FlyNero
FlyNero

თბილისი დუბაი ფრენები tbilisi dubai

გაემგზავრე თბილისი დუბაი -ს მიმართულებით და მოიწყვე დაუვიწყარი მოგზაურობა! დუბაი არის ენერგიული ქალაქი, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვეობისა და ტრადიციის უნიკალურ ნაზავს, რაც მას მომხიბვლელ ადგილად აქცევს მოგზაურთათვის. ცნობილია თავისი საკულტო ცათამბჯენებით, როგორიცაა ბურჯ ხალიფა, მდიდრული სავაჭრო ცენტრებით და განსაცვიფრებელი ხელოვნური კუნძულებით. ეს ქალაქი გთავაზობს ფუფუნებისა და ინოვაციების შეუდარებელ გამოცდილებას.

ფრენები დუბაიში

რომელი ავიაკომპანია დაფრინავს თბილისი დუბაი ს მიმართულებით ?

თბილისის აეროპორტი -დან დუბაის მიმართულებით ფრენებს flydubai ასრულებს. ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს ამ დროისათვის ყოველდღე, დღეში 2 სიხშირით ახორციელებს.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა tbilisi dubai -ს რეისზე? 

flydubai georgia თბილისიდან დუბაიში ფრენას 3 სთ-დან 3.5 სთ-მდე ანდომებს.

თბილისი დუბაი ფრენები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 სექტემბერი 202425 სექტემბერი 2024Flydubaiბილეთები 1 177 - დან
19 ოქტომბერი 202424 ოქტომბერი 2024Flydubaiბილეთები 1 130 - დან
9 ნოემბერი 202417 ნოემბერი 2024Flydubaiბილეთები 1 225 - დან

 

რა უნდა მოინახულო დუბაიში ?

tbilisi dubai

ეს ქალაქი გთავაზობს აქტივობების ფართო სპექტრის, ტრადიციული ბაზრების (სოკების) და უდაბნოს შესწავლიდან დაწყებული, მსოფლიო დონის სასადილოებითა და გასართობებით დამთავრებული. მრავალფეროვანი კულტურული გამოცდილებით და ოჯახური ატრაქციონებით, როგორიცაა თემატური პარკები და აკვარიუმები, დუბაის ყველა ტიპის მოგზაურისთვის აქვს რაიმე საინტერესო.

  1. ბურჯ ხალიფა (Burj Khalifa): მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა გთავაზობს განსაცვიფრებელ ხედებს დუბაიზე.
  2. დუბაი მოლი (Dubai Mall): მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი, რომელსაც გააჩნია შიდა აკვარიუმი, ყინულის მოედანი, უამრავი მაღაზია და სასადილო ობიექტები.
  3. დუბაის მარინა (Dubai Marina): შესანიშნავი ადგილია გასასეირნებლად. ეს ადგილი გამოირჩევა ცათამბჯენებით, რესტორნებითა და ცოცხალი ღამის ცხოვრებით.
  4. პალმ ჯუმეირა (Palm Jumeirah): ეს ხელოვნურად შექმნილი კუნძული არის მდიდრული კურორტების სახლი, მაგალითად როგორიცაა Atlantis The Palm და აქვს ძალიან ლამაზი და გამორჩეული პლაჟები.
  5. ჯუმეირას პლაჟი: დაისვენე ქვიშიან სანაპიროზე და დატკბი საკულტო ბურჯ ალ-არაბის ხედით.
  6. დუბაის კრიკი (Dubai Creek): დაათვალიერე დუბაის ისტორიული მხარე ტრადიციული აბრათი (ნავით) და ეწვიე ოქროსა და სანელებლების ბაზარს.
  7. საფარის უდაბნო: გამოსცადე დიუნებზე აქლემებით გასეირნება და გაატარე დრო ბედუინის სტილის ტრადიციულ ბანაკებში.
  8. დუბაი ფრეიმ (Dubai Frame): არქიტექტურული საოცრება, რომელიც უზარმაზარი, ჩარჩოს ფორმის ნაგებობაა გთავაზობს როგორც ძველ, ისე ახალი დუბაის პანორამული ხედებს.
  9. დუბაის საოცრებათა ბაღი (Dubai Miracle Garden): ყვავილების სამოთხე, რომელიც ნამდვილად განგაცვიფრებს. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილების ბაღი, რომელშიც 150 მილიონზე მეტი ყვავილია. აქ ასევე ნახავ ყვავილებით დაფარულ რეალური ზომის თვითმფრინავს, გულის ფორმის თაღებს, ყვავილების ციხესიმაგრეებს და თემატურ ბაღებს.
  10. ალ ფაჰიდის ისტორიული უბანი (Al Fahidi Historical Neighborhood): ასევე ცნობილი როგორც ალ ბასტაკია, არის ერთ-ერთი უძველესი და კულტურულად მდიდარი ტერიტორია დუბაიში. ეს უბანი მოგახვედრებს დუბაის წარსულში თავისი ვიწრო ჩიხებით, ტრადიციული ქარის კოშკებით და აღდგენილი სავაჭრო სახლებით. ეს ადგილი ასევე ცნობილია ულამაზესი კაფეებითა და ბუტიკ-სასტუმროებით და კარგი ადგილია ქალაქის თანამედროვე ნაწილისგან განსატვირთად.

