მადრიდის ღირსშესანიშნაობები

მოკლედ: მადრიდი ესპანეთის დედაქალაქია და მისი „ხელოვნების სამკუთხედი“ 3 დღეში მოივლება.

  • ტოპ ადგილები: პრადო, რეინა სოფია, ტისენ-ბორნემისა, სამეფო სასახლე, რეტირო
  • უფასო საათები: პრადო და რეინა სოფია საღამოს ბოლო საათებში
  • ექსკურსიები: ტოლედო, სეგოვია, ესკორიალი
  • სეზონი: აპრილი-ივნისი და სექტემბერი-ოქტომბერი

მადრიდი, ესპანეთის ბრწყინვალე დედაქალაქი, ევროპული კულტურის, ხელოვნებისა და ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახლავთ. ქალაქი არაერთი საოცარი სანახაობით იზიდავს როგორც ისტორიით დაინტერესებულ მოგზაურებს, ისე თანამედროვე არქიტექტურისა და ხელოვნების მოყვარულებს. მადრიდში ტურისტებს ელით მუზეუმების უმდიდრესი კოლექციები, დიდებული სასახლეები, მზიანი ბაღები და უგემრიელესი სამზარეულო.

Museo del Prado

1. პრადოს მუზეუმი (Museo del Prado)

მადრიდის გულში მდებარე პრადოს მუზეუმი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კულტურული ღირშესანიშნაობაა. მუზეუმში წარმოდგენილია ველასკესის, გოიას, ტიციანის, რუბენსის და სხვა მხატვრების ოსტატური ნამუშევრები. თუ ხარ ხელოვნების მოყვარული, ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოხვდეს შენს სიის სათავეში.

2. მეფის სასახლე (Palacio Real)

ესპანეთის მეფეთა ოფიციალური რეზიდენცია, რომელიც თავისი გრანდიოზული ინტერიერით და არქიტექტურით სუნთქვას შეგიწყობს. მიუხედავად იმისა, რომ მეფე იქ აღარ ცხოვრობს, შენობა ტურისტებისთვის ღიაა და მასში შეგიძლია დაათვალიერო დარბაზები, სამეფო იარაღი, ბაღები და სამეფო სამზარეულოც კი.

3. რეტიროს პარკი (Parque del Buen Retiro)

ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და მწვანე ადგილი მადრიდში, რომელიც იდეალურია სასეირნოდ და დასასვენებლად. პარკში არის პატარა ტბა, სადაც შესაძლებელია ნავით გასეირნება, ლამაზად გაშენებული ბაღები და ცნობილი შუშის სასახლე – Palacio de Cristal.

ქუთაისი მადრიდი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 სექტემბერი 202626 სექტემბერი 2026Wizz Airბილეთები 930 - დან
20 ოქტომბერი 202627 ოქტომბერი 2026Wizz Airბილეთები 630 - დან
7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Wizz Airბილეთები 537 - დან
5 დეკემბერი 202615 დეკემბერი 2026Wizz Airბილეთები 475 - დან

4. გრან ვია (Gran Vía)

მადრიდის ყველაზე ცნობილი ქუჩა — შოპინგის, თეატრებისა და თანამედროვე ცხოვრების ცენტრი. აქ შეხვდები როგორც ცნობილი ბრენდების მაღაზიებს, ასევე კაფეებს და ბარს. საღამოს გრან ვია გარდაიქმნება ნათელ და ხმაურიან სცენად, რომელიც ქალაქის პულსს ცოცხლად აჩვენებს.

5. სან მიგელის ბაზარი (Mercado de San Miguel)

ტრადიციული ესპანური გემოების დასაგემოვნებლად სან მიგელის დახურული ბაზარი იდეალური ადგილია. აქ შეგიძლია დააგემოვნო პაელია, ტაპასი, ზღვის პროდუქტები, იბერიული ლორი და ადგილობრივი ღვინო. ეს ადგილი არა მხოლოდ კულინარიული, არამედ კულტურული გამოცდილებაცაა.

6. სიბელესის მოედანი და მარმარილოს შადრევანი (Plaza de Cibeles)

ეს ლამაზი მოედანი თავისი ფანტასტიკური არქიტექტურითა და შადრევნით მადრიდის ერთ-ერთი სიმბოლოა. შენობათა შორის გამოირჩევა სიბელესის სასახლე, რომელიც ახლა მადრიდის მერიას ეკუთვნის და აქვს გადასარევი სახურავი — ერთ-ერთი საუკეთესო ხედით მთელ ქალაქზე.

Plaza de Cibeles

7. ატლეტიკო მადრიდისა და რეალ მადრიდის სტადიონები

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მადრიდში ორი მნიშვნელოვანი წმინდა ადგილი არსებობს: სანტიაგო ბერნაბეუ (რეალ მადრიდის სტადიონი) და Civitas Metropolitano (ატლეტიკოს სტადიონი). ორივე სტადიონი სტუმრებს სთავაზობს ექსკურსიებს, მუზეუმს და ფოტოსესიებს მინდორზე.

