FlyNero
FlyNero

AJet georgia აჯეტი საქართველო

AJet Airlines არის Turkish Airlines -ის ახლად რებრენდირებული დაბალბიუჯეტიანი შვილობილი კომპანია, რომელმაც AnadoluJet-ი ჩაანაცვლა. ავიაკომპანიამ ოეპრირება 2024 წლის 31 მარტიდან დაიწყო და მისი მიზანია უზრუნველყოს თანამედროვე და ხელმისაწვდომი ფრენის გამოცდილება. ajet-ს აქვს მთლიანად ეკონომ კლასის კონფიგურაცია, რათა შეინარჩუნოს დაბალი ტარიფები.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი 

AJet-ი ოპერირებას სტამბოლის საბიჰა გოქჩენისა და ანკარის ესენბოღას აეროპორტებიდან ახდენს. პირველი ფრენა სტამბოლიდან გაერთიანებული სამეფოს მიმართულებით შეასრულა. 2024 წლის ბოლო მონაცემებით, AJet Airlines ფრენებს 33 ქვეყანის 93 მიმართულებით ახორციელებს. მათ შორის 41 შიდაა და 52 საერთაშორისო მარშრუტი.

რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო მიმართულება, რომელზეც ავიაკომპანია ახორციელებს საჰაერო მიმოსვლას, მოიცავს: თბილისი, ვენა, ბაქო, ბრიუსელი, ლონდონი, სარაევო, რომი, ბელგრადი.

AJet georgia -მ ფრენები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით, ოპერირების დაწყების დღიდან დაიწყო. ავიაკომპანია ახორციელებს ყოველდღიურ რეისებს სტამბოლი თბილისი თბილისი სტამბოლი -ს საჰაერო ხაზზე.

ფრენები თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 ივნისი 202427 ივნისი 2024AJetბილეთები 678 - დან
19 ივლისი 202422 ივლისი 2024AJetბილეთები 330 - დან
15 აგვისტო 202423 აგვისტო 2024AJetბილეთები 358 - დან
22 სექტემბერი 202425 სექტემბერი 2024AJetბილეთები 374 - დან

 

AJet ფლოტი

2024 წლის მდგომარეობით, AJet Airlines -ის ფლოტი მოიცავს 103 თვითმფრინავს, რომელიც აერთიანებს Airbus-ისა და Boeing-ის მოდელებს: 13 Airbus A320 და 21 Airbus A321, ხოლო ფლოტის მნიშვნელოვან წილს Boeing 737-800 და Boeing 737 MAX 8 შეადგენს.

მომსახურების კლასები:

ავიაკომპანია მუშაობს ერთი სერვისის კლასის კონფიგურაციით – ეკონომიური კლასით. ეს გადაწყვეტილება ემთხვევა მის მიზანს – ფუნქციონირებდეს, როგორც დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი.

AJet ბარგის პოლიტიკა

AJet Airlines, როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, გთავაზობთ ბარგის სპეციფიკურ პოლიტიკას, რომელიც შექმნილია მგზავრობის ხელმისაწვდომობისთვის და მგზავრებისთვის მოქნილობის უზურუნველსაყოფად.

ხელბარგი

მგზავრებს, როგორც წესი, უფლება აქვთ ბორტზე ერთი ცალი ხელბარგი და ერთი ცალი პირადი ნივთი (როგორიცაა ხელჩანთა, ლეპტოპის ჩანთა ან პატარა ზურგჩანთა) იქონიონ თან. ხელბარგის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 55 x 40 x 20 სმ-ს, ხოლო წონა 8 კგ-ს.

ჩასაბარებელი ბარგი

ჩასაბარებელი ბარგი ბილეტის ღირებულებაში არ შედის. სურვილის შემთხვევაში, უნდა შეიძინოთ ის. რეგისტრირებული ბარგის ღირებულება მერყეობს მარშრუტის, წონისა და რაოდენობის მიხედვით. როგორც წესი, მგზავრებს შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა წონის ბარგი, მაგ. 15 კგ, 20 კგ, 25 კგ ან 30 კგ. თითოეული ჩანთის საერთო ზომა არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე).

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია – რეისზე ონლაინ რეგისტრაცია, ჩვეულებრივ, დაგეგმილ გამგზავრებამდე 48 საათით ადრე იხსნება და ფრენამდე 2 საათით ადრე იხურება.

ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მგზავრებს შეუძლიათ დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი ან გადმოწერონ მობილურ მოწყობილობაში.

რეგისტრაცია აეროპორტში – მათთვის, ვინც აეროპორტში დარეგისტრირებას ამჯობინებს, ავიაკომპანიას გამოყოფილი აქვს გამშვები პუნქტები. რეგისტრაცია ჩვეულებრივ იხსნება გამგზავრებამდე 2-3 საათით ადრე და იხურება ფრენამდე 1 საათით ადრე.

დაჯავშნე AJet -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

LOT Polish Airlines georgia ლოტ პოლიშ ეარლაინსი საქართველო

LOT Polish Airlines არის პოლონური ავიაკომპანია, რომელიც არის IATA-ს...

Flydubai georgia ფლაიდუბაი საქართველო

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Flydubai დაარსდა დუბაიში, 2008 წელს. ხოლო ოპერირება...

Air Dilijans georgia ეარ დილიჟანი საქართველო

Air Dilijans , ადრე ცნობილი როგორც Aircompany Armenia, არის...

Air Arabia georgia ეარ არაბია საქართველო

Air Arabia არის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც დაფუძნებულია შარჟაში, არაბეთის...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

LOT Polish Airlines georgia ლოტ პოლიშ ეარლაინსი საქართველო

LOT Polish Airlines არის პოლონური ავიაკომპანია, რომელიც არის IATA-ს...

Flydubai georgia ფლაიდუბაი საქართველო

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Flydubai დაარსდა დუბაიში, 2008 წელს. ხოლო ოპერირება...

Air Dilijans georgia ეარ დილიჟანი საქართველო

Air Dilijans , ადრე ცნობილი როგორც Aircompany Armenia, არის...

Air Arabia georgia ეარ არაბია საქართველო

Air Arabia არის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც დაფუძნებულია შარჟაში, არაბეთის...

FlyArystan georgia ფლაიარისტანი საქართველო

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan დაფუძნებულია ყაზახეთში და არის Air Astana...

LOT Polish Airlines georgia ლოტ პოლიშ ეარლაინსი საქართველო

LOT Polish Airlines არის პოლონური ავიაკომპანია, რომელიც არის IATA-ს დამფუძნებელი წევრი და რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ავიაკომპანიად. ავიაკომპანია დაარსდა 1928 წლის 29 დეკემბერს პოლონეთის...

Flydubai georgia ფლაიდუბაი საქართველო

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Flydubai დაარსდა დუბაიში, 2008 წელს. ხოლო ოპერირება კი 2009 წელს დაიწყო. სათაო ოფისი მდებარეობს დუბაის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც ფრენებს მსოფილიოს უამრავი მიმართულებით...

Air Dilijans georgia ეარ დილიჟანი საქართველო

Air Dilijans , ადრე ცნობილი როგორც Aircompany Armenia, არის სომხური ავიაკომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წლის 25 ნოემბერს. ავიაკომპანიამ ოპერირება დაიწყო 2016 წლის 21 აპრილს....