Pegasus georgia პეგასუსი საქართველო

მოკლედ: Pegasus Airlines (პეგასუსი) თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომლის ბაზა სტამბულის საბიჰა გოქჩენის აეროპორტია.

  • ბაზა: Istanbul Sabiha Gökçen (SAW)
  • ფრენა თბილისიდან: ~2 სთ 15 წთ
  • ხელბარგი: ჩვეულებრივ 8 კგ-მდე
  • ჩასაბარებელი ბარგი: ბაზურ ტარიფში არ შედის
  • ონლაინ ჩექინი: ფრენამდე 72 საათიდან 90 წუთამდე

Pegasus Airlines წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა თურქეთში, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მოკლე და საშუალო დიაპაზონის ფრენებზე. პეგასუსი დაარსდა 1990 წელს, სტამბოლში, როგორც ჩარტერული ავიაკომპანია. ხოლო, 2005 წელს, იგი ESAS Holding-მა შეიძინა და ავიამიმოსვლა განაგრძო, როგორც რეგულარულ ფრენებზე ორიენტირებულმა ავიაკომპანიმ.

პეგასუსი, როგორც თურქეთის პირველი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და ასევე რეგიონის ავიაციის ერთ-ერთი ლიდერი, მგზავრებს უახლესი თვითმფრინავებით სთავაზობს ავიამიმოსვლას დაბალი ტარიფებითა და პუნქტუალური ფრენებით.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი

ავიაკომპანია პეგასუსისი -ს სათაო ოფისი მდებარეობს სტამბოლის პენდიკის კურტკოის მხარეში, ხოლო ბაზები კი ქვეყნის რამდენიმე აეროპორტში აქვს, საიდანაც ფრენებს ახორციელებს თურქეთის, ევროპის, რუსეთისა და კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის მიმართულებით.

ავიაკომპანიის მიმართულებათა ქსელი მუდმივად მზარდია და მოიცავს ისეთ ქალაქებს, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, ვენა, მიუნხენი, დუბაი, შტუტგარტი, პრაღა, ათენი, ციურიხი, ამსტერდამი, მილანი, პარიზი, რომი, ბერლინი, კიოლნი, ჰამბურგი და სხვ.

Pegasus ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ანთალია4 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesბილეთები 421 - დან

 

Pegasus georgia ქართველი მოგზაურთათვის კარგად ნაცნობი ავიაკომპანიაა, რომელიც წლებია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი– დან ფრენებს უამრავი მოთხოვნადი და პოპულარული ქვეყნის მიმართულებით ახორციელებს.

2023 წლის ბოლოდან კი აიაკომპანიამ ქუთაისის აეროპორტი -ს მიმართულებითაც დაიწყო ოპერირება და პირდაპირ ავიამიმოსვლა ქუთაისი სტამბოლი სტამბოლი ქუთაისი -ს საჰაერო ხაზზე შემოგვთავაზა.

Pegasus kutaisi ფრენებს სტამბოლის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ  სამსაბათს, ხუთშაბათს და კვირას ახორციელებს. პირდაპირი რეისის ხანგრძლივობა კი 2 სთ და 10 წთ-ია.

Pegasus ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სტამბოლი31 ოქტომბერი 20265 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesბილეთები 271 - დან

Pegasus ფლოტი

ავიაკომპანიის ფლოტი 110 თვითმფრინავისგან შედგება, რომელიც მოიცავს Airbus და Boeing ტიპის საჰაერო ხომალდებს, კერძოდ: 16 Boeing 737-800 ; 53 Airbus 320-200neo ; 41 Airbus A321-200neo.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის ფლოტი თურქეთში ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ხომალდებისგან შედგება. მათი საშუალო ასაკი 4,7 წელია. ამასთან, პეგასუსი აგრძელებს ფლოტის ტრანსფორმაციას ახალგაზრდა, შემდეგი თაობის, უფრო ეკოლოგიურად სუფთა თვითმფრინავების დამატებით. 2024 წლის ბოლოსთვის კი მიზნად ისახავს, რომ მათი რაოდენობა 118-მდე გაზარდოს.

Pegasus ბარგის პოლიტიკა

ფრენები საერთაშორისო და კვიპროსის საჰაერო ხაზზე:

  • Light – სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა.
  • Saver – სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა; სალონის ბარგი; 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი.
  • Saver Plus – სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა; სალონის ბარგი; 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი.
  • Comfort Flex – სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა; სალონის ბარგი; 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი.

მგზავრებს, რომლებსაც არ აქვთ სალონის ბარგი საერთაშორისო და კვიპროსის ფრენებზე, დასაშვებია მხოლოდ 1 ერთეული სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა, რომლის წინაც არ აღემატება 3 კგ-ს.

მგზავრებს, რომლებსაც აქვთ სალონის ბარგი საერთაშორისო და კვიპროსის ფრენებზე, ნებადართულია 1 ერთეული სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა და 1 სალონის ბარგი – 8 კგ და 40x20x55 სმ.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

შიდა ფრენებისთვის ონლაინ რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 2 დღით ადრე და იხურება რეისის გამგზავრებამდე 60 წუთით ადრე.