8. ტემპლო დე დებოდი (Templo de Debod)

ძველი ეგვიპტური ტაძარი, რომელიც მადრიდში გადმოიტანეს. მდებარეობს პარკში, სადაც ულამაზესი მზის ჩასვლა ჩანს. უნიკალური სანახაობაა, რომელიც აერთიანებს ისტორიას, ბუნებასა და რომანტიკულ განწყობას.

9. მუზეო რეინა სონია (Museo Reina Sofía)

თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებისთვის ეს მუზეუმი შეუცვლელი გამოცდილებაა. აქ ინახება პაბლო პიკასოს ცნობილი “გერნიკა” და სხვა მრავალი ბრწყინვალე ნამუშევარი.

10. მადრიდის ლამპიონები და ღამის ცხოვრება

მადრიდი ღამითაც ისეთივე ცოცხალია, როგორც დღისით. ქალაქი სავსეა ბარებით, ფლამენკოს კლუბებით, ღამის კლუბებით და ტერასებით, სადაც შეგიძლია ისიამოვნო მუსიკითა და ესპანური ღვინით.

მადრიდი გიზიდავს არა მხოლოდ ღირსშესანიშნაობებით, არამედ იმ მუხტით, რომელიც ქალაქის ყოველდღიურობას გამოარჩევს. ეს ქალაქი აერთიანებს წარსულს და თანამედროვეობას ისე, რომ გაბედნიერებს და გაგახარებს. აუცილებლად ეწვიე მადრიდს და განიცადე ესპანური სიცოცხლის სიყვარული პირადად.

ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი – ზოგადი ინფორმაცია

ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი ქვეყნის ცენტრში, იბერიის ნახევარკუნძულის შუაგულში მდებარეობს და 3 მილიონზე მეტ მოსახლეს ითვლის. მადრიდი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მზიანი დედაქალაქია – აქ წელიწადში 2 700-ზე მეტი მზიანი საათია, ამიტომ დასვენება მადრიდში ნებისმიერ სეზონზე სასიამოვნოა.

რა ვნახოთ მადრიდში – 3-დღიანი მარშრუტი

თუ ფიქრობთ, რა ვნახოთ მადრიდში პირველი ვიზიტისას, ეს გეგმა მადრიდის სანახაობები-ს უმეტესობას მოიცავს:

  • 1-ლი დღე – ისტორიული ცენტრი: პუერტა დელ სოლი, პლასა მაიორი, სამეფო სასახლე და ალმუდენას ტაძარი;
  • 2-ე დღე – ხელოვნების სამკუთხედი: პრადოს მუზეუმი, რეინა სოფიას მუზეუმი (პიკასოს „გერნიკა“) და ტისენ-ბორნემისას მუზეუმი;
  • 3-ე დღე – პარკები და უბნები: რეტიროს პარკი და ბროლის სასახლე, გრან ვია, საღამოს – მალასანიას ან ლა ლატინას უბანი ტაპასებით.

მოგზაურობა მადრიდში – პრაქტიკული რჩევები

  • პრადოსა და რეინა სოფიას მუზეუმებში საღამოს ბოლო საათებში შესვლა, როგორც წესი, უფასოა – განრიგი წინასწარ გადაამოწმეთ;
  • აეროპორტიდან (MAD) ცენტრამდე მეტროთი, მატარებლით ან ექსპრეს-ავტობუსით მიხვალთ;
  • ესპანელები გვიან ვახშმობენ – რესტორნები ხშირად 21:00-ის შემდეგ ივსება;
  • ივლისსა და აგვისტოში ძალიან ცხელა, ამიტომ საუკეთესო პერიოდია აპრილი-ივნისი და სექტემბერი-ოქტომბერი.

დასვენება მადრიდში – სად დავრჩეთ

მადრიდში დასასვენებლად საუკეთესო უბნებია სოლი და გრან ვია (ცენტრალური მდებარეობა), ლა ლატინა (ტრადიციული ატმოსფერო და ტაპას-ბარები), მალასანია (ახალგაზრდული და შემოქმედებითი) და სალამანკა (ელეგანტური და მშვიდი). ერთდღიანი ექსკურსიით კი ტოლედოს, სეგოვიასა და ესკორიალს ეწვიეთ.

გაემგზავრე მადრიდში მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

პეგასუსის ბარგი – ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი

პეგასუსი (Pegasus Airlines) თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და მისი ბარგის...

სამოგზაურო ინტერნეტი: როგორ დარჩეთ ონლაინ კავშირზე

უცხო ქვეყნის აეროპორტში დაშვებისას პირველი, რაც ყველას გვჭირდება, ოჯახის წევრებთან დაკავშირება, სასტუმრომდე მისასვლელი რუკის გახსნა ან ტაქსის გამოძახებაა. სწორედ ამ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად...

კომპანია Avia.ge-ს ახალი ოფისი თბილისში

საქართველოს ბაზრის ონლაინ ავიბილეთების საძიებო სისტემის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია Avia.ge-მ, ოპერირების ახალ, თანამედროვე ოფისში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კომპანიის ახალი მისამართია ქ. თბილისი, დავით...

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ქვეყნიდან 52 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, იძულებით გააძევეს.ადგილობრივი მედია, ირლანდიის...