FlyNero
FlyNero

Air France georgia ეარ ფრანსი საქართველო

Air France არის საფრანგეთის საკუთრებაში მყოფი ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეოს პარიზში. იგი დაარსდა 1933 წლის 7 ოქტომბერს და არის Air France-KLM-ის შვილობილი კომპანია და SkyTeam გლობალური ავიახაზების ალიანსის დამფუძნებელი წევრი. მისი მთავარი ცენტრი პარიზის ჩარლზ დე გოლის აეროპორტია, ხოლო მეორე ცენტრს კი პარიზის ორლის აეროპორტი წარმოადგენს.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი 

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან ავიაკომპანია ძირითადად საერთაშორისო ფრენებს ასრულებს, ხოლო ორლის აეროპორტიდან კი შიდა და რამდენიმე ევროპულ მარშრუტს. ეარ ფრანსი 200-ზე მეტი მიმართულებით, ექვს კონტინენტზე ახორციელებს ფრენებს – დიდ ქალაქებსა და ძირითად ბიზნეს და დასასვენებელ მიმართულებებზე.

ევროპული მიმართულებები მოიცავს ლონდონს, ბერლინს, ფრანკფურტს, მადრიდს, ბარსელონას, რომს, მილანს, ამსტერდამს და სხვ. ავიამიმოსვლას ასევე ახრციელებს ამერიკის, აფრიკის, შუა აღმოსავლეთის, აზიისა და ოკეანეთის მიმართულებით, როგორიცაა: ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო, მაიამი, ტორონტო, რიო დე ჟანეირო, მეხიკო, პეკინი, შანხაი, ჰონგ კონგი, ტოკიო, დელი, მუმბაი, დუბაი, თელ-ავივი, სიდნეი და სხვ.

რეგულარული ფრენების გარდა, AIRFRANCE ახორციელებს სეზონურ და ჩარტერულ რეისებს სხვადასხვა დასასვენებელი მიმართულებით, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის, კარიბის და ინდოეთის ოკეანის რეგიონებში.

ალბათ ყველასათვის ცნობილია, რომ ავიაკომპანია ასევე ოპერირებს საქართვლოს ავიაბაზარზეც. Air France Georgia პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან სხვადასხვა მოთხოვნადი მიმართულებით გვთავაზობს. პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდება პარიზის, შარლ დე გოლის აეროპორტში.

ავიაკომპანია, ჩვეულებრივ, კვირაში რამდენიმე ფრენას ახორციელებს თბილისი პარიზი პარიზი თბილისი -ს მარშრუტზე, თუმცა სიხშირეები შეიძლება სეზონურად და მოთხოვნილების მიხედვით განსხვავდებოდეს.

ფრენები თბილისიდან პარიზის მიმართულებით

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 ნოემბერი 202426 ნოემბერი 2024Air Dilijansბილეთები 1 240 - დან
3 დეკემბერი 202410 დეკემბერი 2024Georgian Airwaysბილეთები 1 202 - დან
23 იანვარი 202529 იანვარი 2025Air Franceბილეთები 1 341 - დან

 

Air France ფლოტი

უახლესი მონაცემებით, Air France შედგება მრავალფეროვანი ფლოტისგან, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდებს.

მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებისთვის, ავიაკომპანია იყენებს: Airbus A220-300 ; Airbus A318 ; Airbus A319 ; Airbus A320 ; Airbus A321 .

ხოლო შორ მანძილის ფრენებისთვის კი: Airbus A330-200 ; Airbus A350-900 ; Boeing 777-200ER ; Boeing 777-300ER ; Boeing 787-9.

მომსახურების კლასები:

Air France გვთავაზობს მომსახურების რამდენიმე კლასს, იმისათვის, რომ დააკამყოფილოს მგზავრების მოთხოვნილებები და საჭიროებებები. აქ მოცემულია მომსახურების ძირითადი კლასები და მათი მიმოხილვა:

Economy Class

  • Economy – ხელმისაწვდომია ყველა მარშრუტზე. მოიცავს კომფორტულ ადგილს ბორტზე, გასართობებს ფრენის დროს, კვებას და სასმელებს. მგზავრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ დამატებითი სერვისები, როგორიცაა დამატებითი ბარგი, ადგილების შერჩევა და Wi-Fi.
  • Premium Economy – ხელმისაწვდომია შორი მანძილის ფრენებზე. გთავაზობთ უფრო ფართო სავარძელს, უფრო დიდ ეკრანებს გართობისთვის, გაუმჯობესებულ კვებასა და პრიორიტეტულ ჩასხდომას. ასევე წვდომა დამატებით ბარგზე.

