რომის ღირსშესანიშნაობები

მოკლედ: რომის ძირითადი ღირსშესანიშნაობებისთვის მინიმუმ 3 დღეა საჭირო, ბევრი მათგანი კი უფასოა.

  • ანტიკური რომი: კოლიზეუმი, ფორუმი, პალატინი — ერთი ბილეთით
  • ვატიკანი: წმინდა პეტრეს ტაძარი უფასოა; მუზეუმები ფასიანი
  • უფასო: ტრევის შადრევანი, ესპანური კიბე, ნავონას მოედანი, ტრასტევერე
  • ფასდაკლება: სახელმწიფო მუზეუმები ხშირად თვის პირველ კვირას უფასოა

რომი – ქალაქი, სადაც ყოველი ქვა და ქუჩა წარსულის იდუმალ ისტორიას მოგვითხრობს. იტალიის დედაქალაქი აერთიანებს ანტიკური არქიტექტურის დიდებულებას, ქრისტიანული სიწმინდეების სიღრმესა და რომანტიკულ ატმოსფეროს. თუკი პირველად აპირებთ რომში მოგზაურობას, წარმოგიდგენთ ტოპ 10 ადგილს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

Colosseum

1. კოლიზეუმი (Colosseum)

რომის იმპერიის ყველაზე დიდი ამფითეატრი და ქალაქის მთავარი სიმბოლო. აქ იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები, შოუები და წარმოდგენები. დღეს ის ღიაა ვიზიტორებისთვის და შესანიშნავ ხედებს სთავაზობს სტუმრებს.

2. ფორუმი და პალატინის გორა (Roman Forum & Palatine Hill)

ანტიკური რომი -ს პოლიტიკური და სოციალური ცენტრი, სადაც ნაშთებია ტაძრების, ბასილიკების და ტრიუმფალური თაღების. პალატინის გორიდან იშლება ულამაზესი ხედი ფორუმზე და კოლიზეუმზე.

3. ვატიკანი და წმინდა პეტრეს ბაზილიკა (St. Peter’s Basilica)

ქრისტიანული სამყაროს გულში მდებარე ბაზილიკა საოცარი არქიტექტურითა და მიქელანჯელოს შექმნილი გუმბათით დაუვიწყარი გამოცდილებაა. მოინახულეთ ასევე წმინდა პეტრეს მოედანი და ვატიკანის მუზეუმები.

4. სიქსტეს კაპელა (Sistine Chapel)

ვატიკანის მუზეუმები -ს ნაწილი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების ქმნილება მსოფლიოში. კაპელის ჭერზე მიქელანჯელოს ფრესკები მდებარეობს, მათ შორის „ქმნის სცენა“.

vatican museums

5. ტრევის შადრევანი (Trevi Fountain)

რომის ყველაზე ცნობადი შადრევანი, რომელიც გვიან-ბაროკოს სტილის არქიტექტურის საოცარი მაგალითია. თქვით სურვილი და გადაყარეთ მონეტა — ამბობენ, რომ ასე ისევ დაბრუნდებით რომში.

6. პანთეონი (Pantheon)

ანტიკური ტაძარი, რომელიც სრულყოფილად შემორჩა და დღემდე მოქმედი ეკლესიაა. მისი გუმბათი უნიკალური ინჟინერიული ქმნილებაა და შთამბეჭდავი შიგნიდანაც და გარედანაც.

7. ნავონას მოედანი (Piazza Navona)

რომის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცოცხალი მოედანი. აქ შეხვდებით ბერნინის შექმნილ ოთხი მდინარის შადრევანს (Fontana dei Quattro Fiumi), ქუჩის მხატვრებსა და კაფეებს.

ქუთაისი რომი ფრენები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 სექტემბერი 202630 სექტემბერი 2026Wizz Airბილეთები 970 - დან
25 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Wizz Airბილეთები 606 - დან
16 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026Wizz Airბილეთები 391 - დან
6 დეკემბერი 20269 დეკემბერი 2026Wizz Airბილეთები 356 - დან

8. ისპანური კიბეები (Spanish Steps)

რენესანსის სტილის კიბეები, რომლებიც აკავშირებს პიაცა დი სპანიასა და ტრინიტა დეი მონტის ეკლესიას. აქედან იწყება ელიტური შოპინგ ქუჩა – ვია კონდოტი.

9. კასტელ სანტ’ანჯელო (Castel Sant’Angelo)

ციხესიმაგრე, რომელიც აშენდა როგორც იმპერატორ ადრიანეს მავზოლეუმი, შემდგომ კი შუა საუკუნეებში გახდა ციხე და პაპის რეზიდენცია. მის თავზე არსებული ტერასა იძლევა ულამაზეს ხედს ვატიკანზე და ტიბრის ნაპირზე.

