FlyNero
FlyNero

Georgian Airways ჯორჯიან ეარვეისი

Georgian Airways , ადრე ცნობილი როგორც Airzena, არის ქართული ავიაკომპანიაა, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. იგი 1993 წელს აირზენას სახელით დაარსდა, ხოლო 2004 წლიდან კი ჯორჯიან ეარვეისის სახელით ოპერირებს.

Georgian Airways -ის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მსოფლიოს მსხვილ ავიაკომპანიებთან პარტნიორობის დამყარებაა. კომპანიის თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიასთან, როგორიცაა Air France, KLM, Delta Air Lines და სხვ. რაც აძლიერებს მის კავშირებს და მომსახურების ხარისხს.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი 

ჯორჯიან ეარვეისი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან სხვადასხვა მიმართულებით გვთავაზობს. 2024 წლიდან, ავიაკომპანია ახორციელებს პირდაპირ რეისებს 18 საერთაშორისო მიმართულებაზე 11 ქვეყანაში. მათშორისაა ევროპის რამდენიმე ქალაქი: ვენა, პარიზი, ნიცა, ამსტერდამი, მიუნხენი, ბერლინი, მილანი, ლარნაკასა და თელ-ავივი.

Georgian Airways ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი28 მაისი 20257 ივნისი 2025Georgian Airwaysბილეთები 1 225 - დან
ფორლი21 აგვისტო 202528 აგვისტო 2025Georgian Airwaysბილეთები 1 302 - დან
ლარნაკა20 მაისი 202522 მაისი 2025Georgian Airwaysბილეთები 614 - დან
ნიცა19 მაისი 202521 მაისი 2025Georgian Airwaysბილეთები 1 005 - დან
ნოვოსიბირსკი23 მაისი 202531 მაისი 2025Georgian Airwaysბილეთები 1 266 - დან
რომი17 მაისი 202521 მაისი 2025Georgian Airwaysბილეთები 1 104 - დან

 

Georgian Airways ფლოტი

2024 წლის მონაცემებით, Georgian Airways ფლობს ფლოტს, რომელიც მოიცავს რამდენიმე ტიპის თვითმფრინავს.

  • Boeing 737-700 : ამ თვითმფრინავი იტევს 133 მგზავრს. მათგან 12 ადგილი განკუთვნილია ბიზნეს კლასისთვის, ხოლო 121 ეკონომ კლასისთვის.
  • Boeing 737-800 : Georgian Airways-ს აქვს ამ მოდელის ორი კონფიგურაცია: ერთი კონფიგურაცია 172 ადგილით, რომელთაგან 16 ბიზნეს კლასისაა და 156 ეკონომ კლასის და ერთი 168 ადგილიანი ხომალდი, რომელიც მოიცავს 18 ბიზნეს კლასს და 150 ეკონომ კლასის ადგილებს.
  • CRJ 200 : ამ პატარა რეგიონულ თვითმფრინავს აქვს 46 ადგილი, 4 ბიზნეს კლასში და 42 ეკონომ კლასში.

ეს მრავალფეროვანი ფლოტი, Georgian Airways -ს საშუალებას აძლევს მგზავრებს შესთავაზოს მრავალფეროვანი მომსახურება, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო მარშრუტებზე.

მომსახურების კლასები:

Georgian Airways გთავაზობთ მომსახურების ორ ძირითად კლასს: ეკონომ კლასს და ბიზნეს კლასს.

Economy Class – ეკონომ კლასი იყოფა სამ ტიპად: მსუბუქი, სტანდარტული და მოქნილი. ტარიფის თითოეული ტიპი უზრუნველყოფს სხვადასხვა დონის მოქნილობას და შეღავათებს. ეკონომიკურ კლასს აქვს 78-86 სანტიმერტის სავარძლები და მოიცავს ქართულ კერძებს. მგზავრებს შეუძლიათ თან იქონიონ 8 კგ-მდე ხელბარგი და 23 კგ-მდე ჩასაბარებელი ბარგი.

დამატებითი სერვისები, როგორიცაა ადგილების შერჩევა, შესაძლებელია დამატებით თანხის გადახდის შემთხვევაში.

Business Class – ბიზნეს კლასის მგზავრები სარგებლობენ უფრო ფართო სავარძლებით, პრიორიტეტული რეგისტრაციით, დამატებითი ბარგით (ორი ჩასაბარებელი ბარგი, თითო 32 კგ-მდე) და აეროპორტის ლაუნჯებზე წვდომით შერჩეულ ადგილებზე, მაგ. ამსტერდამი და თელ-ავივი.