Business Class

Business – – ხელმისაწვდომია როგორც საშუალო, ასევე შორ მანძილზე ფრენებისთვის. აღჭურვილია კომფორტული სკამებით გრძელ მარშრუტებზე და გაუმჯობესებული კვებით გურმანული კერძებით და კარგი ღვინოებით. მგზავრები სარგებლობენ პრიორიტეტული რეგისტრაციით, ჩასხდომით, ბარგის შემოწმებით, ლაუნჯით და უფრო პერსონალიზებული სერვისით.

First Class

ხელმისაწვდომია შერჩეულ შორი მანძილის ფრენებზე. გთავაზობთ ექსკლუზიურ და მდიდრულ გამოცდილებას კერძო ლუქსით, კომფორტული საწოლებით და მაღალი დონის კეთილმოწყობით. მგზავრები იღებენ პერსონალურ მომსახურებას, გურმანულ სადილს და ექსკლუზიურ წვდომას ლაუნჯებზე.

მომსახურების თითოეული კლასი, მიზნად ისახავს უზრუნველყოს კომფორტისა და სერვისის განსხვავებული დონე, მგზავრების მრავალფეროვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სერვისები შეიძლება განსხვავდებოდეს თვითმფრინავის ტიპისა და მარშრუტის მიხედვით.

Air France ბარგის პოლიტიკა

Air France-ის ბარგის პოლიტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს მოგზაურობის კლასის და დანიშნულების ადგილის მიხედვით.

სალონის ბარგი

  • Economy – 1 ჩანთა, წონით 12 კგ-მდე, რომლის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 55 x 35 x 25 სმ-ს და 1 პატარა ჩანთ (მაგ. ხელჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა)
  • Premium Economy – 2 ჩანთა, წონით 18 კგ-მდე ერთად, რომელთა ზომები არ უნდა აღემატებოდეს 55 x 35 x 25 სმ-ს და 1 პატარა ჩანთ (მაგ. ხელჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა)
  • Business – 2 ჩანთა, წონით 18 კგ-მდე ერთად, რომელთა ზომები არ უნდა აღემატებოდეს 55 x 35 x 25 სმ-ს და 1 პატარა ჩანთ (მაგ. ხელჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა)
  • First Class – 2 ჩანთა, წონით 18 კგ-მდე ერთად, რომელთა ზომები არ უნდა აღემატებოდეს 55 x 35 x 25 სმ-ს და 1 პატარა ჩანთ (მაგ. ხელჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა)

ჩასაბარებელი ბარგი

  • Economy – 1 ცალი ჩასაბარებელი ბარგი, წონით 23 კგ-მდე, რომლის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე).
  • Premium Economy – 2 ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეულის წონა უნდ აიყოს 23 კგ-მდე, რომელთა ზომები არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე).
  • Business – 2 ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეულის წონა უნდ აიყოს 23 კგ-მდე, რომელთა ზომები არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე).
  • First Class – 3 ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეულის წონა უნდ აიყოს 23 კგ-მდე, რომელთა ზომები არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე).

ჩვილები – 2 წლამდე ასაკის ჩვილებს, რომლებიც არ იკავებენ დამატებით ადგილს, ჩვეულებრივ ეძლევათ 10 კგ-მდე ჩასაბარებელი ბარგი, ასევე დასაკეცი ეტლი ან მანქანის სავარძელი.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

airfrance -ის ფრენის რეგისტრაციის დრო, შეიძლება განსხვავდებოდეს ფრენის ტიპისა (შიდა, საერთაშორისო, მოკლე მანძილზე, შორ მანძილზე) და აეროპორტის მიხედვით.

ონლაინ რეგისტრაცია – ფრენების უმეტესობისთვის, იხსნება გამგზავრებამდე 30 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 1 საათით ადრე.

რეგისტრაცია აეროპორტში – იხსნება 2-4 საათით ადრე და იხურება ფრენამდე 1 საათით ადრე.

დაჯავშნე Air France -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

Gulf Air georgia გალფ ეარი საქართველო

Gulf Air არის ბაჰრეინის სამეფოს ეროვნული ავიაგადამზიდავი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მუჰარაკში, ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ. დაარსებული 1950 წელს და არის ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანია...

Air China georgia ეარ ჩაინა საქართველო

Air China არის ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ავიაკომპანია. დაარსდა 1988 წელს. სათაო ოფისი მდებარეობს პეკინში და ოპერირებს პეკინის საერთაშორისო აეროპორტიდან. ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს როგორც შიდა,...

IndiGo georgia ინდიგო საქართველო

IndiGo არის ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს დელიში. დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ გახდა უმსხვილესი აზიური ავიაკომპანია და ყველაზე დიდი ავიაკომპანია...