10. ტრასტევერე (Trastevere)

რომის ავთენტური უბანი ვიწრო ქუჩებით, ისტორიული სახლებით, ტრადიციული რესტორნებითა და ღამის სიცოცხლით. იდეალურია საღამოს გასეირნებისთვის და იტალიური კულინარიის დასაგემოვნებლად.

რომი არა მხოლოდ ისტორიის ქალაქია — ეს არის კულტურის, გემოვნების, რწმენისა და სტილის სინთეზი. თუ გეგმავთ მოგზაურობას, ზემოთ ჩამოთვლილი ლოკაციები დაგეხმარებათ, სრულად შეიგრძნოთ “მარადიული ქალაქის” ენერგია. ჩაიკარგეთ რომის ქუჩებში და გახადეთ თქვენი მოგზაურობა დაუვიწყარი.

რომში სანახავი ადგილები – მარშრუტი 3 დღისთვის

რომის სანახაობები იმდენად ბევრია, რომ წინასწარი გეგმის გარეშე ადვილად დაიბნევით. რომში სანახავი ადგილები ასე შეგიძლიათ გადაანაწილოთ:

  • 1-ლი დღე – ანტიკური რომი: კოლიზეუმი, რომაული ფორუმი და პალატინის ბორცვი (ერთი ბილეთით), შემდეგ კაპიტოლიუმის მოედანი;
  • 2-ე დღე – ვატიკანი: წმინდა პეტრეს ტაძარი და მოედანი, ვატიკანის მუზეუმები და სიქსტის კაპელა, საღამოს – ანგელოზის ციხე-სიმაგრე;
  • 3-ე დღე – ისტორიული ცენტრი: პანთეონი, ნავონას მოედანი, ტრევის შადრევანი, ესპანური კიბე და საღამო ტრასტევერეში.

რომის მუზეუმები

რომის მუზეუმები მსოფლიოს ხელოვნების უდიდეს საგანძურს ინახავს. ვატიკანის მუზეუმების გარდა, აუცილებლად სანახავია: ბორგეზეს გალერეა (შესვლა მხოლოდ წინასწარი ჯავშნით), კაპიტოლიუმის მუზეუმები – მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი საჯარო მუზეუმი – და ეროვნული რომაული მუზეუმი. პოპულარულ მუზეუმებში ბილეთები ჯობია ონლაინ, წინასწარ იყიდოთ.

რა ვნახოთ რომში უფასოდ

რომი ძვირი ქალაქია, თუმცა ბევრი მთავარი ღირსშესანიშნაობა უფასოა ან თითქმის უფასო:

  • ტრევის შადრევანი, ესპანური კიბე და ნავონას მოედანი – უფასოდ;
  • წმინდა პეტრეს ტაძარი – შესვლა უფასოა (გუმბათზე ასვლა ფასიანია);
  • ვატიკანის მუზეუმები ყოველი თვის ბოლო კვირას უფასოა (რიგი გრძელია);
  • იტალიის სახელმწიფო მუზეუმები და არქეოლოგიური ძეგლები, მათ შორის კოლიზეუმი, ხშირად თვის პირველ კვირას უფასოა – წინასწარ გადაამოწმეთ;
  • ტრასტევერეს ქუჩები და ჯანიკოლოს ბორცვის პანორამა – ყოველთვის უფასო.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენი დღე სჭირდება რომის დათვალიერებას?

მთავარი რომის ღირსშესანიშნაობებისთვის მინიმუმ 3 დღე დაგჭირდებათ, უფრო მშვიდი ტემპით კი – 4-5 დღე.

გაემგზავრე რომში მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

პეგასუსის ბარგი – ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი

პეგასუსი (Pegasus Airlines) თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და მისი ბარგის...

სამოგზაურო ინტერნეტი: როგორ დარჩეთ ონლაინ კავშირზე

უცხო ქვეყნის აეროპორტში დაშვებისას პირველი, რაც ყველას გვჭირდება, ოჯახის წევრებთან დაკავშირება, სასტუმრომდე მისასვლელი რუკის გახსნა ან ტაქსის გამოძახებაა. სწორედ ამ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად...

კომპანია Avia.ge-ს ახალი ოფისი თბილისში

საქართველოს ბაზრის ონლაინ ავიბილეთების საძიებო სისტემის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია Avia.ge-მ, ოპერირების ახალ, თანამედროვე ოფისში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კომპანიის ახალი მისამართია ქ. თბილისი, დავით...

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ქვეყნიდან 52 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, იძულებით გააძევეს.ადგილობრივი მედია, ირლანდიის...