AJet georgia აჯეტი საქართველო

მოკლედ: AJet (აჯეტი) Turkish Airlines-ის ჯგუფის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, ყოფილი AnadoluJet.

  • ბაზა: Istanbul Sabiha Gökçen (SAW)
  • ხელბარგი: ჩვეულებრივ 8 კგ-მდე
  • ჩასაბარებელი ბარგი: ტარიფის მიხედვით, ბაზურში ხშირად არ შედის
  • კონტაქტი: ცხელი ხაზი და ჩატი ოფიციალურ საიტზე (ajet.com)

AJet Airlines არის Turkish Airlines -ის ახლად რებრენდირებული დაბალბიუჯეტიანი შვილობილი კომპანია, რომელმაც AnadoluJet-ი ჩაანაცვლა. ავიაკომპანიამ ოეპრირება 2024 წლის 31 მარტიდან დაიწყო და მისი მიზანია უზრუნველყოს თანამედროვე და ხელმისაწვდომი ფრენის გამოცდილება. ajet-ს აქვს მთლიანად ეკონომ კლასის კონფიგურაცია, რათა შეინარჩუნოს დაბალი ტარიფები.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი 

AJet-ი ოპერირებას სტამბოლის საბიჰა გოქჩენისა და ანკარის ესენბოღას აეროპორტებიდან ახდენს. პირველი ფრენა სტამბოლიდან გაერთიანებული სამეფოს მიმართულებით შეასრულა. 2024 წლის ბოლო მონაცემებით, AJet Airlines ფრენებს 33 ქვეყანის 93 მიმართულებით ახორციელებს. მათ შორის 41 შიდაა და 52 საერთაშორისო მარშრუტი.

რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო მიმართულება, რომელზეც ავიაკომპანია ახორციელებს საჰაერო მიმოსვლას, მოიცავს: თბილისი, ვენა, ბაქო, ბრიუსელი, ლონდონი, სარაევო, რომი, ბელგრადი.

AJet georgia -მ ფრენები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით, ოპერირების დაწყების დღიდან დაიწყო. ავიაკომპანია ახორციელებს ყოველდღიურ რეისებს სტამბოლი თბილისი თბილისი სტამბოლი -ს საჰაერო ხაზზე.

 

AJet ფლოტი

2024 წლის მდგომარეობით, AJet Airlines -ის ფლოტი მოიცავს 103 თვითმფრინავს, რომელიც აერთიანებს Airbus-ისა და Boeing-ის მოდელებს: 13 Airbus A320 და 21 Airbus A321, ხოლო ფლოტის მნიშვნელოვან წილს Boeing 737-800 და Boeing 737 MAX 8 შეადგენს.

მომსახურების კლასები:

ავიაკომპანია მუშაობს ერთი სერვისის კლასის კონფიგურაციით – ეკონომიური კლასით. ეს გადაწყვეტილება ემთხვევა მის მიზანს – ფუნქციონირებდეს, როგორც დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი.

AJet ბარგის პოლიტიკა

AJet Airlines, როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, გთავაზობთ ბარგის სპეციფიკურ პოლიტიკას, რომელიც შექმნილია მგზავრობის ხელმისაწვდომობისთვის და მგზავრებისთვის მოქნილობის უზურუნველსაყოფად.

ხელბარგი

მგზავრებს, როგორც წესი, უფლება აქვთ ბორტზე ერთი ცალი ხელბარგი და ერთი ცალი პირადი ნივთი (როგორიცაა ხელჩანთა, ლეპტოპის ჩანთა ან პატარა ზურგჩანთა) იქონიონ თან. ხელბარგის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 55 x 40 x 20 სმ-ს, ხოლო წონა 8 კგ-ს.

