მოგზაურობას გეგმავ და არ იცი სად გაემგზავრო? დაჯავშნე ფრენები ქუთაისი ათენი -ს მიმართულებით და მოინახულე მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომლის ისტორია იზიდავს მოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.
ათენი, საბერძნეთის დედაქალაქი და ისტორიითა და კულტურით მდიდარი ქალაქია, რომელიც ცნობილია როგორც დასავლური ცივილიზაციის აკვანი და დემოკრატიის სამშობლო. ათენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა – აკროპოლისია. აკროპოლისის გვირგვინი კი პანთეონია. თუმცა ქლაქში სხვა მნიშვნელოვანი კულტურული, არქიტეტურული და არქეოლოგიური ღირშესანიშნაობებიც მრავლადაა, რომლებიც ძველი ბერძნული სამყაროს უდიდეს მემკვიდრეობად ითვლება.
რომელი ავიაკომპანია დაფრინავს ქუთაისი ათენი ს მიმართულებით ?
ქუთაისის აეროპორტი -დან ათენის ელეფთერიოს ვენერიელოს საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს wizz air georgia გვთავაზობს. პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ოთხი სიხშირით სრულდება.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა kutaisi ateni -ს რეისზე?
ქუთაისიდან ათენში პირდაპირ ფრენას 2 საათი და 55 წუთი სჭირდება.
ქუთაისი ათენი ფრენები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
21 დეკემბერი 2024 | 28 დეკემბერი 2024 | ბილეთები 315 - დან | |
27 იანვარი 2025 | 31 იანვარი 2025 | ბილეთები 148 - დან | |
19 თებერვალი 2025 | 26 თებერვალი 2025 | ბილეთები 185 - დან |
რა უნდა მოინახულო ათენში ?
ეს მომხიბვლელი ადგილი ტურისტებს უამრავ საინტერესო სანახაობას სთავაზობს. ქვემოთ ჩამოთვლილია ძირითადი სანახაობები და აქტივობები, რისი ცოდნაც ათენში ყოფნისას გამოგადგებათ.
- აკროპოლისი და პართენონი: ათენის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ეს უძველესი ციტადელ, სადაც პართენონის საკულტო ტაძრია აგებული, განსაცვიფრებელ ხედებს გთავაზობს ქალაქზე.
- აკროპოლისის მუზეუმი: თანამედროვე მუზეუმი, სადაც განთავსებულია არტეფაქტები აკროპოლისიდან, უზრუნველყოფს ძველი ბერძნული ხელოვნებისა და ისტორიის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
- ძველი აგორა: ოდესღაც ძველი ათენის გული, იგი იყო პოლიტიკური, კომერციული და სოციალური ცხოვრების ცენტრი. გამორჩეული ადგილებია ჰეფესტოსის ტაძარი და ატალოსის სტოა.
- პლაკა: ათენის უძველესი უბანი, ვიწრო ქუჩებით, ნეოკლასიკური შენობებით, მაღაზიებითა და ტავერნებით, რომლებიც ტრადიციული ბერძნული ცხოვრების გემოს გთავაზობს.
- ზევსის ტაძარი ოლიმპიაში: ასევე ცნობილი როგორც ოლიმპიონი, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უძველესი ძეგლი ათენში. ტაძარი ეძღვნებოდა ოლიმპიელ ღმერთთა მეფეს, ზევსს. იგი იყო კოლოსალური ნაგებობა, რომელიც შედგებოდა 104 კორინთული სვეტისგან, თითოეული მატგანის სიმაღლე კი 17 მეტრი იყო.
- სინტაგმის მოედანი: ათენის ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს საბერძნეთის პარლამენტი. მოედნის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ასევე უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რომელიც პარლამენტის შენობის პირდაპირ მდებარეობს. ეს ძეგლი ეძღვნება ომში დაღუპულ ბერძენ ჯარისკაცებს და მას 24/7 იცავენ ევზონები, ბერძნული არმიის ელიტარული საზეიმო ქვედანაყოფის წევრები. საფლავზე მცველების შეცვლის პროცესი, ტურისტებისთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სანახაობაა.
- ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი: საბერძნეთის უდიდესი მუზეუმი, რომელიც აერთიანებს ძველი საბერძნეთის არტეფაქტების უზარმაზარ კოლექციას, მათ შორის სკულპტურებს, ჭურჭელს და სამკაულებს.
- მთა ლიკაბეტუსი: ათენის პანორამული ხედებისთვის, ამ ბორცვის მწვერვალამდე ლაშქრობა ან ფუნიკულიორით ასვლა ნამდვილად შთამბეჭდავი და საინტერესო ატივობაა.
- მონასტირაკი: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და ისტორიული უბანი ათენში. მდებარეობს ქალაქის გულში და ცნობილია თავისი ხმაურიანი ატმოსფეროთი, მდიდარი ისტორიით და კულტურული გავლენის მრავალფეროვანი ნაზავით.
- პანათენის სტადიონი: პანათენის სტადიონი, ასევე ცნობილი როგორც Kallimarmaro, არის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ღირშესანიშნაობა ქალაქში. ეს არის მთლიანად მარმარილოსგან დამზადებული ისტორიული სტადიონი და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს როგორც უძველესი, ისე თანამედროვე სპორტის ისტორიაში.
როდის არის საუკეთესო სეზონი ათენის მოსანახულებლად?
ათენის მოსანახულებლად საუკეთესო დროა გაზაფხულის და შემოდგომის სეზონები. ამ პერიოდებში ამინდი სასიამოვნოა, ტემპერატურა 15°C-დან 25°C-მდე მერყეობს და რაც მთავარია, ქალაქი ნაკლებად ხალხმრავალია, ვიდრე ზაფხულის პიკის თვეებში, რაც აადვილებს ყველა იმ ღირსშესანიშნაობების მონახულებას, რასაც ეს ქალაქი გვთავაზობს.
რამდენი დღეა საკმარისი ათენში ?
სამი-ოთხი დღე, როგორც წესი, საკმარისია ათენის მთავარი ღირსშესანიშნაობების შესასწავლად და ქალაქის დასათვალიერებლად.
დღე 1: დაათვალიერე აკროპოლისი, პართენონი და აკროპოლისის მუზეუმი. გაისეირნე პლაკას უბანში, რომ ისიამოვნო მისი მომხიბვლელი ქუჩებით, მაღაზიებითა და ტავერნებით.
დღე 2: ეწვიე ძველ აგორას, ჰეფესტოსის ტაძარს და რომის აგორას. გაატარეთ გარკვეული დრო სინტაგმის მოედანზე. ასევე შეგიძლია ეწვიო ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმს.
დღე 3: მოინახულე პანათენის სტადიონი, ზევსის ტაძარი და ადრიანეს თაღი. ეწვიე მონასტირაკის ბაზარს და ახლომდებარე პსირის უბანს, რომელიც ცნობილია თავისი აქტიური ღამის ცხოვრებითა და ქუჩის ხელოვნებით.
დღე 4: განიხილე ერთდღიანი მოგზაურობა ახლომდებარე ლოკაციებზე, როგორიცაა კეიპ სოუნიონი და პოსეიდონის ტაძარი, ან გაემგზავრეთ კრუიზით ახლომდებარე სარონის კუნძულებზე, მაგალითად ეგინაზე, პოროსიზე ან ჰიდრაზე.
ეს მარშრუტი საშუალებას მოგცემს მოინახულო ათენის ღირსშესანიშნაობები, თუმცა დატოვ გარკვეული დრო დასვენებისთვის და ადგილობრივი კულტურის გაცნობისთვის.
როგორ დაჯავშნო იაფი ფრენები ათენში ?
ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შეძლებთ დაზოგო ფინანსები და იმოგზაურო შედარებით დაბალ ფასად.
- შეიძინე ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე;
- ისარგებლე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებით;
- თან იქონიე მხოლოდ ხელბარგი;
- სამოგზაუროდ შეარჩიე კვირის სამუშაო დღეები;
- რეისი დაგეგმე დილის ან გვიან ღამის ფრენაზე;
- ისარგებლე ტრანზიტული რეისებით.
გაემგზავრე ქუთაისი ათენის -ს მიმართულებით მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 და ჩვენ დაგეხმარებით ბიუჯეტური ავიაბილეთების შეძენაში.