როდის არის საუკეთესო სეზონი დუბაის მოსანახულებლად?

დუბაის მოსანახულებლად საუკეთესო სეზონი ზამთრის თვეებია – ნოემბრიდან მარტამდე. ამ პერიოდში ტემპერატურა დღისით 20°C-დან 30°C-მდე მერყეობს, რაც იდეალურია გარე აქტივობებისთვის და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

როგორ დაჯავშნო იაფი ფრენები დუბაიში ?

ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შეძლებთ დაზოგო ფინანსები და იმოგზაურო შედარებით დაბალ ფასად.

  1. შეიძინე ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე;
  2. ისარგებლე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებით;
  3. თან იქონიე მხოლოდ ხელბარგი;
  4. სამოგზაუროდ შეარჩიე კვირის სამუშაო დღეები;
  5. რეისი დაგეგმე დილის ან გვიან ღამის ფრენაზე;
  6. ისარგებლე ტრანზიტული რეისებით.

გაემგზავრე თბილისი დუბაი -ს მიმართულებით მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 და ჩვენ დაგეხმარებით ბიუჯეტური ავიაბილეთების შეძენაში.

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

ქუთაისი კოპენჰაგენი ფრენები kutaisi kopenhageni

კოპენჰაგენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ქალაქია. ეს ადგილი მოკირწყლული...

თბილისი ვარშავა ფრენები tbilisi varshava

თბილისი ვარშავა -ს მიმართულებით გამგზავრება და ამ საოცარი ქალაქის...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

ქუთაისი კოპენჰაგენი ფრენები kutaisi kopenhageni

კოპენჰაგენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ქალაქია. ეს ადგილი მოკირწყლული...

თბილისი ვარშავა ფრენები tbilisi varshava

თბილისი ვარშავა -ს მიმართულებით გამგზავრება და ამ საოცარი ქალაქის...

ქუთაისი ფრანკფურტი ფრენები kutaisi frankfurti

ფიქობ ღირს თუ არა ქუთაისი ფრანკფურტი -ს მიმართულებით გამგზავრება?...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი სტატიას და მიიღე ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები, როგრებიცაა: რომელი ავიაკომპანია მოგახვედრებს დანიშნულების ადგილზე პირდაპირი რეისით, როგორ...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და გაიგე, რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ აღნიშნულ მიმართულებაზე, რა უნდა მოინახულო ქალაქში ყოფნისას, როგორ დაჯავშნო ავიაბილეთები მარტივად...

ქუთაისი კოპენჰაგენი ფრენები kutaisi kopenhageni

კოპენჰაგენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ქალაქია. ეს ადგილი მოკირწყლული ქუჩების, განსაცვიფრებელი არქიტექტურის, სამეფო სასახლეების, პარკებისა და კულტურის საოცარი ნაზავია. აღსანიშნავია, რომ ქალაქი 2023 წელს ოფიციალურად...