Site icon ფრენები იაფად

Azimuth Airlines georgia აზიმუტ ეარლაინსი საქართველო

Azimuth

Azimuth Airlines არის რუსული ავიაკომპანია, რომელიც 2017 წელს დაარსდა და ბაზირებულია დონის როსტოვში. ძირითადი ცენტრი პლატოვის საერთაშორისო აეროპორტშია, საიდანაც ასრულებს ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით. ავიაკომპანია თავდაპირველად შეიქმნა შიდა მიმართულებებზე ოპერირებისათვის, თუმცა მალევე გააფართოვა თავისი ქსელი და მოიცავს შიდა და რამდენიმე საერთაშორისო მიმართულებას.

დაარსების დღიდან Azimuth მიზნად ისახავს უზრუნველყოს საიმედო და ეკონომიური საჰაერო მგზავრობა, რაც ხელს უწყობს რუსეთის საავიაციო ბაზრის განვითარებას.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი

როგორც უკვე ავღნიშნეთ, Azimuth Airlines ფრენებს რუსეთის სხვადასხვა შიდა და რამდენიმე საერთაშორისო მარშრუტზე ახორციელებს. საერთაშორისო მიმართულებები ხშირად მოიცავს დსთ-ს ქვეყნებს და მიმდებარე რეგიონებს.

2024 წლის ივლისის მდგომარეობით, აზიმუტი ოპერირებს 10 ქვეყანაში – 33 შიდა და 15 საერთაშორისო მიმართულებაზე. მათ შორის: სტამბოლი, ანტალია, დუბაი, ბაქო, ერევანი, მინსკი, თელ-ავივი, აქტაუ, ტაშკენიტი და სხვ.

საქართველოში კი ფრენებს ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტის – თბილისის , ქუთაისის და ბათუმის აეროპორტების მიმართულებით ასრულებს.

თბილისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდება ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, სოჭი და სხვ. ქუთაისიდან და ბათუმიდან კი მხოლოდ მოსკოვში.

Azimuth პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი17 იანვარი 202520 იანვარი 2025ბილეთები 228 - დან
სანკტ პეტერბურგი26 იანვარი 202516 თებერვალი 2025ბილეთები 577 - დან
მოსკოვი11 თებერვალი 202514 თებერვალი 2025ბილეთები 682 - დან
მინვოდი16 იანვარი 202523 იანვარი 2025ბილეთები 336 - დან
უფა17 დეკემბერი 202420 დეკემბერი 2024ბილეთები 264 - დან

 

Azimuth ფლოტი 

Azimuth Airlines ფლობს Sukhoi Superjet 100 თვითმფრინავების ფლოტს. ეს რუსული წარმოების რეგიონალური თვითმფრინავები განკუთვნილია მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებისთვის და, როგორც წესი, აქვთ შემდეგი სპეციფიკაციები: შეუძლიათ 87-დან 100-მდე მგზავრის დატევა და 4,578 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა. უზრუნველყოფს ეფექტურობისა და მუშაობის ბალანსს, რომელიც შესაფერისია ავიაკომპანიის ფოკუსირებისთვის კავშირზე რუსეთის შიგნით და ახლომდებარე საერთაშორისო მიმართულებებზე.

 

მომსახურების კლასები : 

ავიაკომპანია აზიმუტი მგზავრებს სთავაზობს ეკონომ კლასის მომსახურებას. აღნიშნული კლასი უზრუნველყოფს კომფორტულ სავარძლებს ფეხების მოსათავსებელი სტანდარტული სივრცით, რომელიც შესაფერისია მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებისთვის. ფრენის დროს სერვისები მოიცავს უფასო სასმელებს და საკვებს, ასევე დამატებით კვებას, რომლებიც ხელმისაწვდომია შედარებით გრძელი მანძილის ფრენებზე.

Azimuth ბარგის პოლიტიკა

ხელბარგი: მგზავრებს უფლება აქვთ თან იქონიონ ერთი ცალი ხელბარგი, წონით მაქსიმუმ 10 კგ და ზომით არაუმეტეს 55 სმ x 40 სმ x 20 სმ.

ჩასაბარებელი ბარგი: მგზავრებს, უფლება აქვთ თან იქონიოთ ერთი ცალი რეგისტირებული ბარგი, წონით მაქსიმუმ 23 კგ და ზომით 203 სმ-ს (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე).

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად Azimuth Airlines -ის რეისებზე. დაგვირეკე: 551 907 907 

Exit mobile version