FlyNero
FlyNero

ქუთაისი კოპენჰაგენი ფრენები kutaisi kopenhageni

კოპენჰაგენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ქალაქია. ეს ადგილი მოკირწყლული ქუჩების, განსაცვიფრებელი არქიტექტურის, სამეფო სასახლეების, პარკებისა და კულტურის საოცარი ნაზავია. აღსანიშნავია, რომ ქალაქი 2023 წელს ოფიციალურად დასახელდა იუნესკოს მსოფლიო არქიტექტურის დედაქალაქად.

ფრენები კოპენჰაგენში

რომელი ავიაკომპანია დაფრინავს ქუთაისი ფრანკფურტი -ს მიმართულებით ?

ქუთაისის აეროპორტი -დან კოპენჰაგენში პირდაპირ ავირეისებს ავიაკომპანია wizz air kutaisi ასრულებს. რეგულარული ფრენები კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათს და კვირას ხორციელდება.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა kutaisi kopenhageni -ს რეისზე? 

ქუთაისის აეროპორტიდან კოპენჰაგენის აეროპორტამდე ფრენის დრო 4 სთ და 30 წთ-ია.

 

რა უნდა მოინახულო კოპენჰაგენში ?

kutaisi kopenhageni

  1. ტივოლი გარდენსი: ტივოლის ბაღი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი გასართობი პარკი, რომელიც 1843 წლიდან არსებობს. იგი აერთიანებს ტრადიციულ გასართობ პარკს ლამაზ ბაღებთან, აქტიურ გართობებთან და სეზონურ მოვლენებთან. პარკში უნიკალურ არქიტექტურულ სტილთან და აყვავებულ პეიზაჟებთან ერთად წარმოდგენილია სხვადასხვა ატრაქციონები, მათ შორის  კარუსელები და ეშმაკის ბორბალი. ტივოლი განსაკუთრებით ლამაზია საღამოობით, როდესაც ათასობით განათება ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის, რაც მას პოპულარულ ადგილად აქცევს როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. პარკში ასევე იმართება კონცერტები, თეატრალური სპექტაკლები და ფეიერვერკების შოუ.
  2. ნიჰავნი: Nyhavn სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც – ახალი ნავსადგური. კოპენჰაგენის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და თვალწარმტაცი ადგილია და ცნობილია მე-17 საუკუნის ფერადი სახლებით, რომლებიც არხის გასწვრივაა ჩამწკრივებული. დატვირთული კომერციული პორტი, სადაც გემები მთელი მსოფლიოდან ჩერდებოდნენ, დღეს სავსეა რესტორნებით, კაფეებითა და ბარებით. არხის გასწვრივ ძველი ხის გემები კი მის ხიბლსა და ისტორიულ ატმოსფეროს კიდევ უფრო აძლიერებს. ცნობისთვის, ნიჰავნიში ცნობილი დანიელი მწერალი, ჰანს კრისტიან ანდერსენი ცხოვრობდა, რომელმაც აქ არაერთი ზღაპარი დაწერა.
  3. ამალიენბორგი: Amalienborg არის სამეფო სასახლის კომპლექსი კოპენჰაგენში, რომელიც დანიის სამეფო ოჯახის ძირითადი რეზიდენციაა. რვაკუთხა ეზოს ირგვლივ განთავსებული ოთხი კლასიკური სასახლე თავისი იდენტური ფასადებით, მე-18 საუკუნის როკოკოს არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითია. სასახლეები თავდაპირველად ოთხი დიდგვაროვანი ოჯახისთვის აშენდა, თუმცა 1794 წელს სამეფო ოჯახმა გადაიბარა. კომპლექსი ცნობილია თავისი ცენტრალური ეზოთი, სადაც შუადღისას გვარდიის შეცვლის ცერემონია ტარდება ხოლმე.
  4. სტრაგეტი: Strøget არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საცალფეხო ქუჩა ევროპაში და პოპულარული სავაჭრო ადგილი კოპენჰაგენის ცენტრში. იგი გადაჭიმულია დაახლოებით 1,1 კილომეტრის მანძილზე. ეს არის ხალხმრავალი ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია საერთაშორისო ფლაგმანი მაღაზიები, დანიის ბუტიკები, კაფეები და რესტორნები. თუ გიყვარს შოპინგი, ეს ადგილი შენთვისაა! ქუჩაში ასევე ნახავ მუსიკოსებს, მხატვრებს და ქუჩის შემსრულებლებს. Strøget არ არის მხოლოდ კომერციული ცენტრი, არამედ კულტურული ცენტრი, ისტორიული შენობებით, ეკლესიებითა და მოედნებით, რაც მას საკვანძო ადგილად აქცევს კოპენჰაგენში.
