FlyNero
FlyNero

ქუთაისი ვენა ფრენები kutaisi vena

ავსტრიის დედაქალაქი ვენა აერთიანებს ისტორიას, კულტურას, მუსიკას და თანამედროვეობას, რაც აქცევს მას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად მთელს მსოფლიოში. ასე რომ, დაჯავშნე ფრენები ქუთაისი ვენა -ს მიმართულებით და აღმოაჩინე ეს ისტორიით გაჟღენთილი ქალაქი თავისი განსაცვიფრებელი ღირსშესანიშნაობებით.

რომელი ავიაკომპანია დაფრინავს ქუთაისიდან ვენაში ?

vena kutaisi

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ვენაში რეისებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air -ი ასრულებს. ფრენები ქუთაისი ვენა ვენა ქუთაისი -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში სამი სიხშირით – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს სრულდება. თუმცა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია კვირაში ოთხი სიხშირითაც კი დაფრინავს.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა kutaisi vena -ს რეისზე? 

ქუთაისიდან ვენის საერთასორისო აეროპორტამდე პირდაპირ ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი და 45 წუთია.

ქუთაისი ვენა ფრენები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 ნოემბერი 202427 ნოემბერი 2024Wizz Airბილეთები 522 - დან
2 დეკემბერი 20246 დეკემბერი 2024Wizz Airბილეთები 471 - დან
2 იანვარი 20256 იანვარი 2025Wizz Airბილეთები 480 - დან
7 თებერვალი 202514 თებერვალი 2025Wizz Airბილეთები 301 - დან

 

რა უნდა მოინახულო ვენაში ?

ვენა სავსეა ღირშესანიშნაობებით, რომლებიც არცეთ მოგზაურს არ დატოვებს გულგრილს და მოაქცევს მათ შთაბეჭდილების ქვეშ. ქალაქი ვიზიტორებს სთავაზობს ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, მუზეუმებს და ხელოვნების გალერეებს, მუსიკსსა და სპექტაკლებს, უნიკალური არქიტექტურას და შთამბეჭდავ ადგილებს, პარკებს და მწვანე სივრცეებს, ასევე ბაზრებსა და საშოპინგე სივრცეებს.

ქუთაისი ვენა

აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც ვენაში ყოფნისას აუცილებლად უნდა ნახო:

  1. ჰოფბურგის სასახლე: ოდესღაც ჰაბსბურგების დინასტიის ზამთრის რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ დიდებულ სასახლეში ახლა რამდენიმე მუზეუმია განთავსებული, მათ შორის იმპერიული აპარტამენტები და სისის მუზეუმი.
  2. შონბრუნის სასახლე: ჰაბსბურგების ყოფილი საზაფხულო რეზიდენციაა. ეს ბაროკოს სტილის სასახლე გარშემორტყმულია ულამაზესი ბაღებით და მსოფლიოში უძველესი ზოოპარკით.
  3. ბელვედერის სასახლე: განსაცვიფრებელი ბაროკოს სტილის კომპლექსი ორი სასახლით – ზემო და ქვემო ბელვედერით, სადაც განთავსებულია ავსტრიული ხელოვნების შთამბეჭდავი კოლექცია, მათ შორის გუსტავ კლიმტის ცნობილი “კოცნა”.
  4. წმინდა სტეფანეს ტაძარი (Stephansdom): ეს არის საკულტო გოთიკური სტილის ტაძარი ვენის შუაგულში, კრამიტით დაფარული სახურავით და შთამბეჭდავი კოშკით, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის პანორამული ხედებს.
  5. მუზეუმები: კუნსტის ისტორიული მუზეუმი – მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც აერთიანებს ძველი ხელოვანების ნამუშევრების ფართო კოლექციას, ასევე ეგვიპტურ, ბერძნულ და რომაულ სიძველეებს. ალბერტინას მუზეუმი – ცნობილია გრაფიკული ხელოვნების უზარმაზარი კოლექციით, მათ შორის დიურერის, რაფაელის და მიქელანჯელოს ნამუშევრებითა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენებით და მუზეუმების კვარტალი – ეს არის კულტურული კომპლექსი რამდენიმე მუზეუმით, მათ შორის ლეოპოლდის მუზეუმი, რომელიც ფოკუსირებულია ავსტრიულ ხელოვნებაზე.
  6. მუსიკისა და სპექტაკლები: ვენის სახელმწიფო ოპერა (Wiener Staatsoper) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საოპერო სახლია, რომელიც ხალხს სთავაზობს ოპერის, ბალეტის და სხვადასხვა კონცერტის მდიდარ განრიგს და ვენის ფილარმონიული ორკესტრის სახლი (Musikverein)მ რომელიც ცნობილია თავისი განსაკუთრებული აკუსტიკით და ყოველწლიური საახალწლო კონცერტით.
  7. უნიკალური არქიტექტურა და ადგილები: ჰუნდერტვასერის სახლი – მხატვრის ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის მიერ შექმნილი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ცნობილია თავისი ფერადი, არაორდინალური ფასადით და ეკოლოგიურად სუფთა დიზაინით. ასევე რინგშტრასე – გრანდიოზული ბულვარი, რომელიც გარს ერტყმის ქალაქის ისტორიულ ცენტრს, და აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან შენობებს, როგორიცაა ვენის სახელმწიფო ოპერა, პარლამენტი და ბურგთეატრი.
  8. პარკები და მწვანე სივრცეები: Prater – დიდი საზოგადოებრივი პარკი, რომელშიც განთავსებულია ცნობილი Wiener Riesenrad ეშმაკის ბორბალი, გთავაზობთ მხიარულ ატმოსფეროს და მრავალ რეკრეაციულ აქტივობებს და Stadtpark – ცენტრალური პარკი, რომელიც ცნობილია ვენელი მხატვრების ქანდაკებებით, მათ შორის იოჰან შტრაუსის ოქროს ძეგლით.
  9. ბაზრები და შოპინგი: Naschmarkt – ვენის ყველაზე ცნობილი ბაზარია, რომელიც მრავალფეროვან ახალ პროდუქტს, საერთაშორისო კერძებს და ცოცხალ ატმოსფეროს უზრუნველყოფს, მრავალი რესტორნითა და კვების ჯიხურით. ასევე უნდა ეწვიო Mariahilfer Straße -ს, ქალაქის ყველაზე გრძელი სავაჭრო ქუჩას, რომელიც სავსეა მაღაზიებით, ბუტიკებითა და კაფეებით.
  10. სეზონური ღირსშესანიშნაობები: საშობაო ბაზრები – ზამთრის სეზონზე, ვენის საშობაო ბაზრობები, როგორიცაა Rathausplatz-სა და Schönbrunn Palace-ში, ძალიან მომხიბვლელია თავისი სადღესასწაულო დეკორაციებით, ხელნაკეთობებოთა და მრავალი სხვა შთამბეჭდავი სანახაობით.

როდის არის საუკეთესო სეზონი ვენის მოსანახულებლად?

ვენის მოსანახულებლად საუკეთესო სეზონი დამოკიდებულია შენს პრეფერენციებზე და იმაზე, თუ რა გამოცდილება გსურს მიიღო ამ მოგზაურობიდან. აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი თითოეული სეზონის გათვალისწინებით:

  • გაზაფხხულზე ამინდი რბილი და სასიამოვნოა, აყვავებულია ყვავილები და ხეები და იდეალური პერიოდია პარკებისა და ბაღების შესასწავლად, როგორიცაა შონბრუნის სასახლის ბაღები და სტადტპარკი. ამ სეზონზე ეწყობა სააღდგომო ბაზრები, იმართება გაზაფხულის ფესტივალი და სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალები.
  • ზაფხული იდეალურია გარე აქტივობებისათვის. ამ დროს შეგიძლია ისიამოვნო კონცერტებით და ღია ცის ქვეშ კინოფესტივალებით. ასევე ვენის ფესტივალით, დუნაის კუნძულის ფესტივალით და მრავალი გარე კულტურული ღონისძიებით. გასათვალისწინებელია, რომ ზაფხული ტურისტული სეზონის პიკია, ამიტომ უნდა ელოდო ხალხმრავლობას და მაღალ ფასებს.
  • შემოდგომის სეზონი გრილია, ამიტომ ეს პერიოდი შესანიშნავია მუზეუმების მოსანახულებლად და ქალაქის არქიტექტურით დასატკბობად. ამ დროს აქ იმართება ვენის მოდის კვირეული, ვენის დიზაინის კვირეული და იწყება ღვინის მოსავლის სეზონი.
  • ზამთარი ცივია, თუმცა ჯადოსნური. საშობაო ბაზრობები, ყინულის მოედანი Rathausplatz-ზე და საახალწლო კონცერტი შთამბეჭდავ ატმოსფეროს ქმნის. ეს სეზონი შეიძლება დატვირთული იყოს საშობაო პერიოდში, თუმცა ზოგადად, ნაკლებად ხალხმრავალია, ვიდრე ზაფხულში.

რამდენი დღეა საკმარისი ვენაში ?

ვენაში დღეების იდეალური რაოდენობა დამოკიდებულია შენ ინტერესებზე და იმაზე, თუ რამდენად სიღრმისეული გსურს იყოს ვიზიტი. თუმცა, 3-დან 4 დღემდე ზოგადად საკმარისია მთავარი ღირსშესანიშნაობების სანახავად და ქალაქის კულტურის შესასწავლად.

  • დღე 1: ისტორიული ცენტრი და მთავარი ღირსშესანიშნაობები;
  • დღე 2: სასახლეები და მუზეუმები;
  • დღე 3: მუსიკა, ხელოვნება და გასეირნება;
  • დღე 4: დამატებითი ღირსშესანიშნაობები და დასვენება.

როგორ დავჯავშნოთ იაფი ფრენები ვენაში ?

ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შეძლებთ დაზოგო ფინანსები და იმოგზაურო შედარებით დაბალ ფასად.

  1. შეიძინე ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე;
  2. ისარგებლე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებით;
  3. თან იქონიე მხოლოდ ხელბარგი;
  4. სამოგზაუროდ შეარჩიე კვირის სამუშაო დღეები;
  5. რეისი დაგეგმე დილის ან გვიან ღამის ფრენაზე;
  6. ისარგებლე ტრანზიტული რეისებით.

გაემგზავრე ქუთაისი ვენა -ს მიმართულებით მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 და ჩვენ დაგეხმარებით ბიუჯეტური ავიაბილეთების შეძენაში.

ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

სიახლეები

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

საიხლეების გამოწერა

spot_img

აუცლებლად წასაკითხი

მწვანე ბარათის გათამაშება 2025

მწვანე ბარათის გათამაშება (Diversity Visa Lottery) არის აშშ-ის მთავრობის...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი...

თბილისი სალონიკი ფრენები tbilisi saloniki

თბილისი სალონიკი -ს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნამდე გაეცანი სტატიას და...

ქუთაისი ვილნიუსი ფრენები kutaisi vilniusi

რატომ უნდა დაჯავშნო ფრენები ქუთაისი ვილნიუსი -ს მიმართულებით? ლიტვის დედაქალაქი, ისტორიითა და კულტურით მდიდარი ქალაქია. ცნობილია თავისი კარგად შემონახული შუა საუკუნეების ძველი ქალაქით, რომელიც...

ქუთაისი რიგა ფრენები kutaisi riga

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი არქიტექტურით, განსაკუთრებით მისი არტ ნუვოს სტილის შენობებითა და შუა საუკუნეების ძველი ქალაქით, რომელიც...

ქუთაისი მილანი ფრენები kutaisi milani

ქუთაისი მილანი -ს მიმართულებით ფრენები მარტივად რომ დაჯავშნო, გაეცანი სტატიას და მიიღე ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები, როგრებიცაა: რომელი ავიაკომპანია მოგახვედრებს დანიშნულების ადგილზე პირდაპირი რეისით, როგორ...