საბორტო მომსახურება მოიცავს უმაღლესი ხარისხის კერძებს, როგორიცაა სალათები და ქართული ყველის დაფებს. ბიზნეს კლასის მგზავრები, ასევე სარგებლობენ პრიორიტეტული ჩასხდომით და გაუმჯობესებული სახმელეთო სერვისებით.

Georgian Airways ბარგის პოლიტიკა

ხელბარგი: 

  • Economy Class – 1 ცალი 8 კგ-მდე ჩანთა, მაქსიმალური ზომებით 55 x 40 x 20 სმ.
  • Business Class – 1 ცალი 8 კგ-მდე ჩანთა, მაქსიმალური ზომებით 55 x 40 x 20 სმ.

ჩასაბარებელი ბარგი: 

  • Economy Class – 1 ცალი 23 კგ-მდე ჩანთა, მაქსიმალური ზომებით 158 სმ (სიგრძე + სიმაღლე + სიგანე).
  • Business Class – 2 ცალი ჩანთა, თითოეული 23 კგ-მდე, მაქსიმალური ზომებით 158 სმ (სიგრძე + სიმაღლე + სიგანე).

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება გამგზავრებამდე 24 საათით ადრე ყველა ფრენისთვის.

რეგისტრაცია აეროპორტში

  • რეგისტრაცია შიდა ფრენებისთვის იხსენება გამგზავრებამდე 2 საათით ადრე და იხურება 40 წუთით ადრე.
  • რეგისტაცია საერთაშორისო ფრენებისთვის იხსენება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე და იხურება 1 საათით ადრე.

პრიორიტეტული რეგისტრაცია – ბიზნეს კლასის მგზავრებს, რეისზე დარეგისტრირება შეუძლიათ სპეციალური სარეგისტრაციო დახლების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და მოსახერხებელ მომსახურებას.

რეკომენდირებულია აეროპორტში შედარებით ადრე მისვლა, რათა დროულად გაიაროთ ყველა საჭირო პროცედურა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ ბარგის ჩაბარება, უსაფრთხოების შემოწმების გავლა ან საჭიროებთ სპეციალური დახმარებას.

დაჯავშნე Georgian Airways -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

აბუ-დაბის ღირსშესანიშნაობები

აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და...

ამსტერდამის ღირსშესანიშნაობები

ამსტერდამი - ნიდერლანდების ულამაზესი დედაქალაქი, რომელსაც ხშირად „ჩრდილოეთის ვენეციას“...

ვროცლავის ღირსშესანიშნაობები

ვროცლავი (Wrocław) — ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია პოლონეთში, რომელიც გამოირჩევა...

რიგის ღირსშესანიშნაობები

რიგა , ლატვიის დედაქალაქი, ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიულად...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

აბუ-დაბის ღირსშესანიშნაობები

აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და...

ამსტერდამის ღირსშესანიშნაობები

ამსტერდამი - ნიდერლანდების ულამაზესი დედაქალაქი, რომელსაც ხშირად „ჩრდილოეთის ვენეციას“...

ვროცლავის ღირსშესანიშნაობები

ვროცლავი (Wrocław) — ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია პოლონეთში, რომელიც გამოირჩევა...

რიგის ღირსშესანიშნაობები

რიგა , ლატვიის დედაქალაქი, ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიულად...

ბერლინის ღირსშესანიშნაობები

ბერლინი – გერმანიის დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული,...

აბუ-დაბის ღირსშესანიშნაობები

აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ქალაქია რეგიონში. იგი აერთიანებს კულტურას, არქიტექტურას, თანამედროვე გასართობ ცენტრებს და ბუნებრივ სილამაზეს. თუ აბუ-დაბიში...

ამსტერდამის ღირსშესანიშნაობები

ამსტერდამი - ნიდერლანდების ულამაზესი დედაქალაქი, რომელსაც ხშირად „ჩრდილოეთის ვენეციას“ უწოდებენ. ქალაქი სავსეა არხებით, ველოსიპედებით, ხელოვნების შედევრებით და ისტორიული ქუჩებით. თუ ამსტერდამში მოგზაურობას აპირებ, აუცილებლად...

ვროცლავის ღირსშესანიშნაობები

ვროცლავი (Wrocław) — ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია პოლონეთში, რომელიც გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, ულამაზესი არქიტექტურით და მეგობრული ატმოსფეროთი. ქალაქი გაშენებულია მდინარე ოდერზე და ცნობილი არის თავისი...