  5. არხის ტური: არხის ტური მშვენიერი გზაა ქალაქის უნიკალური ხიბლის შესასწავლად. ტურების უმეტესობა Nyhavn-დან ან Gammel Strand-დან იწყება და დაახლოებით ერთი საათი გრძელდება. ამ პერიოდში გაივლი კოპენჰაგენის რამდენიმე ყველაზე ცნობილ ღირშესანიშნაობას, როგორიცაა პატარა ქალთევზის ქანდაკება, შთამბეჭდავი ამალიენბორგის სასახლე, თანამედროვე ოპერის თეატრი და კრისტიანშავნის ფერადი უბანი. ასევე გაისეინებ ქალაქის არხების ქსელში და ნახავ წყლის სანაპიროზე მდებარე სახლების, ისტორიული ეკლესიებისა და თანამედროვე შენობების ულამაზეს ხედებს.
  6. პატარა ქალთევზას ქანდაკება: კოპენჰაგენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ქანდაკება ჰანს კრისტიან ანდერსენის ამავე სახელწოდების ცნობილი ზღაპრითაა შთაგონებული. ბრინჯაოს ქანდაკება შექმნა მოქანდაკე ედვარდ ერიქსენმა და გამოსახავს ქალთევზას, რომელიც მოხდენილად ზის კლდეზე და წყალს გადაჰყურებს. სხვათა შორის, ქანდაკების სახის მოდელი ელენ პრაისი, დანიის სამეფო ბალეტის ბალერინა იყო, ხოლო ტანის მოდელირებას კი ერიქსენის მეუღლე, ელინი ასრულებდა.
  7. მრგვალი კოშკი: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ისტორიული ღირსშესანიშნაობა კოპენჰაგენში. აშენდა 1637 – 1642 წლებში და თავდაპირველად ასტრონომიულ ობსერვატორიას წარმოადგენდა. ის ასევე მოიცავს ეკლესიას და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. კოშკი 36 მეტრის სიმაღლისაა და მისი ყველაზე ცნობილი მახასიათებელი სპირალური პანდუსია, რაც კოშკის მწვერვალზე კიბეების გარეშე ასვლის საშუალებას იძლევა. იქედან კი კოპენჰაგენის განსაცვიფრებელ პანორამული ხედები იშლება. მრგვალი კოშკი ასევე მასპინძლობს გამოფენებს, კონცერტებს და კულტურულ ღონისძიებებს.
  8. როზენბორგის სასახლე: მე-17 საუკუნის დასაწყისში მეფე კრისტიან IV-ის მიერ აშენებული ეს სასახლე თავდაპირველად სამეფო რეზიდენციას და საზაფხულო სახლეს წამოადგენდა. მისი არქიტექტურა ჰოლანდიური რენესანსის სტილს ასახავს. დღეს ის მუზეუმია, სადაც წარმოდგენილია დანიის გვირგვინის სამკაულები, სამეფო რეგალიები და დანიის სამეფო ისტორიასთან დაკავშირებული არტეფაქტების დიდი კოლექცია.
  9. ბოტანიკური ბაღი: Botanisk Have ლამაზი და წყნარი სივრცეა, რომელიც ქალაქის გულში მდებარეობს. ის დანიის საბუნებისმეტყველო მუზეუმის ნაწილია და წარმოადგენს როგორც საჯარო პარკს, ასევე სამეცნიერო კვლევით ცენტრს. დაარსდა 1600 წელს. აქ წარმოდგენილია 13000-ზე მეტი მცენარე მთელი მსოფლიოდან, მათ შორის დანიის ადგილობრივი მცენარეების დიდი კოლექცია. პარკში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი პალმის სახლია, მე-19 საუკუნის განსაცვიფრებელი სათბური, სადაც ნახავ ტროპიკულ და სუბტროპიკულ მცენარეებს, მათ შორის პალმებს, კაქტუსებს და ორქიდეებს. ბაღს ასევე აქვს რამდენიმე სხვა სპეციალიზებული სათბური, რომელთან ნახვაც არანაკლებ საინტერესოა.
  10. დანიის ეროვნული მუზეუმი: Nationalmuseet არის ქვეყნის უდიდესი კულტურული და ისტორიული მუზეუმი, რომელიც გთავაზობთ დანიის ისტორიისა და კულტურის ყოვლისმომცველ მიმოხილვას, ასევე მნიშვნელოვან კოლექციებს მთელი მსოფლიოდან.

