დაგვირეკე: 551 907 907