ჩასაბარებელი ბარგი

ჩასაბარებელი ბარგი ბილეტის ღირებულებაში არ შედის. სურვილის შემთხვევაში, უნდა შეიძინოთ ის. რეგისტრირებული ბარგის ღირებულება მერყეობს მარშრუტის, წონისა და რაოდენობის მიხედვით. როგორც წესი, მგზავრებს შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა წონის ბარგი, მაგ. 15 კგ, 20 კგ, 25 კგ ან 30 კგ. თითოეული ჩანთის საერთო ზომა არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე).

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია – რეისზე ონლაინ რეგისტრაცია, ჩვეულებრივ, დაგეგმილ გამგზავრებამდე 48 საათით ადრე იხსნება და ფრენამდე 2 საათით ადრე იხურება.

ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მგზავრებს შეუძლიათ დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი ან გადმოწერონ მობილურ მოწყობილობაში.

რეგისტრაცია აეროპორტში – მათთვის, ვინც აეროპორტში დარეგისტრირებას ამჯობინებს, ავიაკომპანიას გამოყოფილი აქვს გამშვები პუნქტები. რეგისტრაცია ჩვეულებრივ იხსნება გამგზავრებამდე 2-3 საათით ადრე და იხურება ფრენამდე 1 საათით ადრე.

AJet საქართველო – რა უნდა იცოდეთ

აჯეტი (AJet) თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Turkish Airlines-ის ჯგუფს ეკუთვნის და ადრე AnadoluJet-ის სახელით იყო ცნობილი. AJet საქართველო-ში რეისებს, ძირითადად, სტამბულის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან (SAW) ასრულებს, საიდანაც თურქეთისა და სხვა ქვეყნების ათობით ქალაქთან მოსახერხებელი ტრანზიტია.

აჯეტი კონტაქტი და ცხელი ხაზი

AJet საქართველო ცხელი ხაზი და აჯეტი კონტაქტი – ეს ინფორმაცია ყველაზე ზუსტად ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე (ajet.com) და მობილურ აპლიკაციაშია, სადაც ქოლ-ცენტრის ნომრები, ჩატი და საკონტაქტო ფორმაა განთავსებული. იქვე შეგიძლიათ შეცვალოთ ჯავშანი, დაამატოთ ბარგი და გაიაროთ ონლაინ ჩექინი. ბილეთის შერჩევასა და შეძენაში დახმარება თუ გჭირდებათ, შეგიძლიათ ჩვენც დაგვიკავშირდეთ.

AJet ბილეთები – როგორ ვიყიდოთ იაფად

  • AJet ბილეთები ყველაზე იაფად წინასწარ და შუა კვირის ფრენებზე იყიდება;
  • ბაზურ ტარიფში, როგორც წესი, მხოლოდ ხელბარგი შედის – ჩასაბარებელი ბარგი ბილეთთან ერთად დაამატეთ;
  • სტამბულში გადაჯდომისას ტრანზიტისთვის მინიმუმ 1.5-2 საათი დატოვეთ.

დაჯავშნე AJet -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 

ბარგის ნორმები ავიაკომპანიების მიხედვით: ბარგის ნორმები.

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

პეგასუსის ბარგი – ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი

პეგასუსი (Pegasus Airlines) თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და მისი ბარგის...

სამოგზაურო ინტერნეტი: როგორ დარჩეთ ონლაინ კავშირზე

უცხო ქვეყნის აეროპორტში დაშვებისას პირველი, რაც ყველას გვჭირდება, ოჯახის წევრებთან დაკავშირება, სასტუმრომდე მისასვლელი რუკის გახსნა ან ტაქსის გამოძახებაა. სწორედ ამ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად...

კომპანია Avia.ge-ს ახალი ოფისი თბილისში

საქართველოს ბაზრის ონლაინ ავიბილეთების საძიებო სისტემის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია Avia.ge-მ, ოპერირების ახალ, თანამედროვე ოფისში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კომპანიის ახალი მისამართია ქ. თბილისი, დავით...

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ქვეყნიდან 52 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, იძულებით გააძევეს.ადგილობრივი მედია, ირლანდიის...