საერთაშორისო ფრენებისთვის, ონლაინ რეგისტრაცია ასევე იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 2 დღით ადრე და იხურება რეისის გამგზავრებამდე 60 წუთით ადრე.

პეგასუსი საქართველო (Pegasus Georgia)

პეგასუსი (Pegasus Airlines) თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომლის მთავარი ბაზა სტამბულის საბიჰა გოქჩენის აეროპორტია. პეგასუსი საქართველო-ში რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს, სტამბულის გავლით კი მგზავრებს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და სხვა რეგიონების ათობით ქალაქთან აკავშირებს.

პეგასუსი თბილისის აეროპორტი

პეგასუსი თბილისის აეროპორტი-დან ფრენები სრულდება. ჩექინი და ბარგის ჩაბარება აეროპორტის სარეგისტრაციო დახლებთან ხდება; ონლაინ ჩექინი ფრენამდე 72 საათიდან 90 წუთამდე არის ხელმისაწვდომი. თუ პეგასუსი ქუთაისი-ს მიმართულებას ეძებთ, გაითვალისწინეთ, რომ ქუთაისიდან რეისები სეზონურად იცვლება – აქტუალური ფრენები და ალტერნატიული ავიაკომპანიები სტამბულის მიმართულებით frenebi.com-ზე შეამოწმეთ.

პეგასუსის ცხელი ხაზი და კონტაქტი საქართველოში

პეგასუსი ცხელი ხაზი საქართველო-ში და პეგასუსი კონტაქტი ყველაზე ხშირად საძიებო თემებია. ოფიციალური საკონტაქტო ინფორმაცია და ქოლ-ცენტრის ნომერი ყოველთვის განახლებული სახით ავიაკომპანიის ვებსაიტზე (flypgs.com) გამოქვეყნებულია, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩატი და მობილური აპლიკაცია. ბილეთის შეძენაში, ცვლილებასა და ბარგის დამატებაში დახმარებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენც: 551 907 907.

პეგასუსი ბარგი და ხელბარგი

პეგასუსის ხელბარგი ბაზურ ტარიფში (Basic) მცირე ზომის ჩანთით შემოიფარგლება, რომელიც სავარძლის ქვეშ უნდა მოთავსდეს. პეგასუსის ბარგი – ჩასაბარებელი ჩემოდანი – დამატებით იყიდება ან შედის უფრო მაღალ ტარიფებში (Essentials, Advantage, Comfort Flex). ბარგი ყოველთვის ბილეთის ყიდვისას დაამატეთ, აეროპორტში ის გაცილებით ძვირი ჯდება.

პეგასუსის ავიაბილეთები – როგორ ვიყიდოთ იაფად

პეგასუსის ავიაბილეთები ყველაზე იაფად წინასწარ, შუა კვირის ფრენებზე და აქციების დროს იყიდება. გადაჯდომით მოგზაურობისას სტამბულში ტრანზიტის დრო გაითვალისწინეთ და მინიმუმ 1.5-2 საათიანი შუალედი აირჩიეთ.

Pegasus Airlines Georgia / Pegasus Tbilisi – ფრენები და ბილეთები frenebi.com-ზე.

დაჯავშნე Pegasus -ის ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907

ბარგის დეტალური წესები: პეგასუსის ბარგი.

შესვლის წესები თურქეთში: დეტალები.

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

რეისის დაგვიანება — რა ვქნათ და რა გეკუთვნით

მოკლედ: რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და საჭიროების...

თურქეთში შესვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ვიზა არ სჭირდება და შესვლა...

შენგენი უვიზოდ — წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოკლედ: ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი...

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი საქართველოდან

მოკლედ: იაფი ავიაბილეთი, როგორც წესი, ფრენამდე 1-3 თვით ადრე,...

პეგასუსის ბარგი – ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი

პეგასუსი (Pegasus Airlines) თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და მისი ბარგის...

სამოგზაურო ინტერნეტი: როგორ დარჩეთ ონლაინ კავშირზე

უცხო ქვეყნის აეროპორტში დაშვებისას პირველი, რაც ყველას გვჭირდება, ოჯახის წევრებთან დაკავშირება, სასტუმრომდე მისასვლელი რუკის გახსნა ან ტაქსის გამოძახებაა. სწორედ ამ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად...

კომპანია Avia.ge-ს ახალი ოფისი თბილისში

საქართველოს ბაზრის ონლაინ ავიბილეთების საძიებო სისტემის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია Avia.ge-მ, ოპერირების ახალ, თანამედროვე ოფისში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კომპანიის ახალი მისამართია ქ. თბილისი, დავით...

„თუ ნებით არ წავლენ, ვაიძულებთ“ — ირლანდიის მინისტრის მკაცრი გაფრთხილება და 52 ქართველის, მათ შორის ბავშვების, ხმაურიანი დეპორტაცია

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ქვეყნიდან 52 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, იძულებით გააძევეს.ადგილობრივი მედია, ირლანდიის...