როგორ დაჯავშნო იაფი ფრენები კოპენჰაგენში ?

ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შეძლებთ დაზოგო ფინანსები და იმოგზაურო შედარებით დაბალ ფასად.

  1. შეიძინე ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე;
  2. ისარგებლე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებით;
  3. თან იქონიე მხოლოდ ხელბარგი;
  4. სამოგზაუროდ შეარჩიე კვირის სამუშაო დღეები;
  5. რეისი დაგეგმე დილის ან გვიან ღამის ფრენაზე;
  6. ისარგებლე ტრანზიტული რეისებით.

გაემგზავრე ქუთაისი კოპენჰაგენი  -ს მიმართულებით მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 და ჩვენ დაგეხმარებით ბიუჯეტური ავიაბილეთების შეძენაში.

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

თბილისი ვარშავა ფრენები tbilisi varshava

თბილისი ვარშავა -ს მიმართულებით გამგზავრება და ამ საოცარი ქალაქის...

ქუთაისი ფრანკფურტი ფრენები kutaisi frankfurti

ფიქობ ღირს თუ არა ქუთაისი ფრანკფურტი -ს მიმართულებით გამგზავრება?...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

თბილისი ვარშავა ფრენები tbilisi varshava

თბილისი ვარშავა -ს მიმართულებით გამგზავრება და ამ საოცარი ქალაქის...

ქუთაისი ფრანკფურტი ფრენები kutaisi frankfurti

ფიქობ ღირს თუ არა ქუთაისი ფრანკფურტი -ს მიმართულებით გამგზავრება?...

თბილისი დუბაი ფრენები tbilisi dubai

გაემგზავრე თბილისი დუბაი -ს მიმართულებით და მოიწყვე დაუვიწყარი მოგზაურობა!...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი სტატიას და მიიღე ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები, როგრებიცაა: რომელი ავიაკომპანია მოგახვედრებს დანიშნულების ადგილზე პირდაპირი რეისით, როგორ...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და გაიგე, რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ აღნიშნულ მიმართულებაზე, რა უნდა მოინახულო ქალაქში ყოფნისას, როგორ დაჯავშნო ავიაბილეთები მარტივად...

თბილისი ვარშავა ფრენები tbilisi varshava

თბილისი ვარშავა -ს მიმართულებით გამგზავრება და ამ საოცარი ქალაქის მონახულება, გთავაზობს მდიდარი ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე ურბანული ცხოვრების ნაზავს. ქალაქში, რომელიც თითქმის მთლიანად აღადგინეს...