რომში, იტალიის დედაქალაქში, მსოფლიოში ყველაზე მეტი საკულტო ისტორიული ღირსშესანიშნაობაა თავმოყრილი, მათ შორის კოლიზეუმი, რომის ფორუმი და პანთეონი. ამიტომ არ გადადო და დაგეგმე მოგზაურობა ქუთაისი რომი -ს მიმართულებით და ისიამოვნე შთამბეჭდავი სანახაობებით. ამ უძველესი ადგილების მონახულება, რომის იმპერიის სიდიადეს თვალნათლივ წარმოგიჩენთ. რომი არის რენესანსისა და ბაროკოს სტილის ხელოვნებისა და არქიტექტურის ნამდვილი საგანძური. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იტალიური სამზარეულო განთქმულია მთელ მსოფლიოში, ეს ქალაქი კი მოგზაურებს საუკეთესო კულინარიულ გამოცდილებს სთავაზობს.
აქედან გამომდინარე, რომში მოგზაურობა უზრუნველყოფს ისტორიის, კულტურის, ხელოვნებისა და კულინარიის უნიკალურ ნაზავს, რომელიც მდიდარ და დასამახსოვრებელ გამოცდილებას ჰპირდება ყველა მოგზაურს.
რომელი ავიაკომპანია დაფრინავს ქუთაისიდან რომში ?
ქუთაისის საერთასორისო აეროპორტი -დან რომის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია wizz air -ი ასრულებს. პირდაპირ ავიამიმოსვლას ქუთაისი რომი რომი ქუთაისი -ს საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირა დღეს ახორციელებს. სეზონურ პერიოდში კი, კვირაში 3 სიხშირითაც კი დაფრინავს.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა kutaisi romi -ს რეისზე?
ქუთაისიდან რომის ჩამპინოს აეროპორტამდე პირდაპირ ფრენის ხანგრძლივობა 4 საათია.
ქუთაისი რომი ფრენები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
27 ნოემბერი 2024 | 28 ნოემბერი 2024 | ბილეთები 407 - დან | |
12 დეკემბერი 2024 | 16 დეკემბერი 2024 | ბილეთები 339 - დან | |
18 იანვარი 2025 | 25 იანვარი 2025 | ბილეთები 271 - დან | |
1 თებერვალი 2025 | 5 თებერვალი 2025 | ბილეთები 263 - დან |
რა უნდა მოინახულო რომში?
როგორც უკვე აღინიშნა, რომი მდიდარია თავისი საკულტო ღირსშესანიშნაობებით, რომელთა სანახავად ქალაქს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. აქ არის რამდენიმე ღირსშესანიშნაობა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ:
- კოლიზეუმი: ეს უძველესი ამფითეატრი რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, სადაც ოდესღაც გლადიატორები იბრძოდნენ.
- რომის ფორუმი: ეს არის უძველესი სამთავრობო შენობების ნანგრევები, რომელიც მომხიბვლელ სანახაობას გთავაზობს ძველი რომის გულში.
- პანთეონი: უძველესი ინჟინერიის საოცრებაა. ეს ყოფილი რომაული ტაძარი ახლა ეკლესიას წარმოადგენს და მნახველებს განსაცვიფრებელი გუმბათით ხიბლავს.
- ვატიკანი: პაპის სახლი და წმინდა პეტრეს ბაზილიკა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკლესიაა, სადაც გამოსახულია მიქელანჯელოს პიეტა და ასევე ვატიკანის მუზეუმები, სადაც შეხვდები ისტორიული ნივთებისა და ხელოვნების უზარმაზარ კოლექციას, მათ შორის სიქსტის კაპელას.
- ტრევის შადრევანი: განსაცვიფრებელი ბაროკოს სტილის შადრევანი, სადაც ვიზიტორები, ტრადიციულად, მონეტებს ყრიან, რათა რომში კვლავ დაბრუნდნენ.
- ესპანური კიბეები: მონუმენტური კიბე 135 საფეხურით, რომელსად Trinità dei Monti ეკლესიამდე მიჰყავხარ.
- პიაცა ნავონა: ულამაზესი მოედანი ბაროკოს სტილის არქიტექტურით, ცოცხალი კაფეებით და ბერნინის შთამბეჭდავი ოთხი მდინარის შადრევნით.
