FlyNero
FlyNero

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ქვეყნიდან 52 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, იძულებით გააძევეს.

ადგილობრივი მედია, ირლანდიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით, აკონკრეტებს, რომ დეპორტირებულთა შორის 45 ზრდასრული (35 მამაკაცი და 10 ქალი) და 7 ბავშვი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა არასრულწლოვანი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

ამ სპეციალური ოპერაციისთვის დაქირავებული რეისი, რომელიც კომპანია Air Partner Ltd-მ უზრუნველყო, სახელმწიფოს, ამ ეტაპისთვის, 187,625 ევრო დაუჯდა. თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არ არის საბოლოო ღირებულება და „ანგარიშსწორების პროცესი ჯერ არ დასრულებულა“, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული ავიაბილეთები ს ხარჯი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

მომხდარს ირლანდიის იუსტიციის მინისტრი, ჯიმ ო’კალაჰანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი დეპორტაციები წლის ბოლომდე აქტიურად გაგრძელდება.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: თუ პირს საერთაშორისო დაცვაზე უარს ეტყვიან და სახელმწიფოს დატოვებას უბრძანებენ, ის ვალდებულია, ქვეყანა დატოვოს. თუ ამას ნებაყოფლობით არ გააკეთებს, ჩვენ ამას ვაიძულებთ,“ — მკაცრად განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ო’კალაჰანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პოლიტიკა არ ეხება იმ ქართველების უმრავლესობას, რომლებიც ირლანდიაში ლეგალურად ცხოვრობენ.

„საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ჩვენს ქვეყანაში კანონიერი გზებით შემოდის. ჩვენ მათ მივესალმებით, რადგან ისინი ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებაში უდიდეს და პოზიტიურ წვლილს შეიტანენ,“ — დასძინა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, დეპორტირებულებს რეისზე თან ახლდნენ პოლიციის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, თარჯიმანი და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წყარო

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

სოლო მოგზაურობა – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო თანამგზავრი

არსებობს მოგზაურობის ერთი ფორმა, რომელიც ერთდროულად იწვევს შიშსა და...

მოგზაურობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

საქართველოში მზარდი ტურიზმისა და ავიამიმოსვლის ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი...

FlyGeorgia – დაგეგმეთ მოგზაურობა ერთ სივრცეში

დღეს, როდესაც ონლაინ სივრცეში იაფი ავიაბილეთების მოძიება სულ უფრო...

სამოგზაურო ინტერნეტი საუკეთესო ფასად

უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, სამოგზაურო ინტერნეტის ქონაა,...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

სტამბოლის ღირსშესანიშნაობები

სტამბოლი - ქალაქი, რომელიც ორ კონტინენტს აერთიანებს და საუკუნეების...

სოლო მოგზაურობა – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო თანამგზავრი

არსებობს მოგზაურობის ერთი ფორმა, რომელიც ერთდროულად იწვევს შიშსა და უსაზღვრო მიზიდულობას - ეს სოლო მოგზაურობაა. იდეა, ჩაალაგო ჩანთა და მარტო გაემგზავრო უცხო ქალაქის ან...

მოგზაურობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

საქართველოში მზარდი ტურიზმისა და ავიამიმოსვლის ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (Tbilisi International Airport) წლებია წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად საავიაციო კავშირის ცენტრს. სწორედ აქედან იწყება და...

FlyGeorgia – დაგეგმეთ მოგზაურობა ერთ სივრცეში

დღეს, როდესაც ონლაინ სივრცეში იაფი ავიაბილეთების მოძიება სულ უფრო დიდ გამოწვევად იქცა, FlyGeorgia.com მოგზაურებისთვის საიმედო დამხმარეა. ეს თანამედროვე პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ მოგზაურობის დაგეგმვა...