Site icon Frenebi, ფრენები იაფად

ბათუმის აეროპორტი ფრენები Batumi Airport

ბათუმის აეროპორტი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ალექსანდრე ქართველის სახელობისაა. იგი 2007 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა და TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება.

რომელი მიმართულებით სრულდება ფრენები ბათუმის აეროპორტიდან ?

ბათუმიდან ფრენები სრულდება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მიმართულებებით. მათ შორის: თურქეთი, იორდანია, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ისრაელი, ბელორუსია, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, ლიბანი, პოლონეთი, ყაზახეთი და სხვ.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ბატუმის აეროპორტი -დან ?

ბათუმიდან რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს საკამოდ ბევრი ავიაკომპანია ახორციელებს, როგორიცაა: Turkish Airlines, MyWay Airlines, Georgian Airways, Belavia, Flynas, Air Astana, Fly Jordan, Azerbaijan Airlines, Arkia,  EL AL, Israir Airlines, SkyUp, SCAT Airlines და სხვ.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი6 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026ბილეთები 296 - დან
ბაქო10 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026ბილეთები 585 - დან
ჩელიაბინსკი13 სექტემბერი 202621 სექტემბერი 2026ბილეთები 1 166 - დან
ერევანი17 სექტემბერი 202620 სექტემბერი 2026ბილეთები 293 - დან
ნიჟნი ნოვგოროდი19 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026ბილეთები 785 - დან
სტამბოლი8 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026ბილეთები 170 - დან
კრასნოდარი9 ნოემბერი 202617 ნოემბერი 2026ბილეთები 408 - დან
სამარა26 სექტემბერი 202610 ოქტომბერი 2026ბილეთები 965 - დან
კაზანი24 სექტემბერი 202630 სექტემბერი 2026ბილეთები 938 - დან
სანკტ პეტერბურგი21 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 2026ბილეთები 968 - დან

 

ტრანსპორტირება ბათუმის აეროპორტში

საზოგადოებრივი ტრანსპორტი:

რეგულარულ სამარშრუტო ხაზს, აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით და პირიქით, მუნიციპალური ავტობუსი №10 ემსახურება. ავტობუსების გაჩერება ტერმინალის წინ მდებარეობს. მგზავრობის ღირებულება 30 თეთრია, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა ქალაქის ცენტრამდე კი 20 წუთია.

ტერმინალიდან გასვლისთანავე ასევე შეხვდებით ტაქსების გაჩერებას, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ქალაქის ცენტრამდე მგზავრობას 10-15 წუთი სჭირდება.

ავტოსადგომი:

აეროპორტში, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტოსადგომით, რომელიც მაქსიმალურად არის აღჭურვილი მომხმარებლის ყველა მოთხოვნის შესაბამისად. პარკირების ზონა გათვლილია 100 ავტომობილზე.

კიდევ რა მომსახურებას უზრუნველყოფს ბათუმის აეროპორტი ?

ბანკები და ვალუტის გაცვლის ოფისები – ბათუმის აეროპორტში საქართველოს ბანკის და ბანკი რესპუბლიკას სერვის ცენტრებს, რომელიც გამგაზვრების დარბაზში მდებარეობს.

საინფორმაციო ბიურო – იგი განთავსებულია გამგზავრების დარბაზში. აქ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას რეისების და აეროპორტის მომსახურებების შესახებ, როგორც ადგილზე – აეროპორტში, ისე ტელეფონით. მუშაობს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, 24 საათის განმავლობაში.

სავაჭრო ობიექტები და კვება – ბათუმის აეროპორტში განთავსებულია სუვენირების და Duty Free-ის მაღაზიები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სუვენირების მაღაზია მდებარეობს გამგზავრების დარბაზში. აქ შეგიძლიათ, შეიძინოთ ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები და სხვ.

Duty Free კი უზრუნველყოფს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მრავალფეროვან არჩევანს. მაღაზია განთავსებული საპასპორტო კონტროლის უკანა მხარეს და  ღიაა 24 საათის განმავლობაში.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, აქ შეხვდებით კაფე “კანტინი” -ს, რომელიც მომხმარებელს კერძებისა და სასმელის ფართო არჩევანს სთავაზობს. მდებარეობს გამგზავრების დარბაზში.

დაჯავშნე ფრენები ბათუმიდან ყველაზე იაფად და აღმოაჩინე უამრავი შთამბეჭდავი მიმართულება. დაგვირეკე: 551 907 907 

Exit mobile version