- კასტელ სანტ ანჯელო: თავდაპირველად აშენებული, როგორც იმპერატორ ადრიანეს მავზოლეუმი, გთავაზობს ქალაქის ულამაზეს პანორამულ ხედებს.
- ვილა ბორგეზე: ეს არის უზარმაზარი პარკი ულამაზესი ბაღებით, მუზეუმებითა და გალერეებით, მათ შორის ბორგეზეს გალერეით, სადაც განთავსებულია ბერნინის, კარავაჯოს და რაფაელის ნამუშევრები.
- ტრასტევერე: მომხიბვლელი უბანი, რომელიც ცნობილია თავისი ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით, ცოცხალი ღამის ცხოვრებითა და შესანიშნავი რესტორნებით იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუბს.
როდის არის საუკეთესო სეზონი რომის მოსანახულებლად?
რომის მოსანახულებლად საუკეთესო სეზონებია გაზაფხული და შემოდგომა – აპრილიდან ივნისამდე და სექტემბრიდან ოქტომბრამდე. და აი რატომ:
ზაფხულში რომში სასიამოვნო ტემპერატურაა, დაახლოებით 15°C-დან 25°C-მდე, რაც იდეალურია ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. აყვავებულია პარკები და ბაღები კი შესანიშნავ პეიზაჟებს გთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ზაფხულზე რომში ასევე იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და გარე ფესტივალები, მათ შორის რომის მარათონი Festa della Primavera (გაზაფხულის ფესტივალი).
შემოდგომაზე კი, ზაფხულის მსგავსად, ნორმალური ტემპერატურაა იმისათვის, რომ თავისუფლად მოინახულო ყველა ღირსშესანიშნაობა. ასევე ისიამოვნო ახალი სეზონური პროდუქტებითა და ღვინის დეგუსტაციებით ახლომდებარე რეგიონებიდან. ზაფხულის პიკ თვეებთან შედარებით, ამ პერიოდში ნაკლები ტურისტია, რაც აადვილებს დასვენებას და დაუვიწყარი დროის გატარებას.
რამდენი დღეა საკმარისი რომში ?
რომის მოსანახულებლად დღეების იდეალური რაოდენობა დამოკიდებულია ინტერესებზე და მოგზაურობის ტემპზე. თუმცა, ზოგადი რეკომენდაცია ასეთია:
- 3-4 დღე – ეს ჩვეულებრივ საკმარისია ისეთი ძირითადი ღირსშესანიშნაობების სანახავად, როგორიცაა კოლიზეუმი, რომის ფორუმი, ვატიკანი (მათ შორის წმინდა პეტრეს ბაზილიკა და ვატიკანის მუზეუმები), პანთეონი, ტრევის შადრევანი და ესპანური კიბეები.
- 5-7 დღე – ეს საშუალებას იძლევა უფრო თავისუფლად დაათვალიერო და მოინახულო დამატებითი ადგილები, როგორიცაა ბორგეზეს გალერეა, ტრასტევერის უბანი, კაპიტოლინის მუზეუმები და შესაძლოა მოასწრო ერთდღიანი მოგზაურობა ახლომდებარე ადგილებში, როგორიცაა Ostia Antica ან Tivoli.
- 7 დღეზე მეტი – რომის ისტორიაში, ხელოვნებასა და კულტურაში უფრო ღრმად ჩასაძირად, კვირაზე მეტის გატარება მოგცემთ დროს, რომ დაათვალიეროთ ნაკლებად ტურისტული უბნები, ისიამოვნოთ ადგილობრივი სამზარეულოთი და შეიგრძნოთ ქალაქი ისე, როგორც ადგილობრმა.
როგორ დავჯავშნოთ იაფი ფრენები?
ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შეძლებთ დაზოგო ფინანსები და იმოგზაურო შედარებით დაბალ ფასად.
- შეიძინე ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე;
- ისარგებლე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებით;
- თან იქონიე მხოლოდ ხელბარგი;
- სამოგზაუროდ შეარჩიე კვირის სამუშაო დღეები;
- რეისი დაგეგმე დილის ან გვიან ღამის ფრენაზე;
- ისარგებლე ტრანზიტული რეისებით.